image-1
†ი. ლომიძე, †ნ. ქუთათელაძე, გრ. ხელიძე, დ. ნამგალაძე, ლ. შატაკიშვილი

ფრთებიანი ტუმბოები

უაკ: 621.674

სახელმძღვანელოში გაშუქებულია ჰიდრომანქანების როლი მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგისათვის და მოცემულია ჰიდრომანქანების განვითარების მოკლე ისტორიული მიმოხილვა; ჩამოყალიბებულია ჰიდრომანქანების თეორიის ძირითადი ცნებები; განხილულია ტუმბოების გავრცელებული სახეობები და მოცემულია მათი კლასიფიკაცია. სახელმძღვანელოში განზოგადებულია მრავალი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგები ტუმბოების კონსტრუირების, მათ მუშა ელემენტებში მოძრავი სითხის ნაკადის სტრუქტურის, ტუმბოების ჰიდროდინამიკური მსგავსების თეორიის, მუშაობის კავიტაციურ რეჟიმებსა და საექსპლუატაციო გაანგარიშებათა საკითხებში და სხვ. ნაჩვენებია განხილული საკითხების მნიშვნელობა საინჟინრო პრაქტიკისათვის, რაც ილუსტრირებულია კონკრეტული ამოცანების ამოხსნით. 
სახელმძღვანელო შეესაბამება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნებს და განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ხსენებული პროგრამების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
†ი. ლომიძე, გრ. ხელიძე, ლ. შატაკიშვილი, თ. კიზირია

გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის საფუძვლები

უაკ: 620.9:532

სახელმძღვანელოში ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის თანამედროვე თეორიულ საფუძვლებზე. სახელმძღვანელო შედგენილია „გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის საფუძვლების“ სალექციო კურსის სილაბუსის შესაბამისად.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვისაც.

 

 

 

image-1
მ. ვანიშვილი, ნ. ვანიშვილი

საჯარო ფინანსები

უაკ: 336 (075.8)

სახელმძღვანელოში ლოგიკური თანამიმდევრობითაა განხილული საჯარო  ფინანსების თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიხედვით, როგორიცაა: საჯარო ფინანსების არსი და ფუნქციები; საჯარო ფინანსური პოლიტიკა და ფინანსური მექანიზმი; საჯარო ფინანსების მართვის სისტემა და მისი ორგანიზაცია; საბიუჯეტო მოწყობა, საბიუჯეტო სისტემა და საბიუჯეტო პროცესი; სახელმწიფო ბიუჯეტი; ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; საბიუჯეტო კლასიფიკაცია; ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალის მართვა; საბიუჯეტო ფედერალიზმი და ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობის სისტემა; სახელმწიფო არასაბიუჯეტო (სპეციალური) ფონდების ადგილი და როლი საჯარო ფინანსების სისტემაში; საჯარო ფინანსური კონტროლი და მისი ორგანიზაცია. 
ტექსტის გადმოცემის გამარტივების, ადვილად აღქმადობისა და ათვისების მიზნით, წიგნში თითოეული თემა დაყოფილია საკვანძო საკითხებად. ყოველი თემის ბოლოს მოყვანილია საკონტროლო კითხვები და ტესტები შეძენილი ცოდნის დონის შემოწმებისათვის, რომლებიც თემათა საკვანძო საკითხების ათვისების ხარისხის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. ძირითადი თემების დასრულების შემდეგ მოცემულია ლიტერატურის ჩამონათვალი, რაც მკითხველს შესასწავლი მასალის უფრო სიღრმისეულად ათვისებაში დაეხმარება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლე¬ბის ეკონო-მიკური პროფილის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლე¬ბისათვის; ფინანსების სფე-როს სახელმწიფო სტრუქტურებში, საწარმოებსა და ორგანი¬ზაციებში დასაქმებული მუშა-კებისათვის; საჯარო ფინანსების თეორი¬ისა და პრაქტიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

 

image-1
ი. მშვიდობაძე

შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაცია

უაკ: 72

სახელმძღვანელოში მოცემულია შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის საიმედოობის თეორიის ძირითადი განმარტებანი. განხილულია ის გარემო და ტექნოლოგიური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შენობის კონსტრუქციული ელემენტების საექსპლუატაციო მახასიათებლების შეცვლაზე. მოცემულია კონსტრუქციების საექსპლუატაციო პარამეტრების შეფასება, ნაჩვენებია შენობა-ნაგებობათა დამახასიათებელი დაზიანებები და მათი აღმოფხვრის ღონისძიებანი.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული სწავლების სტუდენტებისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტების მიერ.

 

 

 

image-1
დ. ბიბილეიშვილი, ლ. ებანოიძე

ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმია

უაკ: 541.1

სახელმძღვანელოში მოცემულია ფიზიკური ქიმიის ძირითადი საკითხების: ნივთიერების აღნაგობის, ქიმიური თერმოდინამიკის, ჰომოგენური და ჰეტეროგენული წონასწორობის, ხსნარების, ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის როგორც თეორიული, ისე ექსპერიმენტული ნაწილი.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. 

 

 

 

image-1
ი. გოცირიძე, გ. გიგილაშვილი

ბიოსამედიცინო ინჟინერია (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძვლები) III ნაწილი

უაკ: 615.478

სახელმძღვანელოში განხილულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდის ფიზიკური საფუძვლები, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. მაგნიტურ-რეზონანასული ტომოგრაფია (მრტ) არის ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მაღალი ხარისხის გამოსახულებების მისაღებად  და დაფუძნებულია ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის, სპექტროსკოპიის მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენება მეცნიერების მიერ მოლეკულების ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესასწავლად. მან განვითარება პოვა გამოსახულების ტომოგრაფიული ასახვიდან მეთოდამდე, როდესაც შესაძლებელი გახდა გამოსახულების მოცულობითი ასახვა. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს სტუდენტს შეისწავლოს მრტის მუშაობის პრინციპები, როგორც მიკროსკოპულ, ისე მაკროსკოპულ დონეზე, ასევე გამოსახულებების ფორმირების სისტემები. გადამწოდების მოქმედების პრინციპები, გამოსახულების დამუშავების აპარატურული საშუალებები.
წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის რომლებიც სწავლობენ სპეციალობებზე: „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, „სამედიცინო ფიზიკა“, ასევე ელექტრონული ინჟინერიის და სამედიცინო პროფილის სტუდენტების და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებისათვის, ვისაც პროფესიული შეხება აქვს სამედიცინო ვიზუალიზაციის და ინსტრუმენტაციის სისტემებთან.

 

 

image-1
პ. კოღუაშვილი, ჯ. ფანჩულიძე

მიწის მმართველობა

უაკ: 525:333.33:711.14(-43)

სახელმძღვანელო მომზადებული და შედგენილია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით და მიწის მმართველობის პრობლემებზე უახლესი ზოგადი ხედვებისა და მიდგომების გათვალისწინებით.
მასში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მიწის რესურსების აღრიცხვას, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, მიწის სისტემური მართვისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე მიწის მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
რ. დიაკონიძე

ჰიდრომეტრია

უაკ: 627.133

სახელმძღვანელო „ჰიდრომეტრია“ შედგენილია ჰიდროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომელიორაციული, სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება ასევე გამოიყენოს საგზაო ინსტიტუტების სტუდენტებმაც, წყალსადინრებზე ხიდური გადასასვლელების შესწავლის დროს.
წიგნში მოცემულია ჰიდრავლიკურ და ჰიდროლოგიურ გაზომვათა თეორია და პრაქტიკა, მათ შორის ზღვის ჰიდრომეტრიული სამუშაოების მოკლე აღწერა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოაღნიშნული სპეციალობების პრაქტიკოს ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ჰიდრომეტრიულ სამუშაოებს მდინარეებსა და წყალსაცავებზე, სარწყავ არხებსა და ზღვაზე.

 

 

image-1
რ. დიაკონიძე

ჰიდრომეტრია

უაკ: 627.133

სახელმძღვანელო „ჰიდრომეტრია“ შედგენილია ჰიდროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომელიორაციული, სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება ასევე გამოიყენოს საგზაო ინსტიტუტების სტუდენტებმაც, წყალსადინრებზე ხიდური გადასასვლელების შესწავლის დროს.
წიგნში მოცემულია ჰიდრავლიკურ და ჰიდროლოგიურ გაზომვათა თეორია და პრაქტიკა, მათ შორის ზღვის ჰიდრომეტრიული სამუშაოების მოკლე აღწერა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოაღნიშნული სპეციალობების პრაქტიკოს ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ჰიდრომეტრიულ სამუშაოებს მდინარეებსა და წყალსაცავებზე, სარწყავ არხებსა და ზღვაზე.