image
Т. Чигогидзе, Н. Кочладзе

ПРОЕКТИРОВАНИЕ ИНТЕРЬЕРА ВИННОГО ЗАВОДА
Mетодические Рекомендации по Выполнению Курсового Проекта

უაკ: 747

Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата, по дисци­плине «Проектирование интерьера промышленного назначения» для выполнения курсового проекта «Проектирование интерьера винного завода». Определены цели и задачи проектирования, дан алго­ритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического офор­мления курсового проекта.

 

 

image
დ. ბუცხრიკიძე

მაკრო, მიკრო და ნანოდონის გენერაციული ტექნოლოგიები

უაკ: 620.16

სახელმძღვანელოში განხილულია ე.წ. მაღალი ტექნოლოგიების აღქმა თანა­მედროვე ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოდ ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს, რომე­ლიც ეფუძნება ისეთი დარგებისა და მეცნიერების უახლეს შედეგებსა და მიღ­წევებს, როგორიცაა მყარი ტანის ფიზიკა, ქიმია, მასალათმცოდნეობა, ინფორ­მატიკა, ტექნიკა და სხვა. მოცემულია ნაკეთობის მიღება-დამზადების სრუ­ლიად განსხვა­ვებული იდეოლოგიაში იგულისხმება 3D CAD სახიდან გადასვლა უშუალოდ ნა­კეთობაზე ტექნოლოგიური სისტემის _ ჩარხი-სამარჯვი-დეტალი-იარაღი (ჩსდი) _ გარეშე, დასამზადებელი ნაკეთობიდან მასალის მო­ცი­ლების _ ჭრის გარეშე, პირიქით, მის მიღებას მასალის შრეებად დაშენებით სხვა­დასხვა პროგრესული მეთოდით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავ­ლებლე­ბის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურისა და დოქ­ტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე სამანქანათ­მშე­ნებლო საწარმოთა სპე­ციალისტებისათვის.

 

 

image
ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია

ფინანსური ინფორმაციის საფუძვლები ენერგეტიკაში
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 336.6

ნაშრომი შეესაბამება სასწავლო დისციპლინის,  „ფინანსური ინფორმაციის საფუძვლები ენერგეტიკაში“, შესაბამის სტანდარტებს, ასახავს ენერგეტიკული და ზოგადად, განსახილველი საწარმოს ფინანსური აღრიცხვის თეორიის თანამედროვე  მიმართულებებს. თანამიმდევრულია სალექციო კურსის შესაბამისად, მოცემულია თითოეული საკითხის, თემის  მოკლე შინაარსი, საწარმოს ფინანსური ანგარიშგების პრინციპები, განმარტებები და შესასრულებელი ეტაპების აღწერა. თანდართულია კონკრეტული საკითხების შესაბამისი სავარჯიშოები, კითხვარები და ამოცანები.

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ი. ბერძენიშვილი

ხსნართა თეორიის საფუძვლები
ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 539.26

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლაბორატო­რიუ­ლი სა­მუ­შა­ოები და შემეცნებითი აქტივობები შემდეგი მიმართუ­ლე­ბით: განზავე­ბული ხსნარის კოლიგატიური თვისებები, ექსტრა­ჰირების პროცესის ოპტი­მიზაცია, წონასწორობა ელექტროლიტის ხსნარში, საერთო იონის ეფექტი, ბუფერული ხსნარები, ქიმიური წყალმცენარეები, არაორგანული მემბრა­ნების მიღება, ოსმოსის დე­მონ­სტრირება.   

განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტა­ლურგიის ფაკულ­ტეტის „ქიმიის“ სამაგისტრო-საგანმანათლებლო პრო­გრამის სტუ­დენ­ტე­ბისათვის, დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებსა და პე­დაგოგებს.

 

 

image
ალ. ბენაშვილი, ეკ. გვარამია

კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები

უაკ: 513.21

ტესტების კრებულში ასახულია კომპიუტერების თაობები, მა­თი გან­ვი­თარე­ბის ძირითადი ეტაპები, ძირითადი კლასები, ინფორმაციის წარმო­დგენა კომპიუტერში, თვლის სისტე­მები, ციფრული ლოგიკური დონე, კომ­პიუტერის ძირითადი კომპო­ნენტები, კერძოდ: ცენტრალური პროცე­სორი; მუდმივი და ოპერა­ტიული მეხსიერება; ვიდეო- და აუდიოსისტემა; კომ­პი­უტერის ინ­ტერ­ფეისი; სალტე; პორტი; გარე დამახსომებელი მოწყობი­ლო­ბები.

ტესტები განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტე­მების ფა­კულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის.

 

 

image
ალ. ბენაშვილი, ეკ. გვარამია

კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები
ტესტების კრებული

უაკ: 513.21

ტესტების კრებულში ასახულია კომპიუტერების თაობები, მა­თი გან­ვი­თარე­ბის ძირითადი ეტაპები, ძირითადი კლასები, ინფორმაციის წარმო­დგენა კომპიუტერში, თვლის სისტე­მები, ციფრული ლოგიკური დონე, კომ­პიუტერის ძირითადი კომპო­ნენტები, კერძოდ: ცენტრალური პროცე­სორი; მუდმივი და ოპერა­ტიული მეხსიერება; ვიდეო- და აუდიოსისტემა; კომ­პი­უტერის ინ­ტერ­ფეისი; სალტე; პორტი; გარე დამახსომებელი მოწყობი­ლო­ბები.

ტესტები განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტე­მების ფა­კულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის.

 

 

image
T. Beridze, M. Chelidze, G. Kurashvili, L. Beridze

FUNDAMENTALS OF RESEARCH METHODS
A collection of tests and exercises

უაკ: 159

According to the topics covered in the syllabus, the lecture course includes a brief overview of the theoretical part, key elements, a variety of exercises, and relevant cases (with answers).

The purpose of the lecture course is to provide the student with broad knowledge of the basic methods and methodologies of the research process, which will be used for planning and implementing theoretical and practical research activities.

The lecture course is designed for students of undergraduate educational programs, therefore its addition is included in the list of supporting literature of the syllabus  "Fundamentals of Research Methods" (author Prof. T. Beridze) of the Georgian-language educational program "Business Administration" and the educational program "Hotel Service", as well as the syllabus  "Fundamentals of Research Methods" (author Prof. M. Chelidze)of the Russian-language educational program "Business Administration". In addition, the lecture course is included in the list of main literature of the syllabus "Fundamentals of Research Methods" (author Prof. T. Beridze)of the English-language educational program "Business Administration".

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, პ. ბოჩიკაშვილი

ანალოგური და ციფრული მოწყობილობების კომპიუტერული მოდელირება proteus-ის ბაზაზე
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 513.21

ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია «Labcenter Electronics» ფირმის გამჭოლი და პროექტების კომპიუტერული პროგრამა «Proteus» 8.4-ის“ (პროტეუსის) საფუძველზე.

სისტემას აქვს ელექტრონული კომპონენტების მოდელების ფართო ბიბლიოთეკა სხვა სის­ტემებთან შედარებით. შეგვიძლია შევქმნათ მოწყობილობები დაწყებული მათი გრაფიკული გამოსახულებებიდან და დამთავრებული მოწყობილობის ბეჭდური პლატით.

მაგალითების კატალოგი მოიცავს როგორც მარტივ ანალოგურ მოწყობილობებს, ისე რთულ ციფრულ სისტემებს. ხელმისაწვდომია ელემენტების მოდელების დიდი ბიბლიოთეკა, რომელთა შევსება შეიძლება  საკუთრივ მომხმარებელმაც მოახდინოს.

ნაშრომში  ლაბორატორიული ამოცანები შესრულებული აკომპიუტერული მოდელირების გამოყენებით. როგორც ანალოგური, ისე ციფრული სქემების ბაზაზე.

მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოს დასახელება და თემატური დანიშნულება; მომდევნო ეტაპზე მოცემული მოკლე თეორიული ცნობები ასახავს ლაბორატორიული სამუშაოს თეორიულ შინაარსს და მისი გადაწყვეტის გზებს; ექსპერიმენტული ნაწილი არის ლაბორა­ტორიული სამუშაოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელშიც აღწერილია, როგორ ხდება მოდელირების პროცესი კომპიუტერული პროგრამა «Proteus 8.4“-ის საშუალებით. ამ შემ­თხვევაში გამოიყენება აღნიშნული პროგრამის პირველი ნაწილი - ISIS. შემდეგ ხდება მო­დე­ლირებული პროგრამის გაშვება, ხოლო ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგების ფიქსირება და ანალიზი.

განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამა „მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი“-ს მიხედვით.

 

 

image
გ. ხვიჩია, მ. სილოგავა

კვანძის აწყობა

უაკ: 694.6

სახელმძღვანელოში მოცემულია ზედაპირის ზომებისა და ხარისხის სიზუსტის პარა­მე­ტრები; მათი გაზომვისა და კონტროლის საშუალებები; ლილვის, ღერძის, მილისის, მილტუჩის, საყელურის, კბილანის, კორპუსული დეტალების, საკისრების, ქუროების, კბილა­ნური, პლანეტალური, ჭია გადაცემების მუშა ნახაზების კონსტრუქციები და მათი  აღწერა, აწყო­ბის ტერმინები, აწყობის სქემები, აწყობის ტექნოლოგიური პროცესის მაგალითები; შედუღებით, სოგმანური, შლიცური, მოქლონური, კონუსებით, ღვედური შეერთების, ჭიაკბილანის, მრუდ­ხარა ბარბაცა მექანიზმის, მორგვისა და საბიძგელას კვანძების აწყობა; სახასიათო დეტალების მუშა ნახაზები და კვანძის აწყობის მაგალითები.

ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წარმოებაში მომუშავე მუშების მოსამზადებლად.