უაკ: 546
სახელმძღვანელოში გამოკვეთილად და სრულყოფილად არის მოცემული მასალები ქიმიური ელემენტების (ლითონები და არალითონები) და მათი ნაერთების პრაქტიკული მნიშვნელობისა და ბიოლოგიური როლის შესახებ, რასაც დღეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სახელმძღვანელოში მოცემულია პრაქტიკული სამუშაოები, თითოეული ელემენტის უფრო ღრმად შესასწავლად.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ქიმიის, ფარმაციის, ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო სპეციალობების სტუდენტებისა და მოცემული საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.
უაკ: 721.011.8
Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата программы «Архитектура», факультета «Архитектуры, урбанистики и дизайна», по дисциплине «Инновационные отделочные материалы в архитектурном дизайне» для выполнения курсового проекта. Определены цели и задачи проектирования, дан алгоритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического оформления курсового проекта.
უაკ: 550.8
მეთოდურ მითითებებში განხილულია სამაგისტრო ნაშრომისადმი წაყენებული მოთხოვნები, შესრულების მიზნები და წესები, მუშაობის ეტაპები, სტრუქტურა, მოცემულია რეკომენდაციები. წარმოდგენილია იმ თემატიკის შესაბამისი საკითხების ნიმუშები, რომელსაც მოიცავს ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ძირითადად ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 725.1;725.7
უაკ: 535
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ოპტიკური დიაპაზონის ტალღსატარების ძირითადი ტიპები, მათში სინათლის გავრცელების მექანიზმები და ძირითადი მახასიათებლები, სინათლის სხივის ტალღსატარებში შემყვანი ელემენტები, ტალღსატარული განმშტოებლები, ფილტრები, მოდულატორები, დეფლექტორები და სხვა, აგრეთვე ტალღსატარებში მიმდინარე პროცესები, დაკავშირებული ბმული ტალღების ბუნებასთან, ტალღსატარების სხვადასხვა კონფიგურაციის დამზადების ტექნოლოგიები, ტალღსატარებთან ინტეგრირებული სინათლის ზემაღალი სიხშირის წყაროები და ფოტომიმღებები.
ინტეგრალური ოპტიკის საფუძვლების გაცნობა საშუალებას იძლევა დაინტერსებული პირი გაერკვეს მისი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში შესაძლო გამოყენების საშუალებებში, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობა, ზემგრძნობიარე ოპტოელექტრონიკული სენსორების შექმნა და ა.შ. ინტეგრალური ოპტიკის სუბმიკრონული ელემენტები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მიკრო- და ოპტოელექტრონიკაში.
ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.
უაკ: 621.791.037
ლაბორატორიული სამუშაოს დანიშნულებაა სტუდენტებს დაეხმაროს სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში, საკითხების კონკრეტიზაციის გზით; პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად გამოუმუშაოს თეორიის გამოყენების ჩვევები; დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდები, აიღოს ანათვლები და შეისწავლოს შედუღებისას მიმდინარე თბური პროცესები, განსაზღვროს ტემპერატურის განაწილება როგორც შესადუღებელ დეტალებში, ისე ელექტოდებსა და საშემდუღებლო მავთულებში.
განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მასალათმცოდნეობის“ ბაკალავრებისათვის.
უაკ: 621.674
მეთოდურ მითითებებში განხილულია ფრთიანი ტუმბოებისა და სატუმბო დანადგარების თემეტიკით განსაზღვრული ისეთი ლაბორატორიული სამუშაოები, როგორიცაა: ცენტრიდანული ტუმბოს მუშა ორგანოების გეომეტრიული ზომებისა და სწრაფმავლობის კოეფიციენტის დადგენა; ცენტრიდანული ტუმბოს მიწოდების გაზომვა და მისი კინემატიკური მახასიათებლების განსაზღვრა; ტუმბოს დაწნევის გაზომვა მანომეტრის ჩვენების შესაბამისად; ტუმბოს სასარგებლო სიმძლავრისა და ცენტრიდანული ტუმბოს მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა; ტუმბოების მიმდევრობითი და პარალელურად შეერთებისას მათი მახასიათებლების აგება.
მეთოდური მითითებები როგორც თემატიკით, ისე მოცულობით პასუხობს საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ შესაბამისი სპეციალობის სილაბუსებს.
უაკ: 351.773
თანამედროვე ცივილიზებული სამყარო კვების პროდუქტების ინტესიფიკაციის ერაში ცხოვრობს, რომელიც სისტემატურად ქვეყნებში ყოველწლიურად ძლიერდება, იქმნება ჯგუფები, რომელთა შორის მჭიდროდ ყალიბდება ახალი ინტეგრაციის ფორმები და ამოცანები. მსოფლიო განვითარების სისტემის საფუძველია კვების პროდუქტების საერთაშორისო ურთიერთკავშირი, სადაც მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რაც ფაქტობრივად იწვევს ინფორმატიკული დარგების განვითარებას. ყალიბდება მაღალი ტექნოლოგიური პირობები და არსებითად იცვლება საზოგადოების ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.
აღნიშნული დისციპლინა მეტად მნიშვნელოვანი სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრებისათვის.