image


ტექნიკური მექანიკის ზოგიერთი ცნების და ტერმინის ცნობარი

უაკ: 531.8

ცნობარში წარმოდგენილი ცნებები და ტერმინები ფართოდ მოიხმარება ტექნიკური მექანიკის დისციპლინებში (მასალათა გამძლეობაში, სამშენებლო მექანიკაში, დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის თეორიებში). გარდა ამისა, ცნობარში შეტანილია ზოგიერთი უზოგადესი ცნება და ტერმინი, რომლებიც გამოიყენება მექანიკის სხვა დისციპლინებში.

აღნიშნული ცნობარი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი, ზ. ლაზარაშვილი, გ. გუგულაშვილი

კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების სერვისი

უაკ: 621

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობის სერვისი, მოცემულია ტექნოლოგიური მოწყობილობის რემონტისა და მონტაჟის საკითხები.

გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებმა.

 

 

image-1
ა. კიკაბიძე, გ. შატბერაშვილი, †ი. ერქომაიშვილი

სამთო გეომეტრია

უაკ: 622.355.5

სალექციო კურსში მოცემულია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობების ზომები, ფორმა, მათი მდებარეობა სივრცეში და ჩაწოლის პირობები, სასარგებლო და მავნე კომპონენტების განაწილება, მოპოვება და დანაკარგების განსაზღვრა, სასარგებლო კომპონენტების ანგარიშის ხერხები და მოპოვების შედეგად მათი მოძრაობა. აგრეთვე, განიხილება სამთო და გეოლოგიურ-სადაზვერვო საქმის ამოცანების გადაწყვეტის გეომეტრიული მეთოდები.

გარდა ამისა, განხილულია სამთო გეომეტრიის მეთოდების გამოყენება სამთო წნევებისა და სამთო გვირაბების ზეგავლენით გამოწვეული ქანების ძვრის საკითხების შესწავლის დროსა და სხვა.

სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.

 

 

image-1
ი. კაზარიანი

გის აპლიკაციები

უაკ: 004

გის აპლიკაციები სალექციო კურსია, რომელიც განმარტავს მობილური აპლიკაციის უპირატესობებს. იძლევა სხვადასხვა სამომხმარებლო კომპონენტის გამოყენების საშუალებას მობილურ აპლიკაციებში, დინამიკური და ინტერაქტიული რუკებით, დამოუკიდებელი მობილური აპლიკაციებისა და ვებგვერდების შექმნისას, Leaflet-ის რუკების გამოყენებით ვებაპლიკაციებში.

სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აღნიშნული საგნის შესწავლას გადაწყვეტენ.

 

 

image-1
დ. გურგენიძე, გ. დათუკიშვილი, ი. ლომაძე, მ. წიქარიშვილი

რეკომენდაციები დამამთავრებელი ნაშრომის გაფორმებისათვის
დამამთავრებელი ნაშრომის მომზადება, გაფორმება და დაცვა

უაკ: (075.8)

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს სამშენებლო დარგის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას და იგი შეიძლება გამოიყენონ სხვა საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებმაც. გამოცემა გათვალისწინებულია დამამთავრებელი ნაშრომის მომზადება-გაფორმებისა და დაცვისათვის.

 

 

image-1
ჯ. ხმიადაშვილი

ავტომობილების სერვისის საფუძვლები

უაკ: 656.1

მეთოდური მითითება მოიცავს 12 პრაქტიკულ სამუშაოს და მიზნად ისახავს სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის ლექციების მოსმენით მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის „სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების სერვისის საფუძვლები“ პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.

 

 

image-1
Дж. Хмиадашвили

ОСНОВЫ СЕРВИСА АВТОМОБИЛЕЙ

უაკ: 656.1

Методическое пособие содержит 12 практических работ, целью которых является развитие теоретических знаний, вырабатывание прак­тических навыков анализа и логического мышления у студентов.

Издание рассчитано для выполнения практических работ по учебному курсу “Основы сервиса сухо-путных транспортных средств”, предусмотренного просветительной программой “Транс­порт” транс­пор­тного и машиностроительного факультета Грузинского тех­ни­чес­кого университета.

 

 

image-1
თ. ჭეიშვილი

სილიკატების ტექნოლოგიის საფუძვლები
მეთოდური მითითებანი პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად

უაკ: 546.629.3

დამხმარე სახელმძღვანელო დანიშნულებაა სტუდენტს გააცნოს და გაუღრმავოს უნარები სილიკატური პროდუქციის მიღებისათვის საჭირო ძირითად ტექნოლოგიურ ანგარიშებში (ნედლეულის ქიმიურ შედგენილობათა გამოსახვის და მისი შედგენი-ლობის გადაანგარიშების) ნაწარმის (მინა, კერამიკა, მჭიდა მასალები) კაზმის ანგარიშისას გამოყენებული მიდგომების, საწვავის თბოუნარიანობისა და მისი წვის პროცესში მოსალოდნელი ნამწვი აირების რაოდენობის დადგენის და სხვ.

მეთოდური მითითებები ორგანულადაა შერწყმული „სილიკატების ტექნოლოგიის საფუძვლების“ სალექციო კურსსა და ლაბორატორიულ სამუშაოებთან, ყველა ცალკეულ პრაქტიკულს ახლავს მაგალითი.

ნაშრომი გამიზნულია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისაა და ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. გამოცემა სასარგებლო იქნება როგორც საბაკალავრო, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისა და დამწყები ახალგაზრდა სპეციალისტებისთვისაც.

 

 

image-1
თ. ჭეიშვილი

სამედიცინო დანიშნულების მასალების და ნაკეთობების ტექნოლოგია

უაკ: 615.478

სალექციო კურსში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ბიომასალები. განიხილება ძვლის ენდოპროთეზირებაში გამოყენებული ბიომასალების (ბიოკერამიკა და ბიომინა) მიღების საფუძვლები და ტექნოლოგია, სტომატოლოგიური ფაიფურის, ფოსფატური გამაგრების და ახალი ბიოტექნიკური სტომატოლოგიური ცემენტის, სტომატოლოგიური მეტალოკერამიკის მიღება-გამოყენების თავისებურებანი.

გამოცემა გამიზნულია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ პროგრამა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულებით.