image-1
ნ. აბელაშვილი

ვირტუალური მოდელირება LabVIEW სივრცეში შესავალი კურსი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განიხილება National Instrument (NI) ფირმის მიერ, 30 წლის წინათ, შექმნილი და მუდმივად განახლებადი პროდუქტს LabVIEW-ს სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელსაც იყენებენ ვირტუალური საზომი კომპლექსების, საგამოცდო სტენდების და მართვის სისტემების  შექმნისათვის, რეალურ ობიექტებთან მუშაობის შესაძლებლობით.
მოცემული დამხმარე სახელმძღვანელო შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გრაფიკული დაპროგრამების ენის LabVIEW სივრცის, ასევე ზოგიერთი საბაზისო ფუნქციის გასაცნობად,  რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია გაზომვის შედეგების მონაცემთა ბაზების შექმნისა და მართვის პროცესების განხორციელება.
დამხმარე სახელმძღვანელო სრულად მოიცავს სასწავლო კურსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გათვალისწინებულია საინფორმაციო საზომი სისტემების შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

 

image-1
გ. ხვიჩია, მ. სილოგავა

ლითონსაჭრელი ჩარხების კინემატიკური სქემების პირობითი აღნიშვნები და ტიპური მექანიზმები

უაკ: 621.93

ნაშრომში მოცემულია ლითონსაჭრელი ჩარხების კინემატიკური სქემების ძირითადი პირობითი აღნიშვნები, ტიპური ამძრავები და მექანიზმები, სიჩქარის საფეხურიანი ცვლილების, მოძრაობის რევერსირების, სწორხაზოვანი წინსვლით-უკუსვლითი მოძრაობის, წყვეტილი მოძრაობის მისაღებად და ლითონსაჭრელი ჩარხების სხვა ტიპური მექანიზმები. მათი აღნიშვნები და მოკლე დახასიათებები.
ნაშრომი ხელს შეუწყობს მექანიკის ინჟინერიის სტუდენტს ლითონსაჭრელი ჩარხების, მათი კვანძების შესწავლისას. ასევე დაეხმარება ხელობის შემსწავლელ პირებს სპეციალობის დაუფლებაში.

 

 

image-1
მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი, ი. წერეთელი

სამთო მანქანების ელექტრული ამძრავი
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოებისა და საკურსო პროექტირების შესასრულებლად დაპროგრამების სისტემა MATLAB-ში

უაკ: 621.313

წარმოდგენილი მეთოდიკური მითითებების დანიშნულებაა, დაეხმაროს სტუდენტს პრაქტიკული სამუშაოებისა და საკურსო დაპროექტების შესასრულებლად სამთო მანქანების ელექტრულ ამძრავში, დაპროგრამების სისტემა MATLAB-ის გამოყენებით. განხილულია მუდმივი და ცვლადი დენის ძრავების მექანიკური მახასიათებლების აგება ძრავას ორივე სახის სამუშაო რეჟიმში. საკურსო დაპროექტება ითვალისწინებს სამთო მანქანების, კერძოდ საშახტო ჯალამბრისა და ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის ამუშავების პროცესის გაანგარიშებას საწევი ბაგირის სიხისტის კოეფიციენტის გათვალისწინებით. მოკლედაა წარმოდგენილი თეორიული მასალა, რომელიც აუცილებელია პრაქტიკული და საკურსო სამუშაოების შესასრულებლად.
განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე

კბილდამამუშავებელი იარაღის გაანგარიშება და კონსტრუირება

უაკ: 621.831./.833

წარმოდგენილი ნაშრომი შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამის − „მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ მოთხოვნათა მიხედვით. იგი განკუთვნილია აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, „მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის“ სრული კურსის სასწავლო სილაბუსის შესაბამისად.
სახელმძღვანელოში განხილულია ცილინდრული კბილანა თვლების დასამუშავებელი ჭიაფრეზი, კბილანა-სატეხელი და შევერის მუშაობის პრინციპი,  გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი.
ნაშრომი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

Transact-SQL ენა 2
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად II ნაწილი

უაკ: 800.8

მეთოდიკური მითითებების მეორე ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მათში განხილულია Transact-SQL ენის ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის: ფუნქციები, შენახული პროცედურები, კურსორები, წარმოდგენები, ინდექსები და ა. შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს გააჩნია საკითხის შესაბამისი მოკლე თეორიული ცნობები და მისი პრაქტიკული გადაწყვეტის მეთოდი.

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე, მ. ქურდაძე

Transact-SQL ენა 1
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 800.8

მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია მონაცემთა ბაზების არქიტექტურა, ცხრილები, მონაცემთა და მომხმარებლების ტიპები, ცხრილში მონაცემების ჩამატება, მონაცემების ამორჩევა, ჩადგმული და ბმული მოთხოვნები და ა.შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს თან ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.

 

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

პროექტი მონაცემთა ბაზაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.3

სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს: საინფორმაციო და მიკროპროცესორული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორციელებას .NET პლატფორმაზე; სერიული პორტების, ADO.NET კლასებისა და ობიექტების შესწავლას და მათ გამოყენებას აღნიშნული ტიპის სისტემების შესაქმნელად.

 

 

image-1
ზ. ოქროსცვარიძე, ი. კახნიაშვილი, ლ. ჩხიკვაძე, ნ. ვაჩეიშვილი, ს. არეშიძე

ყველაფერი კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შესახებ I ნაწილი

უაკ: 671

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები; სუფთა ლითონების და მათი შენადნობების ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებები; საიუველირო წონები, სინჯები და დადამღვის წესები; სხვადასხვა სინჯის შენადნობების თვისებები და მათი მდგომარეობის დიაგრამები. ფართოდაა განხილული კეთილშობილი ლითონების ნაკეთობების საწარმოო პროცესების ძირითადი სახეები−მათი დნობიდან და პლასტიკური დეფორმაციიდან თერმული დამუშავების სახეებამდე. განსაკუთრებით კარგადაა წარმოდგენილი კეთილშობილი ლითონების სინჯების დამდგენი სველი ქიმიური მეთოდები, რომლითაც სარგებლობენ კვლევითი ლაბორატორიები, ლომბარდები და ბანკები, ასევე მათი შენადნობების კვლევის თანამედროვე ფიზიკური მეთოდები.
მეორე ნაწილში განხილულია ძვირფასი ქვების თანამედროვე კლასიფიკაცია. ბუნებრივი და სინთეტიკური ქვების დიაგნოსტიკის მეთოდები, ძვირფასი ქვების 17 ჯგუფი. მოცემულია ძვირფასი ქვების დაწახნაგების ძირითადი ელემენტები და გეომეტრია. იდეალური და პრაქტიკული დაწახნაგების გეომეტრიული პარამეტრები. ბრილიანტების კლასიფიკაცია რუნდისტის ფორმისა და დაწახნაგების სახის მიხედვით, ბრილიანტის დეფექტები. მოცემულია თუ როგორ უნდა დადგინდეს ბრილიანტის ფასი. მოცემულია ძვირფასი ქვების ისტორია და ზოგიერთი რჩევა საიუველირო ნაკეთობების მყიდველებისათვის.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ ფერადი ლითონების  და ძვირფასი ნაკეთობების საიუველირო ექსპერტიზის სპეციალისტებს.

 

 

image-1
მ. ონიანი

კომპიუტერული ტექნოლოგიები ოპერაციული სისტემა MS WINDOWS, საოფისე პროგრამები MS WORD და MS EXCEL მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისად და წარმოადგენს 2011 წელს გამოშვებული მეთოდიკური მითითებების გაუმჯობესებულ ვარიანტს. მასში მოცემული მასალა წლების მანძილზე იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ის ნიუანსებიც, რაც თან ახლავს სტუდენტებთან მუშაობას მთელი მეცადინეობის მანძილზე მათი დაკავების და დაინტერესების თვალსაზრისით. დავალების ნაწილში გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. იმავდროულად, მისი გამოყენება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს და დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურთ ოპერაციული სისტემის MS WINDOWS 7,  საოფისე პროგრამების  MS WORD 2007 და MS EXCEL 2007-ის შესწავლა.