image-1
გ. დურგლიშვილი

ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების მოდელირება

უაკ: 665.6:662.765:550.89

სალექციო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც სტუდენტს დაეხმარება საბადოს დამუშავების, კომპიუტერული პროგრამული მოდელის მუშაობის პრინციპისა და მისი გამოყენების საბაზისო ცოდნის შეძენაში.
ნაშრომში მოცემულია შემდეგი საკითხები: ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების თეორიული საფუძვლები, პროდუქტიული ფენის მოდელის ტიპები, ერთგვაროვანი ფენის მოდელი, შრეობრივი ფენის მოდელი, ნაპრალოვანი ფენის მოდელი, ნაპრალოვან-ფოროვანი ფენის მოდელი. გეოლოგიურ-ფიზიკური და სარეწაო მონაცემებით ფენის მოდელის აგების საფუძვლები, ერთგვაროვანი ფენის მოდელის აგება, შრეობრივ-არაერთგვაროვანი ფენის მოდელის შექმნა. მასიური ნაპრალოვანი ტიპის კოლექტორებით წარმოდგენილი ბუდობების დახასიათება. ნავთობის საბადოს დამუშავების ძირითადი პარამეტრები. არაერთგვაროვანი მასიური ტიპის ნავთობის საბადოს მოდელი.
ასევე, ნაშრომში განხილულია პრაქტიკული ამოცანები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს თეორიული ნაწილის უკეთ შესწავლაში.
გამოცემა გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
გ. დურგლიშვილი

ჰორიზონტალური ჭაბურღილების ექსპლუატაცია

უაკ: 622.26:622-116

სალექციო კურსში განხილულია ის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც უკავშირდება ჰორიზონტალური ჭაბურღილის ლულის ტრაექტორიას და პროდუქტიულ ფენს. აქვე აღსანიშნავია, რომ მათემატიკური გათვლები შესრულებულია ერთგვაროვანი ფენისათვის, რაც რეალობაში პრაქტიკულად მიუღებელია, მიუხედავად ამისა, ერთგვაროვან გარემოში თეორიული გათვლებით მიიღება გარკვეული შეხედულება, რაც დაგვეხმარება წარმოდგენა ვიქონიოთ ჰორიზონტალური ლულის მიერ დრენირებული ზონის გეომეტრიის შესახებ.
გამოცემა გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მინაშვილი, ქ. დავითაძე

მყარსხეულოვანი ელექტრონიკა

უაკ: 621.38

სალექციო კურსში ძირითადი ყურადღება ეთმობა მყარ სხეულში მიმდინარე  მოვლენებისა და პროცესების ფიზიკური არსის გარკვევას, რომლებიც საფუძვლად უდევს მყარსხეულოვანი ელექტრონული ხელსაწყოებისა და მოწყობილობების მუშაობას.
ნაშრომის მომზადებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც დარგის წამყვანი მეცნიერების და სარედაქციო კოლეგიის მიერ იყო მოწოდებული, რისთვისაც ავტორთა ჯგუფი დიდ მადლობას ვუხდით მათ.
სალექციო კურსი განკუთვნილია როგორც საინჟინრო ფიზიკის, ისე მიკროელექტრონიკის, ტელეკომუნიკაციის და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
მ. ონიანი

სამთო ავტომატიკის საფუძვლები

უაკ: 622.27:621.735.8

სალექციო კურსი მიმოიხილავს: ავტომატური მართვის თეორიის ძირითად ცნებებს; ავტომატური მართვის სისტემების სტრუქტურას; მართვის ფუნდამენტურ პრინციპებს; დამყარებულ და გარდამავალ რეჟიმებს; გადაცემის კოეფიციენტსა და ფუნქციას; გარდამავალი პროცესის კვლევას; წრფივ ტიპურ ალგორითმულ რგოლებს; კავშირის სახეებს ავტომატური მართვის სისტემებში; სტრუქტურული სქემების გარდაქმნას; წრფივი ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობას; რეგულირების ტიპებსა და რეგულირების კანონებსა და ავტომატიკის საზომ და გარდამქმნელ მოწყობილობას.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინე-რიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე, გ. ბერუაშვილი

მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშება

უაკ: 621.57

სალექციო კურსში მოცემულია მაცივარი მანქანების დგუშიანი კომპრესორების ფართოდ გავრცელებული ვარიანტების თბური გაანგარიშებები. იგი მთლიანად შეესაბამება „1706“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის გათვალისწინებულ დგუშიანი კომპრესორების თბურ ანგარიშებს და დახმარებას გაუწევს აღნიშნული სპეციალობის სტუდენტებს „მაცივარი მანქანების“ კურსის ათვისებაში.
სალექციო კურსი სარგებლობას მოუტანს აგრეთვე თბოაირმომარაგებისა და ენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებს, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების, საკონსტრუქტორო ბიუროების მაცივარი მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის ყველა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, რომლებსაც უხდებათ მაცივარი მანქანებისა და დანადგარების კონსტრუირება, დაპროექტება ან მათი ექსპლუატაცია.
გამოცემა განკუთვნილია „კვების და სამაცივრო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების და მოწყობილობების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯიქია, ქ. ქოიავა

ნავთობის, გაზისა და კონდენსატის მარაგების გამოთვლის მეთოდები და რესურსების შეფასება

უაკ: 622.323:622.324

სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე ნავთობისა და გაზისმარაგებისა და რესურსების კლასიფიკაციისმიერ ბუდობის შესწავლაზე წაყენებული მოთხოვნები და მათი მომზადება სამრეწველო ათვისებისათვის; გამოსათვლელი და შესაფასებელი ობიექტების გამოყოფა, ნავთობის, გაზის, კონდენსატისა და სასარგებლო კომპონენტების, მარაგების გამოთვლისა და რესურსების შეფასების მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯიქია, ქ. ქოიავა

ნავთობგაზსარეწაო გეოლოგია და ნავთობისა და გაზისსაბადოების დამუშავების გეოლოგიური საფუძვლები

უაკ: 622.323:622.324

სალექციო კურსში მოცემულია ნავთობსარეწაო გეოლოგიის ამოცანები და მათი გადაწყვეტის მეთოდები, საწყისი გეოლოგიური და სარეწაო ინფორმაციის მიღების მეთოდები. განხილულია ფლუიდების თვისებები და ნახშირწყალბადის ბუდობის ენერგეტიკული მახასიათებლები; ნახშირწყალბადების ბუდობების გეომეტრიზაციის და სტატიკური მოდელირების არსი. ნახშირწყალბადების ბუდობების სტატიკურ და დინამიკურ მდგომარეობაში მოდელირება, რომელიც საფუძველია საბადოს დამუშავების რეჟიმის და ნავთობგაცემის კოეფიციენტის გასაზრდელად გამოყენებული მეთოდების შერჩევისას.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. ლებანიძე

სამთო-ტექნიკური შენობები და ნაგებობები

უაკ: 69.035:622.232.8

სალექციო კურსში განხილულია სამთო საწარმოების: შახტების, მაღაროებისა და კარიერების ზედაპირზე განლაგებული სამთო-ტექნიკური შენობა-ნაგებობების კომპლექსი, რომლის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მთლიანად საწარმოს გამართულ მუშაობას. აღწერილია შახტის ზედაპირის გენერალური გეგმის შედგენის პრინციპები და მოთხოვნები. სახელმძღვანელოში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კომპლექსში შემავალი შენობა-ნაგებობების განსხვავებულ პირობებში დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებს. მოცემულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობების (დროებითი და მუდმივი ურნალები, გალერეები, ბუნკერები, საწყობები და სხვ.) გაანგარიშების მეთოდები და საანგარიშო გამოსახულებები.
გამოცემა გარდა ბაკალავრიატის სტუდენტებისა, დიდ დახმარებას გაუწევს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტებს, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებსა და სამთო საწარმოებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
ე. ქრისტესიაშვილი

მშენებლობის ეკონომიკა

უაკ: 624.15:338.24

სალექციო კურსში განხილულია მშენებლობის ეკონომიკის ძირითადი საკითხები: ორგანიზაციული ფორმები და მართვის მეთოდები, საინვესტიციო პროცესების ორგანიზაცია და მართვა, სამშენებლო ორგანიზაციების პროდუქციის თვითღირებულება, ფასწარმოქმნის საფუძვლები და სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა, სამშენებლო წარმოების შემოსავლები, სამშენებლო დაპროექტების ეკონომიკა და ორგანიზაცია, მშენებლობის ძირითადი ფონდები, სამშენებლო ორგანიზაციის საბრუნავი სახსრები, მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიწოდების ორგანიზაცია, ლოგისტიკა მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაციის სისტემაში, მშენებლობის შრომითი რესურსები, სახელმწიფოს როლი შრომითი ბაზრის რეგულირებაში, მშენებლობის სამეურნეო საქმიანობის ანალიზი, ინფორმაცია წყაროების ანალიზის ჩასატარებლად და ინფორმაციის დამუშავების ძირითადი ხერხები.
შესწავლილია დამკვეთ-მენაშენის, გენერალური მოიჯარისა და საპროექტო ორგანიზაციის ფუნქცია-მოვალეობები, საპროექტო გადაწყვეტილების ეკონომიკურობის შეფასება, საბრუნავი სახსრების სიდიდის განსაზღვრა, წარმოქმნის წყაროები და გამოყენების ეფექტურობა, მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფის ფორმები, მეთოდები და მათი ეფექტურობა, შრომის ნაყოფიერების ზრდის ფაქტორები, გაზომვის მეთოდები და რეზერვები, სამშენებლო ორგანიზაციის სამეურნეო საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები, ფინანსური კოეფიციენტები ა.შ.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის პროგრამა „მშენებლობის მენეჯმენტის“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.