image-1
თ. ობგაძე, ნ. თუშიშვილი, ლ. გურგენიძე, ს. მუხაშავრია, ე. მეტრეველი, ნ. ვარძიაშვილი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები I ტომი

უაკ: 517.958

ნაშრომი ძირითადად ემყარება პროფესორ თამაზ ობგაძის ხელმძღვანელობით, მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგებს და მთლიანად ეხმაურება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს და მოიცავს ცოცხალი სისტემების ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემებში შედის როგორც ბიოფიზიკური, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები.                
ნაშრომში განხილულია ცოცხალი სისტემების, შესაბამისი დინამიკური სისტემების როგორც რაოდენობრივი გათვლის, ასევე, თვისობრივი კვლევის მეთოდები; გადმოცემულია ცოცხალი დინამიკური სისტემების ბიფურკაციული ანალიზისა და ქაოსის კვლევის მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
გ. ტყეშელაშვილი, თ. კილაძე, მ. ზუბიაშვილი

ფირმის მენეჯმენტი

უაკ: 339.27

განხილულია საწარმოს მართვის პოლიტიკა და მართვის თანამედროვე მიდგომები, ძირითადი დებულებები, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობას.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. წიგნის გამოყენება შესაძლებელია მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე დამწყები მეწარმეებისათვის. იგი დაეხმარება მოქმედ მენეჯერებსაც.

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, მ. ნოზაძე

ცილინდრული ხრახნული კიბის მოდელის აგება

უაკ: 643.56

განხილულია ცილინდრული ხრახნული კიბის მოდელის აგება AutoCAD-ის 2014 წლის ვერსიის მეშვეობით, ასევე Helix  ხელსაწყო, რომელიც განთავსებულია ხაზვის (draw) პანელზე. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. მეთოდიკური მითითებები დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.

 

 

 

image-1
მ. მაისურაძე, თ. ჭანტურია, ი. კუპატაძე

თანამედროვე არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებები

უაკ: 72.01

განხილულია არქიტექტურული განათლების თანამედროვე  სისტემაში არქიტექტურული კომპოზიციის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მოიცავს არქიტექტურული ფორმის ვიზუალურ-სივრცული აგების ლოგიკის გამოვლენას. მისი მიზანია ძირითადი კომპოზიციური ცნებების, გამოსახვის ხერხების და ანალიზის მეთოდიკის, კომპოზიციის ისტორიის შესწავლის, კომპოზიციური აზროვნების ტიპების და მისი ევოლუციის ეტაპების გაცნობა. მოცემულია კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის ფაქტობრივი მაგალითები. წიგნი გათვალისწინებულია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. ლომსაძე, ს. მებონია, ჯ. ლომსაძე, გ. ოთარაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები ლითონების წნევით დამუშავებაში

უაკ: 621.771(075)

მოცემულია ინსტრუქციები ლითონების წნევით დამუშავების ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე

კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 663.3/.7

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თაბაშირბოჭკოვანი კომპოზიტის მიღების ძირითადი ასპექტები, კომპოზიციური მასალების დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დამყარებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების ზომისაგან, მიკროსტრუქტურისა და ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები.
იგი მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალოკერამიკული, მინა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების ასათვისებლად და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
მეთოდიკური მითითებები შედგენილია კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის სასწავლო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად.

 

 

 

image-1
ს. კარიპიდისი, ჯ. სანიკიძე

ელექტრული წევის საფუძვლები

უაკ: 621.33

პოპულარული ენით აღწერილია ელექტრული წევის, როგორც სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, წარმოშობის და განვითარების ისტორია, მისი დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. განხილულია წევის, სამუხრუჭო და მოძრაობისადმი წინააღმდეგობის ძალების წარმოქმნის მექანიზმები და მათი რეალიზაციის საკითხები. მათემატიკური აპარატის გამოყენებით ახსნილია მატარებლის მოძრაობის დინამიკის და წევის გაანგარიშების გრაფიკული, გრაფოანალიზური და ანალიზური მეთოდები.
განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი თანამედროვე ნახევარგამტარული ტექნიკის ბაზაზე შესრულებულ მდოვრე რეგულირების მქონე სტატიკურ გარდამქმნელებს და სტატიკური ინვერტორების გამოყენებით ასინქრონული წევის ძრავების სიჩქარის რეგულირების სისტემებს.
წარმოდგენილ სახელმძღვანელოში, პირველად ქართული ტექნიკური ლიტერატურის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ელექტრომობილს. აღწერილია ელექტრომობილის შექმნისა და განვითარების ისტორია, მისი ჩავარდნისა და ხელმეორედ აღორძინების მიზეზები, პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ელექტრომობილის ფართოდ დანერგვას და მითითებულია მათი გადაჭრის გზები.
აღწერილია სარელსო ტრანსპორტის მოძრაობისას დიდი სიჩქარის განვითარების შემთხვევაში წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, უბორბლო (მაგნიტური ჩამოკიდების მქონე) სატრანსპორტო საშუალებების დანერგვის მეშვეობით. დეტალურადაა განხილული მათი მუშაობის პრინციპი. აღწერილია დღეისათვის პრაქტიკულად რეალიზებული მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო საშუალებები და მათი განვითარების პერსპექტივები.
ქართული ტექნიკური აზროვნების სივრცეში, წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრანსპორტის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენაძენს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტრული წევის საკითხებით.  

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, ნ. ფხაკაძე, ლ. გერგეშელიძე, ლ. დევიძე

მოდის სამყარო განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 687.01-374.8

განხილულია სახელწოდებები და განმარტებები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში იყო გავრცელებული. თუ გავიხსენებთ წინა წლებს, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოდაზე გავლენას ახდენს წარსულში არსებული ფორმები. ამდენად, მოცემული განმარტებები მნიშვლელოვნია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და გაითვალისწინებენ თავის შემდგომ მუშაობაში.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს  მწერლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მკითხველებს და ყველა იმ პირს, რომლებიც არიან დაინტერესებული მოდის სამყაროთი.

 

 

image-1
რ. კანაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი

ფერადი ლითონების მეტალურგია სპილენძის მეტალურგია ჰიდრომეტალურგია II ნაწილი

უაკ: 669.33

განხილულია სპილენძის ჰიდრომეტალურგიულად წარმოების პროცესების თეორია და პრაქტიკა; სპილენძის გამოტუტვის და სპილენძის შემცველი ხსნარებიდან მისი გამოყოფის მეთოდების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული განხორციელება. დიდი ყურადღება ექცევა სპილენძის ამოწვლილვას ღარიბი ნედლეულიდან, სხვადასხვა ტიპის მადნიდან და კონცენტრატიდან, ასევე ტიპიური ნახევარპროდუქტებიდან. მოყვანილია საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და წარმოებებში განხორციელებული სქემები.
განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტების, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.