image-1
თ. კუნჭულია

საგანგებო სიტუაციების მართვა

უაკ: 351. 862

წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის შესაბამისად, რომლის მიზანია სრულყოფილი სწავლების განხორციელება, როგორც კომერციულ, ისე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
სახელმძღვანელოში განხილულია სტიქიური უბედურებების, საწარმოო ავარიებისა და კატასტროფების სახეობები, მოცემულია მათი საერთო დახასიათება და მათგან დაცვის ყველა საშუალება, დაზიანების კერაში სამაშველო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და უსაფრთხოების მოთხოვნები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამით მოსწავლე სტუდენტებისათვის, აგრეთვე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ ტექნიკური დარგის მუშაკებსა და ყველა დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე

მაღალი სიმძლავრის ჰეტერომოდულური კომპოზიტები

უაკ: 546.261+546.171.1

განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები. მოცემულია მასალათა თვისებები და გამოყენების სფეროები, ასევე კერამიკული მასალები და კერამიკული კომპოზიციები: კარბიდები, ნიტრიდები, ბორიდები, მასალათმცოდნეობის საკითხები, თვისებათა გაუმჯობესების გზები. შესწავლილია მასალათა მორფოლოგიური თვისებები, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე.
განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შესავალი, პირველი, მეორე და მესამე ნაწილი დაწერილია პროფ. ზვიად კოვზირიძის, მეოთხე ნაწილი პროფესორების: ნათელა ნიჟარაძისა და გულიკო ტაბატაძის მიერ.

 

 

image-1
თ. კოხრეიძე

ელექტრომოწყობილობების გამოცდებისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები

უაკ: 629.1.066

ნაშრომში განხილულია ელექტრომოწყობილობების გამოცდებისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები. გამოცდის ობიექტად განხილულია ძალოვანი ტრანსფორმატორები და ელექტრული მანქანები, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობები.
ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკის პროფილის, აგრეთვე, სხვა ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ენერგეტიკის დარგში მომუშავე სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
ლ. ლომიძე

საამკინძაო სარესტავრაციო ტექნოლოგიები

უაკ: 686.122

წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია პოლიგრაფიული ნაწარმის კინძვისას ხმარებული ტექნოლოგიური ოპერაციები, სამუშაო რეჟიმები, გამოყენებული მასალები და მანქანა-დანადგარები. ასევე საფუძვლიანადაა გაშუქებული დაზიანებული წიგნების აღდგენა-რესტავრაციის აქტუალური საკითხები.
აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია საგამომცემლო-პოლიგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წიგნი გამოადგებათ სტამბის საამკინძაო საამქროს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსა და მუშებს.

 

 

image-1
ტ. კიკვაძე, თ. ბერიძე

ეკონომეტრიკის საფუძვლები

უაკ: 330.115

ეკონომეტრიკის კურსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე სასწავლო პროგრამებში ისეთ დისციპლინებთან ერთად, როგორიცაა მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა, ეკონომიკური და ფინანსური ანალიზი და სხვ. ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია მეტ-ნაკლებად საიმედო პროგნოზების გამოთქმა, რაც სერიოზული ეჭვების ქვეშ დააყენებდა წარმატების მიღწევის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბანკო საქმე, ფინანსები, ბიზნესი.
ნაშრომში დეტალურად არის განხილული ეკონომეტრიკის საგანი და ეკონომეტრიკული მოდელის არსი.  გადმოცემულია მოკლე ისტორიული ცნობები მისი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერულ მიმართულების ჩამოყალიბების შესახებ.
საკმაო მოცულობით არის გაშუქებული ეკონომეტრიკული მოდელების აგებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საკითხთა ფართო სპექტრი (შემთხვევითი სიდიდეების ტიპები და მათი ძირითადი სტატისტიკური მახასიათებლები, ნდობის ინტერვალთა აგება, ჰიპოთეზათა სტატისტიკური შემოწმება და სხვ.), თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომში აქცენტი ძირითადად მაინც კეთდება რეგრესიის მოდელებზე, როგორც ანალიზის მძლავრ ინსტრუმენტებზე. კერძოდ, მასში განიხილება როგორც წყვილური, ასევე მრავლობითი რეგრესიის მოდელები.
ნაშრომს თან ერთვის პრაქტიკული გათვლებისათვის აუცილებელი სტატისტიკური ცხრილები, აგრეთვე, ტიპიური ამოცანები და საგამოცდო ტესტების ნიმუშები.
ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. იგი დააინტერესებს და სასარგებლო იქნება ზემოთაღნიშნული სფეროების სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული.
სახელმძღვანელოს შექმნის იდეა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მშობლიურ ენაზე ანალოგიური შინაარსის შრომების მწვავე დეფიციტმა. ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ნებისმიერ სურვილსა და შენიშვნას, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მისი შევსებისა და სრულყოფისათვის.

 

 

image-1
ტ. კიკვაძე

გადაწყვეტილებათა მიღების მოდელები და მეთოდები

უაკ: 001.4

გაანალიზებულია გადაწყვეტილებათა მიღების პრობლემის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები. განხილულია  გადაწყვეტილებათა მიღების მოდელების აგებასთან და მეთოდების შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო წრე.
ნაშრომი გადაწყვეტილებათა მიღების რთული და მრავალფეროვანი პროცესის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა  მშობლიურ ენაზე, რის გამოც, რა თქმა უნდა, იგი არ არის დაზღვეული გარკვეული ხარვეზებისაგან. ავტორი სრულ პასუხისმგებლობას იღებს მათზე და დიდი სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ არგუმენტირებულ შენიშვნასა თუ სურვილს.
განკუთვნილია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს აღნიშნული სფეროების აკადემიური პერსონალისთვისაც, აგრეთვე პრაქტიკოსებისთვისაც, რომელთა წინაშეც ხშირად დგას ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.

 

 

 

image-1
ქ. ნანობაშვილი, თ. სტურუა, მ. დოლიძე

Web-გვერდების დაპროექტება HTML ენის გამოყენებით

უაკ: 004.43

მოცემულია HTML ენის ელემენტა­რული საფუძვლე­ბიდან დაწ­ყე­ბუ­ლი და რთული პრაქტიკული საკითხებით დამ­თავ­რებული, აგრეთვე, ვებ-გვერდების ინტერნეტში განთავ­სე­ბისა და ინფორ­მა­ციის ძებნის საკითხები. ასევე, მოყვანილია Web-გვერდების შექ­მნის მრავალი მაგალითი და შესას­რუ­ლებლად გამზადე­ბულ პროგ­რამათა ტექსტები.
განკუთვნილია ინფორმა­ტიკისა და მართ­ვის სისტემების ფა­კულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავ­რიატის სტუ­დენტებისათვის, აგრეთვე, HTML ენის გამოყენებით Web-გვერ­დების შექმნით დაინტერესებული სხვა სპეცი­ალისტე­ბი­სათვის.

 

 

image-1
მ. ნაცვლიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ნ. ნაცვლიშვილი

შენობების საინჟინრო აღჭურვა

უაკ: 69.057.16

სახელმძღვანელო შედგება 7 ნაწილისაგან და მასში განხილულია: შენობების სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, დასახლებული ადგილების წყალმომარაგებისა და წყალარინების, წყლის მიღებისა და გაწმენდის, თბომომარაგებისა და აირმომარაგების, ლიფტებისა და ელექტრომომარაგების, ვენტილაციისა და კონდიცირების, დეკორატიული და სამკურნალო-სპორტული ნაგებობების საინჟინრო აღჭურვის საკითხები.
განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად. გადმოცემული მასალა გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, სპეციალისტებს, პროფესიული განათლების მიმღებ მსმენელებს და შენობების საინჟინრო აღჭურვით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
თ. მიქიაშვილი

ენერგოაუდიტი

უაკ: 620.9

წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგოაუდიტის მთავარი პრინციპები და ანალიზის მეთოდები. განხილულია სამრეწველო საწარმოთა, კომერციული და საყოფაცხოვრებო ობიექტების ენერგოაუდიტის თავისებურებები, წარმოდგენილია სამრეწველო საწარმოს ენერგოაუდიტის ვრცელი მაგალითი.
სახელმძღვანელოში არსებითი ყურადღება ექცევა ენერგიის რაციონალური გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენას, შესაბამის ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების ანალიზს, ასევე ობიექტების განვითარებისთვის აუცილებელი სამოქმედო ენერგეტიკული გეგმის შემუშავებას. ნაშრომში მოცემულია ენერგოაუდიტში გამოყენებული ტიპური კითხვარები და კონკრეტული რჩევები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი და სასარგებლოა სხვადასხვა პროცესების და ობიექტების ენერგოაუდიტის დროს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის, ასევე სარგებლობას მოუტანს სამშენებლო საქმის და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის სპეციალისტებს; დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს ენერგოაუდიტორებს, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების სპეციალისტებს და მკვლევარებს.