image-1
ი. კვირიკაძე, კ. ხახანაშვილი, თ. ლომაია

ფხვნილთა მეტალურგია

უაკ: 621.762

წიგნში განხილულია ფხვნილთა მეტალურგიის არსი, ლითონთა ფხვნილების მიღების მეთოდები, მათი ძირითადი ფიზიკო-მექანიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებები. ლითონების ფხვნილებიდან კაზმის მომზადების და ფხვნილოვანი ლითონური ნაწარმის დამზადების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები. განხილულია სხვადასხვა ფხვნილოვანი მასალის მიღების გზები, მათი ძირითადი თვისებები და გამოყენების სფეროები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და შედგენილია შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი შეიძლება გამოიყენონ იმავე სპეციალობის მაგისტრანტებმაც.

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე, გ. წულეისკირი, მ. ნოზაძე

მეთოდიკური მითითებანი სამოქალაქო შენობის სართულის გეგმის ნახაზის ასაგებად AutoCAD-ის გამოყენებით
II რეიტინგული წერა

უაკ: 744.43

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ II რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. ლაპიაშვილი

ფერდობის მდგრადობის საანგარიშო მეთოდები

უაკ: 737

სახელმძღვანელოში განხილულია ფერდობების მდგრადობის პირობები მეწყრული სხეულის ფიქსირებული და არაფიქსირებული ცოცვის ზედაპირიანი ნაირსახეობებისათვის.
მოცემულია ფერდობების მდგრადობის შეფასება ჰიდროსტატიკური წნევისა და სეისმურობის გათვალისწინებით, წყალსაცავის სანაპიროს გადამუშავების სქემა, ფერდობების მდგრადობის რაოდენობრივი შეფასება საანგარიშო მაგალითებით.
სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა შევაფასოთ ფერდობების მდგრადობის ხარისხი რაოდენობრივ გამოსახულებაში, რაც წარმოადგენს ტერიტორიების საერთო საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

 

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე

მეთოდიკური მითითებანი გეომეტრიული ფიგურების ასაგებად Auto CAD-ის გამოყენებით
I რეიტინგული წერა

უაკ: 515.681.3

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ I რეიტინგულ სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ჰ. კუპრაშვილი

რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში

უაკ: 327.56

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის. მასში თანმიმდევრულად არის გაანალიზებული რუსეთის მიერ საქართველოს ძარცვისა და ეროვნული ჩაგვრის კოლონიური პოლიტიკა, ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლის ხასიათი, მისი მამოძრავებელი ძალები და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარების საკვანძო საკითხები.

 

 

image-1
ზ. კვინიკაძე

Auto CAD-ის გამოყენებით შენობის მოდელის ნახაზის აგება გეგმისა და ფასადის მიხედვით
(მეთოდიკური მითითებანი საგამოცდო სამუშაოს შესასრულებლად)

უაკ: 744.43

მოცემული მასალა შეესაბამება სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის კურსით გათვალისწინებულ საგამოცდო სამუშაოს, მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ს. ლომინაძე

ბრენდი და თანამედროვე ბრენდინგის ტექნოლოგიები

უაკ: 008

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ბრენდინგის ტექნოლოგიები. მოცემულია სავაჭრო მარკის, ბრენდის, ბრენდინგის, რებრენდინგის განმარტებები. ყურადღება ექცევა ბრენდის იდენტურობას და ბრენდის ღირებულებას.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბრენდის შექმნის, ბაზარზე წინ წაწევის პროცესებს, თანამედროვე მედია- და ბრენდინგ- კომუნიკაციის გამოყენების საშუალებებს.
ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები ბრენდის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, იმიჯის გაუმჯობესებისა და რეკლამირების ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ავტორი განიხილავს მერჩანდაიზინგის ტექნოლოგიებს, ბრენდსახელმწიფოსა და ბრენდადამიანის შექმნის ხერხებს. მოცემულია რეკომენდაციები რებრენდინგის ჩატარების შესახებ.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტებისათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

 

 

image-1
ი. მარგალიტაძე

სამშენებლო ფირმის მართვა

უაკ: 65

განხილულია კომპანიის (ფირმის) მართვის საკვანძო საკითხები, მისი სახეები საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკრეტულად, სამშენებლო ფირმის ფუნქციონირების არსი, მისი ეკონომიკური განვითარების მართვის და დაგეგმვის საფუძვლები, ბიზნეს-გეგმის დამუშავების წესი და მოგების ზრდის ძირითადი ფაქტორები, ფირმის საწარმოო და ფინანსური რესურსები და მისი მუშაობის სამეურნეო შედეგების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები.
განკუთვნილია არა მარტო სტუდენტთა ფართო სპექტრისთვის, არამედ დამწყები და უკვე მოქმედი მეწარმეებისთვის, ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული  ფართო წრისთვისთვის.

 

 

 

image-1
ლ. მათეშვილი

ქრისტიანები და თანამედროვე გამოწვევები

უაკ: 2(02)

წინამდებარე წიგნში განხილულია თანამედროვე ქრისტიანთა სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები, როგორ უნდა გადალახოს მორწმუნე ადამიანმა თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევები და დარჩეს თანამედროვედ, ამასთან, შესაბამისობაში იყოს ქრისტეს მცნებებთან. წიგნი განკუთვნილია ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.