image-1
ზ. ლაზარაშვილი

მარცვლეულის გადამუშავების ტექნიკა და ტექნოლოგია

უაკ: 664.7

სალექციო კურსში წარმოდგენილია მარცვლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგია. განხილულია ამ საწარმოებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები, მოწინავე ტექნოლოგიური მოწყობილობები, მათი ეფექტურად მუშაობის და ექსპლუატაციის მეთოდები.

ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებსაც. გარდა ამისა, წარმოდგენილი სალექციო კურსით შესაძლებლია ისარგებლონ სასურსათო ტექნოლოგიის სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებმა და დარგის სპეციალისტებმა.

 

 

image-1


სასურსათო ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობები

უაკ: 664.143

სალექციო კურსში წარმოდგენილია სასურსათო ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობები, მათი კლასიფიკაციები ფუნქციური ნიშნით. განხილულია მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები, აგრეთვე ცალკეული მუშა ორგანოების კონსტრუქციები, მოწყობილობათა კინემატიკური, ძალოვანი და თბური გაანგარიშების საფუძვლები.

ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურისა და პროფესიული განათლების სტუდენტებს. საინტერესო იქნება კვების მრეწველობის შესაბამისი დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

image
გრ. თელია, ბ. დიდებაშვილი, ლ. ლომსაძე, კ. შარვაშიძე

რკინიგზის სამგზავრო და სამგზავრო-ტექნიკური სადგურები

უაკ: 656.21(075)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სამგზავრო და სამგზავრო-ტექნიკური სადგურების კლასიფიკაცია და ძირითადი ტექნიკური აღჭურვილობის განლაგების პრინციპები. მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი სადგურების სალიანდაგო განვითარების სქემებს, მათი მუშაობის ტექნოლოგიებს, ლიანდაგთა პარკების ყელების თანამედროვე კონსტრუქციების შემუშავებას.

განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის სპეციალობის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგება რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს.

 

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

შიგასაწარმოო ტრანსპორტი

უაკ: 69.057.7

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია შიგასაწარმოო ტრანსპორტის სისტემები, უწყვეტი და პერიოდული ქმედების, ასევე სპეციალური დანიშნულების შიგასაწარმოო სატრანსპორტო მანქანები და მოწყობილობები.

მოცემულია პნევმატიკური სატრანსპორტო დანადგარების მუშაობის თეორიის საფუძვლები, პნევმატიკურ დანადგართა ტიპური ელემენტები, უნივერსალური ბურბუშელას გამწოვი პნევმატიკური სატრანსპორტო დანადგარი მუდმივი კვეთის მაგისტრალური მილით და უნივერსალური კოლექტორ-შემკრე-ბით. მოცემულია გაანგარიშების მაგალითები.

განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. ჯაფარიძე, გ. გუგულაშვილი

სასურსათო საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები

უაკ: 664.143

სალექციო კურსში განხილულია სასურსათო საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, მათი სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები. მოყვა-ნილია მოწყობილობათა ტექნოლოგიური, კინემატიკური და თბური გაანგარიშებების მეთოდური საფუძვლები.

განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ბაკალავრიატის „სასურსათო ტექნოლოგიის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებს.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი, ზ. ლაზარაშვილი, თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

ჰაერის კონდიცირება სურსათის წარმოებაში

უაკ: 621.8

სალექციო კურსში განხილულია ჰაერის ტექნოლოგიური კონდიცირების საკითხები. აღწერილია ჰაერის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრები და კონდიცირების სისტემაში ჰაერის დამუშავების მეთოდები, სურსათის წარმოების სხვადასხვა დარგში გამოყენებული კონდიცირებული ჰაერის მიღების ხერხები.

განკუთვნილია „სურსათის წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე სპეციალობის მაგისტრანტებმა.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი, ზ. ლაზარაშვილი, თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

სასურსათო პროდუქტების ცივად შესანახი საწარმოს დაპროექტება

უაკ: 621.565

 

 

image-1
ზ. ჯაფარიძე, ლ. კობახიძე

ხორცის მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობები

უაკ: 637.5.002.51(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ხორცის გადამამუშავებელ საწარმოთა ტექნოლოგიური და საერთო დანიშნულების მოწყობილობები, მათი სტრუქტურულ-პრინციპული, კინემატიკური და კონსტრუქციული სქემები, ასევე მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების საფუძვლები.

განკუთვნილია სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს.

 

 

image-1
ზ. ჯაფარიძე, ლ. კობახიძე

რძის საწარმოთა მოწყობილობები

უაკ: 637.1.002.5(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია რძის საწარმოთა ტექნოლოგიური და საერთო დანიშნულების მოწყობილობები, მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები. მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ტექნოლოგიური გაანგარიშებების საფუძვლები.

განკუთვნილია სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. გარკვეულ დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს.