უაკ: 691(082)
წინამდებარე ტესტებისა და ამოცანების კრებულის გამოცემის აუცილებლობა განპირობებულია უმაღლესი პროფესიული განათლების და ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ სასწავლო კურსის საფუძვლიანად და სიღრმისეულად ათვისების საჭიროებით.კრებულში, „საშენი მასალებისა და ნაკეთობების“ კურსის სილაბუსებში მოყვანილი სალექციო, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების განრიგის შესაბამისად, ჩამოყალიბებულია გამოთვლითი, შეფასებითი, თვისებრივი და ექსპერიმენტული ამოცანები და შეკითხვები. მათ საფუძველზე კი შედგენილია ტესტები. ტესტებში წარმოდგენილ ამოცანებზე და შეკითხვებზე პასუხის გასაცემად სტუდენტს ეძლევა შეზღუდული დრო. ყოველივე ეს განაპირობებს მის მობილურობას, უნვითარებს სწრაფ და ანალიტიკურ აზროვნებას და მიზანმიმართულს ხდის ახალგაზრდის შრომას.ვფიქრობთ, ნაშრომში მოყვანილი ამოცანებისა და კითხვარების გაცნობა, გააზრება და ამოხსნა სტუდენტისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის განმტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
უაკ: 622.245
მოყვანილია სხვადასხვა გეოლოგიურ პირობებში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების დაცემენტებისათვის საჭირო სატამპონაჟო მასალების შერჩევის ძირითადი მეთოდები. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სატამპონაჟო ხსნარის სიმკვრივის შერჩევას, რათა დაცემენტების პროცესში არ იქნეს დაშვებული ქანების ჰიდროგახლეჩა და გაზგამოვლინება. განხილულია შემსუბუქებული და დამძიმებული ხსნარების სიმკვრივის რეგულირების საკითხები. მოცემულია სატამპონაჟო მასალების და ხსნარების შერჩევის სქემა. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის (ბაკალავრიატის) აგრეთვე დახმარებას გაუწევს ამ დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 621.914
წინამდებარე წიგნი აგებულია საგანმანათლებო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“ შესაბამისად. სახელმძღვანელოში განხილულია დისკური ფრეზის, ბურღის ღარაკის დასამუშავებელი დისკური ფრეზის და სამმხრივი დისკური ფრეზის ანაწყობის გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე. მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი. წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.
უაკ: 621.912.025
წინამდებარე სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“ შესაბამისად. სახელმძღვანელოში განხილულია გასავლელი და ფასონური საჭრისების გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე. მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი. წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.
უაკ: 621.919
წინამდებარე სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“ შესაბამისად. სახელმძღვანელოში განხილულია ღარობიანი ნახვრეტის და სასოგმანე ღარის დასამუშავებელი საწელავის გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე. მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი. წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.
უაკ: 621.9.029
წინამდებარე წიგნი აგებულია საგანმანათლებო პროგრამა „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სასწავლო კურს „მჭრელი იარაღების“ შესაბამისად. სახელმძღვანელოში განხილულია სპირალური ბურღის და საფართის გაანგარიშების ძირითადი საკითხები, მისი კონსტრუქციული და გეომეტრიული პარამეტრების ოპტიმიზაცია როგორც ჭრის პირობებიდან, ისე მჭრელი იარაღის და დასამუშავებელი მასალის თვისებებიდან გამომდინარე. მოცემულია განხილული იარაღის მოკლე განმარტება, მუშაობის პრინციპი, დახასიათება, გაანგარიშების საერთო მეთოდი, მისი თანმიმდევრობა და რიცხვითი გაანგარიშების მაგალითი. წიგნი გამოადგებათ ლითონსაჭრელი იარაღის წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.
უაკ: 513.75
გეომეტრიული ამოცანები აგებაზე საკმაოდ მარტივი გადასაწყვეტია, თუ მათ ამოსახსნელად გამოვიყენებთ ინვერსიულ გარდაქმნებს. კომპიუტერული პროგრამების გამოყენება ამოცანების ამოხსნას კიდევ უფრო ამარტივებს და სიზუსტეს მატებს აგებებს. მასალა დაეხმარება დაინტერესებულ პირებს გეომეტრიული გარდაქმნა ინვერსიის შესწავლაში. სახელმძღვანელო გამიზნულია, ააღორძინოს ინტერესი გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისადმი. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, ვინც დაინტერესებულია გეომეტრიის შესწავლით.
უაკ: 541.1
მოცემულია ფიზიკური ქიმიის წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია, ქიმიური თერმოდინამიკა და ქიმიური წონასწორობის თერმოდინამიკა.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 541.11
განხილულია ქიმიური თერმოდინამიკის ძირითადი დებულებები დაფუძნებული თერმოდინამიკის ნულოვან, პირველ, მეორე და მესამე კანონებზე. მოყვანილია მონაცემები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მოვლენათა და პროცესთა თერმოდინამიკური შეფასება, მრავალი სახის ქიმიური რეაქციებისა და ფაზური გარდაქმნების შესაძლებლობების მიმდინარეობის მიმართულებისა და პარამეტრების დადგენა ნატურული ექსპერიმენტების გარეშე. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული დახელოვნებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური ქიმიის კურსის მოსმენა-შესწავლას. დამხმარე სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება იმ პროფილის მაგისტრანტებისათვისაც, რომლებიც დაკავებული არიან ახალი სახის მასალებისგან ტექნოლოგიების შექმნით.