უაკ: 664.143
სალექციო კურსში განხილულია სასურსათო საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, მათი სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები. მოყვა-ნილია მოწყობილობათა ტექნოლოგიური, კინემატიკური და თბური გაანგარიშებების მეთოდური საფუძვლები.
განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ბაკალავრიატის „სასურსათო ტექნოლოგიის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებს.
უაკ: 621.8
სალექციო კურსში განხილულია ჰაერის ტექნოლოგიური კონდიცირების საკითხები. აღწერილია ჰაერის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრები და კონდიცირების სისტემაში ჰაერის დამუშავების მეთოდები, სურსათის წარმოების სხვადასხვა დარგში გამოყენებული კონდიცირებული ჰაერის მიღების ხერხები.
განკუთვნილია „სურსათის წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე სპეციალობის მაგისტრანტებმა.
უაკ: 621.565
უაკ: 637.5.002.51(075.8)
დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ხორცის გადამამუშავებელ საწარმოთა ტექნოლოგიური და საერთო დანიშნულების მოწყობილობები, მათი სტრუქტურულ-პრინციპული, კინემატიკური და კონსტრუქციული სქემები, ასევე მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების საფუძვლები.
განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 637.1.002.5(075.8)
დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია რძის საწარმოთა ტექნოლოგიური და საერთო დანიშნულების მოწყობილობები, მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების საფუძვლები.
განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 65.012.122
უაკ: 622(03)
ლექსიკონში თავმოყრილია შრომის უსაფრთხოებასა და სამ-თო საწარმოთა აეროლოგიაში გამოყენებული, ასევე ამ სფეროში ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი ზოგადი ტექნიკური ცნება და ტერმინი, რომელიც ანბანის მიხედვითაა დალაგებული.
ლექსიკონი გათვლილია სამთო-მომპოვებელი და სამრეწველო საწარმოების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სპეციალისტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კოლეჯების სტუდენტებისათვის.
უაკ: 796.06
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის, ფორმატისა და მასშტაბის სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების სახეები და განხორციელების ეტაპები, სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ადმინისტრირებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.
დამხმარე სახელმძღვანელო პროფესიული მოდულური პროგრამა „ღონისძიების ორგანიზების“ სტუდენტებისათვის გათვალისწინებული საგანმანათლებლო რესურსია და განკუთვნილია მოდულის - „სპორტულ-სანახაობითი ღონისძიების დაგეგმვის“ სწავლებისათვის.
უაკ: 339.15
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ქართული ბიზნესრეალობის ამსახველი 21 ორიგინალური და 3 გადმოქართულებული ქეისი. სავარჯიშოები მოიცავს ბიზნესის მენეჯმენტისა და ბიზნესის ეთიკის ისეთ მხარეებს, როგორებიცაა: კორპორაციული მენეჯმენტის ეთიკა, PR-მენეჯმენტი, კომუნიკაცია ბიზნესში, შესაძლო წინააღმდეგობები ეთიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის, ბიზნესორგანიზაციის მორალური სტანდარტები, მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკური დილემები, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეტიკეტი ბიზნესში, ბიზნესის გენდერული ასპექტები, ეთიკა საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში, ინდივიდის ეთიკურობის შემოწმების ტესტები და სხვ.
კრებულს წამძღვარებული აქვს ქეისის, როგორც სწავლებისა და შეფასების მეთოდის პედაგოგიკური დახასიათება.
ქეისების კრებული გამიზნულია პრაქტიკული მეცადინეობებისათვის და იგი დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ბიზნესის ეთიკისა და ბიზნესის მენეჯმენტის სასწავლო კურსების სწავლება-სწავლის პროცესში.