image-1
ზ. ბუაჩიძე, ი. სირანაშვილი

ინტეგრალური ოპტიკის საფუძვლები

უაკ: 535

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ოპტიკური დიაპაზონის ტალღსატარების ძირითადი ტიპები, მათში სინათლის გავრცელების მექანიზმები და ძირითადი მახასიათებლები, სინათლის სხივის ტალღსატარებში შემყვანი ელემენტები, ტალღსატარული განმშტოებლები, ფილტრები, მოდულატორები, დეფლექტორები და სხვა, აგრეთვე ტალღსატარებში მიმდინარე პროცესები, დაკავშირებული ბმული ტალღების ბუნებასთან, ტალღსატარების სხვადასხვა კონფიგურაციის დამზადების ტექნოლოგიები, ტალღსატარებთან ინტეგრირებული სინათ­ლის ზემაღალი სიხშირის  წყაროები და ფოტომიმღებები.

ინტეგრალური ოპტიკის საფუძვლების გაცნობა საშუალებას იძლევა დაინტერსებული პირი გაერკვეს მისი თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში შესაძლო გამოყენების საშუალებებში, როგორიცაა   ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობა, ზემგრძნობიარე ოპტოელექტრონიკული სენსორების შექმნა და ა.შ. ინტეგრალური ოპტიკის სუბმიკრონული ელემენტები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მიკრო- და ოპტოელექ­ტრო­ნიკაში.

ნაშრომი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგის­ტრან­ტებისთვის.

 

 

image
ზ. საბაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები შედუღების თეორიულ საფუძვლებში

უაკ: 621.791.037

ლაბორატორიული სამუშაოს დანიშნულებაა სტუდენტებს დაეხმაროს სასწავლო ინ­ფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში, საკითხების კონკრეტიზაციის გზით; პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად გამო­უმუ­შაოს თეორიის გამოყენების ჩვევები; დამოუ­კიდებლად ჩაატაროს ცდები, აიღოს ანათვლები და შეისწავლოს შედუღებისას მიმდინარე თბური პროცესები, განსაზღვროს ტემპერატურის განაწილება როგორც შესადუღებელ დე­ტალებში, ისე ელექტოდებსა და საშემდუღებლო მავთულებში.

განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მასალათ­მცოდნეობის“  ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
ბ. ფიფია, მ. მარდალეიშვილი, გ. ცივქარაშვილი

მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სასწავლო კურსში „ფრთიანი ტუმბოები და სატუმბი დანადგარები“

უაკ: 621.674

მეთოდურ მითითებებში განხილულია ფრთიანი ტუმბოებისა და სა­ტუმბო დანადგარების თემეტიკით განსაზღვრული ისეთი ლაბორატორიული სამუშაოები, როგორიცაა: ცენტრიდანული ტუმბოს მუშა ორგანოების გეომე­ტრიული ზომებისა და სწრაფმავლობის კოეფიციენტის დადგენა; ცენტრი­და­ნული ტუმბოს მიწოდების გაზომვა და მისი კინემატიკური მახა­სიათებლების განსაზღვრა; ტუმბოს დაწნევის გაზომვა მანომეტრის ჩვენების შესაბამისად;  ტუმბოს სასარგებლო სიმძლავრისა და ცენტრიდანული ტუმ­ბოს მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა; ტუმბოების მიმდევრობითი და პა­რა­ლელურად შეერთებისას მათი მახასიათებლების აგება. 

მეთოდური მითითებები როგორც თემატიკით, ისე მო­ცუ­ლობით პასუ­ხობს საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკისა და ელექ­ტრო­ინჟინერიის“ შესაბა­მისი სპეციალობის სილაბუსებს.

 

 

 

image-1
გ. დანელია

საერთაშორისო რეგულაციები კვების პროდუქტებში

უაკ: 351.773

თანამედროვე ცივილიზებული სამყარო კვების პროდუქტების ინტესიფიკაციის ერაში ცხოვრობს, რომელიც სისტემატურად ქვეყნებში ყოველწლიურად ძლიერდება, იქმნება ჯგუფები, რომელთა შორის მჭიდროდ ყალიბდება ახალი ინტეგრაციის ფორმები და ამოცანები. მსოფლიო განვითარების სისტემის საფუძველია კვების პროდუქტების საერთაშორისო ურთიერთკავშირი, სადაც მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რაც ფაქტობრივად იწვევს ინფორმატიკული დარგების განვითარებას. ყალიბდება მაღალი ტექნოლოგიური პირობები და არსებითად იცვლება საზოგადოების ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.

აღნიშნული დისციპლინა მეტად მნიშვნელოვანი სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
გ. დანელია

კვების პროდუქტების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები

უაკ: 351.773

სალექციო კურსში განხილულია (ორგანოლეპტიკა) კვალიმეტრიის დარგი წარმოებული პროდუქციის ხარისხის ფასეტური (გარეგნული შეფასება) როგორც ნედლეულის ტექნიკური სიმწიფის, ისე ნახევარფაბრი­კატებისა და შესაბამისი პროცესორებისა და აპარატურის მიერ. მიუხედვად იმისა, რომ ყოველი პრო­დუქტისათვის აუცილებელია რაოდენობრივი ანალიზი (ბაზისური, ვალიდირებული), ორგანო­ლეპტიკას სუბიექტურ მეთოდად მივიჩნევთ. სტანდარტის დიაპაზონის მაჩვენებლების მიხედვით დგინდება ფერი, ტონი, გარეგანი სახე, კონსტიტენცია, გემო, სუნი. ზოგიერთ შემთხვევაში (ჩაი, ღვინო) შეიძლება აღინიშნოს, რომ დეგუსტაცია კვების პროდუქტების შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. დეგუ-სტაცია მნიშვნელოვანია იმ მხრითაც, რომ იგი უსწრაფესი მეთოდია სამომხმარებლო ღირებულების დასადგენად.

აღნიშნული დისციპლინა მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
გ. დანელია

ბიოსფერო და ტექნოლოგიური ცვლილებანი

უაკ: 584.19

სალექციო კურსში განხილულია ბიოსფეროს მნიშვნელობა, სადაც მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლე ვითარდება; ბიოსფეროს ძირითადი შემადგენელი ნაწილების: ატმოსფეროს, ლითოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის კოლოიდური სისტემის მახასიათებლები - მზის ენერგიის მნიშვნელობა ნივთიერებათა წრებრუნვის თვალსაზრისით (გეოლოგიური, ბიოლოგიური), წყლის ტრანსპირაცია (აორთქლება), მათი დაბრუნების (მეტაფორიზმი) და ნივთიერებათა დაბრუნების რეგულაცია, ფოტო­სინთეზი და ასიმილაციის ხარისხი. განსაზღვრულია აბიოტური და ბიოტური ფაქტორების გლობალური წრებრუნვა კონტინენტურ შტოში; გეოგრაფიული გარსი და მისი ფორმირების საკითხები -პირობები, ასევე გარსის სტრუქტურა, განლაგება დედამიწის შინაგანი აგებულება, დედამიწის მანტიის ბიოსფეროს სწორი მართვა და ფუნქციონირება.

წიგნი განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

 

image
ჯ. ხუნწარია, ვ. აბულაძე, მ. გოგბერაშვილი

სატელეკომუნიკაციო სისტემების აგების საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 003.35

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის საკითხებს. მასში მოყვანილია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი, საარხო და სახაზო სიგნალების ფორმირების მექანიზმებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისა და სავარჯიშოების შესრულების ნიმუშები, კერძოდ სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებულ ანალოგურ, დისკრეტულ, იმპულსურ და ციფრულ მოდულაციებთან დაკავშირებული მასალა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, დაეხმარება ამავე სფეროში მომუშავე  პერსონალსა  და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1


პოლიტიკის მეცნიერებათა ლექსიკონი

უაკ: 030

ლექსიკონი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, იმათთვის, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა-პოლიტოლოგიის, ხელისუფლების–კრატოლოგიის პრობლემები, პოლიტიკური ცხოვრების მოვლენები და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც პირადად აპირებს არ განუდგეს ბობოქარ მოვლენებს, ყმაწვილობიდანვე იყოს მათი უშუალო, აქტიური და დაინტერესებული მონაწილე.

გამოცემა დააინტერესებს ყველას, ვინც პოლიტიკისაგან ელის სიკეთეს როგორც საკუთარი თავის, ისე ხალხისათვის.

 

 

image-1
მ. პაპასკირი, მ. ჩალაძე, პ. ელიზბარაშვილი

ავტომატიკისა და ტელემექანიკის სისტემები სარკინიგზო ტრანსპორტზე
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.398

ლაბორატორიული და სასწავლო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას დაცული უნდა იყოს ელექტროუსაფრთხოების წესები; არც ერთი ამოცანა არ მოითხოვს სტუდენტისგან ელექტრული სქემის დაშლა-აწყობას, ამიტომ სტუდენტი ვალდებულია ლაბორატორიულ სამუშაო სქემაში შეასრულოს მხოლოდ მეთოდურ მითითებაში აღნიშნული მოქმედებების შესაბამისად.

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ამოცანის მსვლელობის დროს ყველა ელექტრული სიდიდე (ძაბვა, დენი) გაიზომოს და შემდეგ გადაყვანილ იქნეს ვოლტებსა და ამპერებში.

მეთოდური მითითებები მოიცავს 20 ლაბორატორიულ სამუშაოს.

მეთოდური მითითებები განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.