უაკ: 535
სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის კურსის სამტომეულის მესამე ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საკითხები, რომლებიც დაწერილია იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა და ამავე დროს გამოუმუშავდეს ლოგიკური აზროვნების საჭირო ჩვევა.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 301
ინოვაციური ტექნოლოგიები გამოყენებით სოციოლოგიაში წარმოდგენილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში განხილულია გამოყენებითი სოციოლოგიის დანიშნულება, ფუნქციები და თავისებურებები სოციოლოგიური ცოდნის სტრუქტურაში. წარმოდგენილია კვლევის მეთოდები, პროცედურები, სახეები და მიდგომები. გამოყენებითი სოციოლოგიის მეორე ნაწილი ეძღვნება ფრიად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს − ინოვაციურ ტექნოლოგიებს ადამინურ და ორგანიზაციულ ქცევებში; კომუნიკაციურ და საინფორმაციო ტექნოლოგიებში; კონფლიქტებისა და ექსტრემალური სიტუაციების მართვაში; ლიდერის ფორმირებასა და მენეჯერული თვისებების გამომუშავებაში; ტექნოლოგიები მართვის ეფექტურობის ამაღლებაში. მოცემული სახელმძღვანელო გამოყენებით სოციოლოგიაში თავისი ფორმითა და შინაარსით მართლაც ინოვაციური, გამორჩეულია ჩვენს სინამდვილეში. იგი განკუთვნილია საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.27:537.311/.312
წიგნში აღწერილია ელექტრომომარაგების თანამედროვე პრინციპები და მოცემულია ელექტროენერგიის განაწილების სქემები, მოყვანილია ელექტროენერგიის განაწილების და ენერგოსისტემიდან მოსაწოდებელი ძაბვის სიდიდის შერჩევის მეთოდები, ტრანსფორმატორის სიმძლავრის, კაბელების კვეთის გაანგარიშების და შერჩევის მეთოდები, ელექტრული დაცვების საკითხები. განხილულია შუქტექნიკის ძირითადი საკითხები, ჩატარებულია განათების ანგარიში და მოცემულია გამონამუშევრებში სანათურების განლაგების რეკომენდაციები, ელექტროუსაფრთხოების საკითხები. წინამდებარე წიგნი პირველად გამოდის ქართულ ენაზე. ის შედგენილია სილაბუსებში მოყვანილი საკითხების შესაბამისად და განკუთვნილია სამთო სპეციალობების როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ სამსახურს გაუწევს სამთო მრეწველობაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.
უაკ: 629.119
ნაშრომში განხილულია მანქანების რემონტის თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ მანქანათსაშენ და სარემონტო საწარმოთა პროდუქციის ხარისხს, ამაღლებენ მანქანების საიმედოობასა და ხანმედეგობას, აგრეთვე მანქანათა სარემონტო საწარმოების ორგანიზაციის საკითხები. სახელმძღვანელოში ასახვა საერთაშორისო სტანდარტებმა, ტიპური შეერთებებისა და დეტალების ჩასმებმა და დაშვებებმა, ნამზადების და დეტალების ზედაპირის ხარისხმა, თანამედროვე სამანქანათმშენებლო საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესების მართვის საკითხებმა. წიგნი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შედგენილია სასწავლო დისციპლინის - „მანქანების რემონტის ტექნოლოგია“ სილაბუსის შესაბამისად.
უაკ: 629.116/.115
განხილულია ავტომობილების კონსტრუქციული უსაფრთხოების სახეები: აქტიური, პასიური, ავარიის შემდგომი და ეკოლოგიური უსაფრთხოებები. მათი გავლენა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობასა და სიმძიმეზე, ეკოლოგიაზე. წარმოდგენილია თანამედროვე ავტომობილებში გამოყენებული კონსტრუქციული უსაფრთხოების სისტემები და მოწყობილობები, მათი მუშაობის პრინციპები, განვითარების გზები და ტენდენციები.განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 577.4
სახელმძღვანელო „გარემოს მონიტორინგის საფუძვლები“ განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების პროფესიული განათლების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ გეოფიზიკური, და მათ შორის ეკოლოგიური მონიტორინგის ძირითად საკითხებზე მუშაობისას. სახელმძღვანელოს პირველ თავში აღწერილია ბუნებრივი გარემოს დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა, არსებული პრობლემები, პრევენციული ღონისძიებები, განხილულია გეოფიზიკური მონიტორინგის სისტემები. მეორე და მესამე თავებში განხილულია ეკოლოგიური მონიტორინგის ძირითადი სტრუქტურების: გარემოს დამაბინძურებელი წყაროების, ინპაქტური და ფონური მონიტორინგის სისტემების მუშაობის პრინციპები, ანთროპოგენული და ბუნებრივი ნივთიერებების შემცველობისა და შედგენილობის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სინჯების აღების, დაკონსერვების, შენახვისა და ტრანსპორტირების მეთოდები, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო მეთოდიკებთან, აღწერილია სინჯების ასაღებად გამოყენებული აპარატურა. ზოგადად, განხილულია საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზების გზები და მეთოდები.
უაკ: 61:62-5
სახელმძღვანელო „მართვა ბიოსამედიცინო სისტემებში“ ეხება მართვის თეორიას, კონკრეტულად კი მართვის თეორიის გამოყენების საკითხებს ბიოსამედიცინო სისტემებში. განხილულია მართვის ძირითადი პრინციპები, ბიოლოგიური სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით. მასში მოცემულია მართვის თეორიის ძირითადი კონცეფციები, რაც აუცილებელია დამწყები სპეციალისტისთვის. კონკრეტული მაგალითებით განხილულია მრავალგანზომილებიანი მართვის სისტემების შესწავლის მატრიცული მეთოდები. დეტალურადაა განხილული მდგომარეობის სივრცის მეთოდი. მართვის სისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები (მდგრადობა, მართვადობა, დაკვირვებადობა, მგრძნობელობა და სხვ.). ასევე განხილულია კომპარტმენტული მოდელირების მეთოდები, რომელთაც ხშირად მიმართავენ ბიოლოგიური სისტემების მოდელირებისა და მართვის ალგორითმების შემუშავებისას. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მართვის სისტემების მიმართულების სტუდენტების და ზოგადად მართვის თეორიით დაინტერესებული დამწყები სპეციალისტებისა და გამოცდილი მკვლევრებისთვის.
უაკ: 339.15
სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის ეთიკის, ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები. ფართოდაა გაანალიზებული ეთნიკური და რელიგიური ფაქტორების გავლენა ბიზნესში, ეთიკისა და ეტიკეტის როლი საერთაშორისო ბიზნესურთიერთობებში. სტუდენტებს ვთავაზობთ აგრეთვე ისეთი პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც სადავოდ ითვლება ბიზნესის ეთიკაში. მთავარი გამჭოლი იდეა, რაც წინამდებარე კურსის სასწავლო თემებს აერთიანებს, ბიზნესისა და ეთიკის თანაარსებობის შესაძლებლობაა. მაგრამ, ასეთი თანაარსებობა მხოლოდ საზოგადოებრივად პასუხისმგებელი ეთიკური ბიზნესის წარმოების პირობებშია შესაძლებელი. სახელმძღვანელო ეფუძნება ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს და აგებულია აღნიშნულ დისციპლინაში მოქმედი სილაბუსის შესაბამისად. თითოეულ თემას ახლავს კითხვები, დავალებები და დამატებითი ლიტერატურა სემინარული მეცადინეობისათვის მოსამზადებლად. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერინგის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს აგრეთვე ბიზნესის ეთიკისა და ბიზნესის საზოგადოებრივი პასუხისგებლობის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 681.3
ნაშრომში წარმოდგენილია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საკითხები იერარქიის სხვადასხვა დონეზე. განხილულია როგორც თვლის პოზიციური სისტემები და ციფრული ლოგიკური დონე, ასევე კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები, კავშირი კომპიუტერებს შორის. გაკეთებულია სხვადასხვა ტიპის კომპუტერების კლასიფიკაცია. ნაჩვენებია თანამედროვე ტენდენციები კომპიუტერების განვითარების სფეროში. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.