უაკ: 631.158:658.345
სალექციო კურსში განხილულია საწარმოო სივრცეში შრომის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხო და ღირსეული შრომის გარემოს შექმნის, შრომისა და მისი თანამდევი ურთიერთობის რეგულირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, მიზანი და რეგულირების სფეროები. განხილულია საწარმოო სივრცეში უკვე არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების რისკის სიდიდის შეფასების არსი, წესი და მისი აუცილებლობა. საწარმოო სივრცეში შრომის პროცესის მიმდინარეობისას მომხდარი უბედური შემთხვევების კლასიფიკაცია, მისი აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების არსი, წესი და მისი აუცილებლობა. განხილულია სამუშაო სივრცეში საწარმოო სანიტარიის განმსაზღვრელი ფაქტორები, მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, მათი როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლები და შესაბამისი სანიტარიული ნორმები, მათში დასაქმებულების კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. განხილულია აგრარული სფეროს გარკვეული დარგისათვის უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი მოთხოვნები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის არსი და შინაარსი.
წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, მემცენარეობის, მარცვლეული კულტურებისა და მევენახეობის აგრეთვე მესაქონლეობის სფეროში, არსებული თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობისას არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, დასაქმებულებზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების გზები, მეთოდები და საშუალებები. მოცემულია, აღნიშნული სამუშაოების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარებისა და სხვა ძირითადი თუ დამხმარე წამოების საშუალებებთან უსაფრთხოდ მუშაობის პრინციპები, მეთოდები და ხერხები. განხილულია დანადგარების მწარმოებლების ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა უსაფრთხო შრომის პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.
გამოცემა გათვალისწინებულია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის“, აგრეთვე „აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ საგანმანათებლო პროგრამაზე მოსწავლე ბაკალავრებისათვის.
უაკ: 528.5(091)
სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტები, რომელთა რადიოელექტრონული სქემების გამოჩენამ ძირეულად შეცვალა არსებული გეოდეზიური ინსტრუმენტები. გეოდეზიაში გამოჩნდა პრინციპულად ახალი ტექნიკური საშუალებები – შუქმანძილმზომები, რადიომანძილმზომები, გიროთეოდოლიტები, ელექტროთეოდოლიტები, გრავიმეტრები, უნივერსალური და სპეციალიზებული ელექტრონული გამომთვლელი მანქანები, რადიოგეოდეზიური მანძილმზომი, ელექტრონული ტაქეომეტრები, ნავიგაციური სისტემები. ლაზერული ლოკაციისა და რადიოლოკაციის მეთოდებით დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვებით ხდება გეოდეზიური სამუშაოების შესრულების სრულიად ახალ ეპოქაზე გადასვლა.
სულ უფრო ფართოდ ინერგება სხვადასხვაგვარი ელექტრონული მოწყობილობები გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ ტექნიკაში. მანძილისა და კუთხეების გაზომვის, კოორდინატების განსაზღვრის, ტოპოგრაფიული რუკების შედგენისა და გა-მოცემის ხერხები ყოველწლიურად იხვეწება და ივსება ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც დამყარებულია რადიოელექტრონიკის ოპტიკისა და ავტომატიკის უახლესი მიღწევების გამოყენებაზე. გლობალური პოზიციონირების სისტემებისა და ელექტრონული ტაქეომეტრების ფართოდ გავრცელებამ მიგვიყვანა გეოდეზიური სამუშაოების სრულ ავტომატიზაციამდე, როგორც საველე, ისე კამერალურ სამუშაოებში.
გამოცემა განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზია-გეოინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
თანამედროვე ეტაპზე როდესაც ფართოდ ინერგება გეოინფორმაციული კარტოგრაფირების ახალი ტექნოლოგიები და ხორციელდება კარტოგრაფიული საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუკაზე სხვადასხვა გაზომვის ჩატარება და ახალი ცოდნის მიღება. რუკათა გამოყენება ანუ კარტომეტრია ამუშავებს კარტოგრაფიული ნაწარმის (რუკა, ატლასი, გლობუსი და სხვა) პრაქტიკულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო თეორიას და გამოყენების მეთოდებს. ამ დისციპლინის საფუძველია გამოყენების მეთოდი, მასზე მოვლენის გამოსახვის შემეცნებისათვის. რუკის მეშვეობით გეოგრაფიული ობიექტების ზომებისა და მდებარეობის განსაზღვრას კარტომეტრია ეწოდება. ამასთანავე, გაზომვა მით უფრო ზუსტია, რაც უფრო დიდია რუკის მასშტაბი.კარტომეტრიის მიზანია რუკით ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარტომეტრიის მიზანია რუკაზე, გეგმასა და სხვა კარტოგრაფიულ გამოსახულებებზე გაზომვების ჩატარება. საერთოდ, რაოდენობრივი მაჩვენებლების მიღება კარ-ტოგრაფიული გამოსახულებებიდან კამერალურ პირობებში ანუ ველზე გაუსვლელად. კარტომეტრიული სამუშაოები სრულდება სპეციალურ ინსტრუქციებში გაწერილი ნორმებითა და წესებით, ასევე მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტებით.
სალექციო კურსი განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის სპეციალობის მაგისტრანტი სტუდენტებისათვის.
უაკ: 541.4
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ყველა ის თეორიული მასალა და ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც შეესაბამება სალექციო კურსს კოორდინაციულ ქიმიაში. ნაშრომის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, მას პრაქტიკულად შეეძლება ჩაატაროს ზოგიერთი კოორდინაციული ნაერთის სინთეზი და შეისწავლოს მისი თვისებები.
ნაშრომი გათვალისწინებულია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 553.277(07)
სალექციო კურსში მოცემულია მოკლე ცნობები მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგიის შესახებ. გაშუქებულია მადნეულ საბადოთა დამუშავების სისტემები, აღწერილია ბექთაქარის მაღაროს გახსნის და მომზადების მეთოდები.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 65.011.
სალექციო კურსში განხილულია მოკლე ცნობები ისეთი დინამიკური გამოვლინებების შესახებ, როგორიცაა სამთო დარტყმები, გაზისა და მასივის უეცარი გამოტყორცნები, სამთო სამუშაოების შედეგად გამოწვეული დინამიკური გამოვლენების ბუნება და ხასიათი, მათი ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია დამუშავების უსაფრთხო ტექნოლოგიის მეთოდებისა და პარამეტრების შემუშავება.
უაკ: 621.331:621.331:006.354
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია სასწავლო კურსის სილაბუსის შესაბამისად.
გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 004.051
გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 541.6
სალექციო კურსი არის ლექციების ერთობლიობა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგენილია მონოგრაფიის – „ფუნქციური პოლიმერები და მათი გამოყენება სამეცნიერო კვლევებში, ტექნოლოგიებსა და ბიომედიცინაში“ – საფუძველზე.
ნაშრომში განხილულია სხვადასხვა თვისების მქონე ფუნქციური პოლიმერებისა და მათ ბაზაზე ბიომასალების მიღება, თვისებები და გამოყენების სფეროები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევით ცენტრში შესრულებულ კვლევებს ფუნქციური პოლიმერების, სხვადასხვა კლასის AA-BB ტიპის ჰეტეროჯავური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სინთეზს ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე – ჰიდროფობური გვერდითი ჯაჭვის შემცველ პოლიესტერამიდებს, უჯერ პოლიესტერამიდებს ფუმარის მჟავას საფუძველზე, ახალი კლასის ეპოქსიპოლიესტერამიდებს, წამლების/ბიოპრეპარატების კონტროლირებადი გამოყოფისა და უჯრედშიგა ტრანსპორტის ახალ სისტემებს ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე, წამლებისა და ბიოაქტიური ნაერთების კოვალენტურ/არაკოვალენტური შეკავშირებით ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპოზიტების მისაღებას რბილ პირობებში და სხვ.
სალექციო კურსის ერთ-ერთი თავი ეძღვნება გელების, განსაკუთრებით კი ჰიდროგელების დახასიათებას, მიღებასა და გამოყენებას ქიმიურ კვლევებსა და ტექნოლოგიებში, აგრეთვე სხვადასხვა სახის ბიოდეგრადირებად ამფიფილურ სისტემებს.
გამოცემა მნიშვნელოვან და აქტუალურ ინფორმაციას მიაწვდის როგორც სტუდენტებს, ასევე დაინტერესებულ მკითხველს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოლიმერული ბიომასალების დარგში.