image-1
В. ГЛИГВАШВИЛИ

КОЗОВОДСТВО

უაკ: 636.39:599.735

Книга для студентов всех ступеней обучения по специальности „Животноводство“ и для других заинтересованных лиц.
В учебнике рассмотрены природо-хозяйственные условия ведения козоводства в Грузии, происхождение и классификация домашних коз, биологические особенности, конституция, экстерьер, интерьер, молоч­ная, шерстная, пуховая, мясная продуктивность, основные поро­ды коз, основы племенной работы, кормление и содержание коз и др. вопросы.
Одобрено и рекомендовано к изданию Грузинским Техническим университетом.

 

 

image-1
V. GHLIGHVASHVILI

GOAT BREEDING

უაკ: 636.39:599.735

Presented book is a handbook for students of all three stages (bachelor’s, master’s, doctoral degree) of the field on animal sciences.
The book is discussed and recommended to publish by the Faculty of Agricultural Sciences and Biosystems Engineeringof the Technical University of Georgia.
The books discusses the general situation of goat breeding field in the world, such as:  goat domestication issues, reproduction, dairy, meat and other productive data. Common diseases of goat, their signs, prevention and cure.
It also includes worldwide approved terminology for goat breeding.
The list of references includes literature that are created and issued on the bases of both early and modern researches.
So, presented handbook will be interesting for every reader, who are interested in animal sciences, especially for those ones, interested in goat breeding.

 

 

image-1
Z. Chachkhiani

STRUCTURE AND PHYSICAL PROPERTIES OF METALLIC URANIUM AND ITS BINARY ALLOYS

უაკ: 546.791:661.879

The book gives account of works by various researches studying intermetallic alloys of uranium. Among them are data concerning the thoroughly analyzed binary alloys of metallic uranium with NaCL structure, including further discourse of their physical and chemical properties.
Particular attention is paid to the analysis of existing theoretical approaches.
The book can be of interest for scientists, engineers and students specialized in the field of magnetism and magnetic chemistry, as well as for those who are engaged in the research of current physical and chemical problems of solid bodies.

 

 

image-1
თ. ეთერაშვილი

ფიზიკური მასალათმცოდნეობა

უაკ: 53

სახელმძღვანელო ისეა შედგენილი, რომ სტუდენტმა შეძლოს მასზე დამოუკიდებლად მუშაობა. გავლილი ზოგადი ფიზიკის კურსის გამოყენების საფუძველზე გაიაზროს ის მთავარი, რაც აუცილებელია თანამედროვე მასალების გასაუმჯობესებლად და ახალი მასალების მისაღებად. გააანალიზოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მასალის ქიმიურ შედგენილობას, ფორმას, ზომას, კრისტალოგრაფიას, ასევე შინაგან და ელექტრონულ სტრუქტურას მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებებისთვის.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის და მონათესავე პროგრამით მოსწავლე ბაკალავრიატის მაღალი კურსის სტუდენტების, ასევე ლითონმცოდნეობით დაინტერესებული მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯორჯიკია

საქართველოს კულტურული ცხოვრება XIX საუკუნიდან ჩვენს დღეებამდე

უაკ: 008

სახელმძღვანელოში თავმოყრილია XIX-XX საუკუნის ქართული კულტურის ყველა ასპექტი. საკითხები თავისი სპეციფიკის მიხედვითაა განხილული და სხვა ქვეყნების იდენტური სფეროს მახასიათებლებთანაა, ზოგადად, შედარებული.
ნაშრომი მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს, ჩვენს ქვეყნაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ლიტერატურული, თეატრალური, მუსიკალური, არქიტექტურული და ძალიან ბევრი სხვა პროცესის შესახებ რომელიც სხვადასხვა წყაროთი მოწმდება.
წიგნი არქეოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სახელმძღვანელოდ არის განკუთვნილი. ასევე დააინტერესებს ნებისმიერი ასაკის მკითხველს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა არის ძვირფასი.

 

 

image-1
შ. სვანიშვილი, დ. კაპანაძე, თ. ჟვანია

ოპერაციული სისტემა - Windows 10

უაკ: 004.45

სახელმძღვანელო ეძღვნება Windows 10-ის ახალ ვერსიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებულ საძიებო-საინფორმაციო სერვისებს, ქსელში მუშაობისა და ადმინისტრირების ახალ ინსტრუმენტებს. სახელმძღვანელოში აღწერილია Windows 10-ის ახალი ინტერფეისი, რომლის დანიშნულებაა მაქსიმალურად გააადვილოს მომხმარებლის მუშაობა კომპიუტერთან. სახელმძღვანელოში უხვადაა გამოყენებული საილუსტრაციო მასალა, რომელიც ოპერაციული სისტემის ფუნქციონირების ასპექტების პრაქტიკაში უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, პროფესიული სწავლების  მსმენელებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

 

 

image-1
ნ. ოთხოზორია, ო. მელიქიძე

ვიზუალური ანალიზის და დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 681.3

თანამედროვე ეტაპზე UML ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალური ტექნოლოგიაა პროგრამულ ინჟინერიაში. ის საშუალებას აძლევს სისტემურ არქიტექტორებს სისტემის საკუთარი ხედვა სტანდარტული დიაგრამების სახით წარმოადგინონ. UML, ამასთანავე, ლოგიკური და მარტივი სისტემაა, რომელსაც უნდა ფლობდეს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით აპირებს მუშაობას. მისი ცოდნა აუცილებელია როგორც პროგრამის შემქმნელისათვის, ისე სისტემური არქიტექტორისა და მენეჯერისათვის.
სახელმძღვანელოში UML-თან ერთად განხილულია დაპროექტების შაბლონები, რომლებიც რთული სისტემების შემუშავებისას ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შაბლონი საშუალებას იძლევა აღიწეროს პროექტული გადაწყვეტის ფრაგმენტი, მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული პრობლემის გადაწყვეტის კარგი იდეა და იყოს სხვა პროგრამისტებთან გაზიარებული მიღებული გამოცდილება.
სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან პროგრამირების ენებს, ასევე – ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით აპირებს მუშაობას.

 

 

image-1
მ. დემეტრაშვილი, ნ. ნოზაძე

გეგმილური ხაზვა

უაკ: 741/744

სახელმძღვანელო სრულად შეესაბამება გეგმილური ხაზვის სასწავლო პროგრამას და სწავლების მეთოდიკას.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა ტექნიკური დარგის სასწავლებლების (როგორც ბაკალავრიატის, ისე უმაღლესი პროფესიული სწავლების) სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია საინჟინრო გრაფიკისა და გეგმილური ხაზვის დამოუკიდებლად შესწავლით.

 

 

image-1
ჯ. გრიგალაშვილი

Arduino-ს ვიზუალური დაპროგრამება FLProg გარემოში

უაკ: 681.3.06

Arduino ელექტრონული კონსტრუქტორი და მოხერხებული პლატფორმაა ელექტრონული მოწყობილობების სწრაფი დამუშავებისათვის და სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც ახალბედებში, ისე პროფესიონალებში. Arduino-ს დაპროგრამების ენა Processing Wiring დაფუძნებულია  C/C++ ენებზე, რომლებიც ძნელად გასაგებია პრაქტიკული სპეციალობის მქონე სპეციალისტებისათვის, ინჟინერ-ელექტრონიკოსებისათვის, სქემოტექნიკოსებისათვის, ელექტრიკოსებისათვის, ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალისტების, რადიომოყვარულების, გამომგონებლებისათვის და ა.შ.
სახელმძღვანელოში აღწერილია Arduino-ს დაპროგრამების ალტერნატიული ინსტრუმენტული საშუალება FLProg, რომლის მიზანია  გახადოს Arduino-ს გამოყენება არაპროგრამისტებისათვის ხელმისაწვდომი. ამ მიზნის მისაღწევად კი ეს პროგრამა იყენებს სამრეწველო კონტროლერების დაპროგრამებისათვის კარგად ცნობილ სტანდარტულ გრაფიკულ ენებს  FBD და LED.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით, რომელიც დახმარებას გაუწევს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
წარმოდგენილი სახელმძღვანელოთი შეიძლება ისარგებლონ აგრეთვე უმაღლესი პროფესიული განათლებისა და რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.