უაკ: 638.24
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია ის ტრადიციული მეთოდები, რომელთა საშუალებითაც კვლავ შესაძლებელია ზოგიერთი პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტა. თანამედროვე მსოფლიოში პროცესები დინამიკურად მიმდინარეობს, რაც იწვევს საზოგადოებრივ მეცნიერებებში, მათ შორის მენეჯმენტში, ადრე მიღებული წარმოდგენებისა და მეთოდების უწყვეტი და ძალიან ხშირად მოულოდნელი ცვლილებების საჭიროებას. ამ გარემოებათა გამო აუცილებელი გახდა ახალი მიდგომების შემუშავება დაგეგმვისა და მართვის ამოცანების გადაწყვეტისას. მეორე ნაწილი ეძღვნება ავტორთა მიერ შემუშავებულ გადაწყვეტილებათა მიღების უახლეს მეთოდებს ფაზი სიმრავლეთა თეორიის გამოყენებით. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება გადაწყვეტილებათა მიღების პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა პირს.
უაკ: 009
სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ვერბალური და ნონვერბალური კომუნიკაციების კომპლექსური სისტემების პრობლემატიკის თანამედროვე კონტექსტი, ინტერკულტურული კომუნიკაციის რელევანტური პრინციპები, მიმოხილულია კომუნიკაციური თეორიის განსხვავებული მოდელები, კონვერზაციის ეთიკის, სტრესისა და კონფლიქტების მართვის საკითხები, პოლიტიკური მედიადისკურსის საკვანძო ასპექტები, სოციალური მედიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ინტერფერენციები, ვირტუალური იდენტობის პრობლემატიკა, გლობალიზაციის გამოწვევები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალი პროგრამის „უცხოური ენები და კომუნიკაციები“ ბაკალავრიატის დამასრულებელი, მერვე სემესტრის სტუდენტებისათვის, თუმცა საინტერესო იქნება მაგისტრატურის საფეხურზე ჰუმანიტარული პროფილის, საერთაშორისო ურთიერთობების, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებისათვის და, ზოგადად, კულტურათშორისი კომუნიკაციის პრობლემატიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 615.1 (075.8)
სახელმძღვანელოში მოყვანილია კანის აღნაგობისა და მისი დანამატების ზოგადი დახასიათება. გადმოცემულია კანის მოვლის წესები. დიდი ყურადღება მიპყრობილია სამკურნალო-კოსმეტიკური მალამოების, კრემების, ფხვნილების, ნაკრების, ნიღბების, თხევადი კოსმეტიკური პრეპარატების დამზადების ტექნოლოგიაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ასევე გამოიყენებს მაგისტრანტები, დოქტორანტები, ქიმიური და ფარმაცევტული სპეციალობის ინჟინრები, ტექნოლოგები, კოსმეტიკურ საწარმოებში მომუშავე სპეციალისტები.
უაკ: 53.088
სახელმძღვანელოში ელემენტარულად გადმოცემულია ცდომილებათა თანამედროვე თეორია და ფიზიკური ექსპერიმენტის შედეგების დამუშავებაში მისი გამოყენების მეთოდები. მოყვანილი მასალის ასათვისებლად საკმარისია ბაკალავრიატის პირველი კურსის მათემატიკის საფუძვლების ცოდნა. მასალის გადმოცემის ხასიათი გათვალისწინებულია ცდომილების რაოდენობრივი შეფასების საწყისი ეტაპის გასაცნობად, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლადაც. სახელმძღვანელო გათვალიწინებულია ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტებისათვის, მაგრამ ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ფიზიკური ექსპერიმენტით დაკავებულ პირებს მიღებული შედეგების მათემატიკურ დამუშავებაში.
უაკ: 53
სახელმძღვანელოში განხილულია მაგნეტიზმის, ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საფუძვლები იმ დონეზე და იმ შემცირებული მოცულობით, რომ სტუდენტს გამოუმუშავდეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. საინტერესო იქნება აგრეთვე ფიზიკით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 629.113
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მართვის მქონე თანამედროვე საავტომობილო შიგაწვის ძრავების, მათი მექანიზმებისა და სისტემების დანიშნულება, მოწყობილობა და მუშაობის პრინციპები.ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის პროფილის სტუდენტებისათვის, თუმცა ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 622.7
სახელმძღვანელოში განხილულია დედამიწის ქერქის ფორმირების, დედამიწის გეომორფოლოგიის საკითხები და მასთან დაკავშირებული კვლევის მეთოდები, ასევე მადნეული საბადოების შემადგენელი მინერალების წარმოქმნის პირობები, დამახასიათებელი ნიშნები, ქიმიური თვისებები და სხვა. ძირითადად ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ მინერალურ ნედლეულზე. ნაშრომი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის.
უაკ: 551.51/.57
სახელმძღვანელოში განხილულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროები და ნივთიერებები მრეწველობის სხვადასხვა დარგის მიხედვით, უნარჩენო და მცირენარჩენიანი ტექნოლოგიის განვითარების ძირითადი მიმართულებები. მოცემულია სამრეწველო აეროზოლების მტვრისაგან, მავნე აირადი კომპონენტებისაგან და ნისლისაგან გამწმენდი ტექნიკური საშუალებების, აპარატების კლასიფიკაცია და მათი შერჩევის კრიტერიუმები. სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერი თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.
უაკ: 615.32
სახელმძღვანელო შედგება ზოგადი და სპეციალური ნაწილებისაგან. მასში განხილულია პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების თემატიკა სალექციო კურსის მიხედვით. პრაქტიკული მეცადინეობები დაეხმარება სტუდენტს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და გარკვეული საკითხების მიმართ შემოქმედებით მიდგომაში. ლაბორატორიული მეცადინეობები მოიცავს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზის მეთოდებს, კერძოდ: მცენარეულ ნედლეულში ნახშირწყლების, ცხიმების, ეთერზეთების, გლიკოზიდების (ტრიტერპენული და სტეროიდული საპონინების), ალკალოიდების, კუმარინების, ანთრაცენნაწარმების, მთრიმლავი და ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას. განხილულია აგრეთვე სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ანალიზისას საჭირო ტიტრიანი ხსნარების, რეაქტივებისა და ინდიკატორების მომზადების მეთოდები.სახელმძღვანელო შედგენილია ფარმაცევტული ტექნოლოგიის სპეციალობის მაპროფილებელი საგნის – „სამკურნალო მცენარეული ნედლეულის“ ახალი სასწავლო პროგრამის საფუძველზე. გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე დაეხმარება სხვა უმაღლესი სასწავლებლების ამავე პროფილის მომავალ სპეციალისტებსაც.