უაკ: 54
„Рабочая тетрадь для лабораторных работ по общей химии“ предназначена для закрепления теоретического материалла по общей химии, усвоения студентами практических навыков использования теоретических знаний. Лабораторные работы охватывают основные вопросы по общей химии и находятся в полном соответствии с теоретическими вопросами согласно учебной программе.Предназначена для студентов как химических, так и нехимических специальностей.
უაკ: 629.113.004
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციო ტექნიკური დამახასიათებელი ნიშნები, მათი ტვირთამწეობისა და ტვირთის ტევადობის გაანგარიშება, სატვირთო გეგმის შედგენის მეთოდიკა და მათზე მოქმედი ფაქტორები, მოყვანილია სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვების ნორმატიული დოკუმენტები, ტვირთის განლაგების, დამაგრების და გადაზიდვის ტექნოლოგიები, უსაფრთხოების წესები გადაზიდვის დროს. ასევე დატვირთვა/განტვირთვის მართვის პოსტების ტექნოლოგიური აღჭურვა. განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის, „საზღვაოსნო მეცნიერებების“ შესაბამისად და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.
განხილულია გემის ენერგეტიკული დანადგარების განვითარების სტადიები, მათი დანიშნულება, სახეები, კონსტრუქციული თავისებურებები, მუშაობის პრინციპები, ძირითადი სქემები, მახასიათებლები, ორთქლიანი და სხვა სახის ტურბინების თბური ციკლები, მათი მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები. შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაოსნო მეცნიერებები“, მიხედვით და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.
უაკ: 656.61
გეოგრაფიულმა მდებარეობამ საქართველო მოაქცია მსოფლიოს გეოსტრატეგიულ ინტერესთა სფეროში. ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი ფორმების წარმოქმნა ახალ მოთხოვნებს უყენებს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემას. დგება სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა: ქვეყნის ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში, მისი განვითარების უზრუნველმყოფი, ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნის, ფორმირებისა და შემდგომი განვითარების პროცესთა მართვის სისტემის ჩამოყალიბება. პრობლემათა შორის მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შექმნილი რთული ვითარება, რომლის გადაჭრას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკასთან საქართველოს ინტეგრაციისთვის. საზღვაო ნაოსნობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში, ვინაიდან ცენტრალური ადგილი უჭირავს ტვირთის გადასაზიდად ერთიანი გლობალური სატრანსპორტო სისტემის ფორმირებაში. მსოფლიო ოკეანე დედამიწის ყველაზე დიდი სატრანსპორტო არტერიაა, რომლითაც ხდება უმეტესი ექსპორტი მთელ მსოფლიოში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საზღვაო სანაპიროს თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით. ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საზღვაო პორტების ტვირთგამტარობის უნარსა და ეკონომიკურ-ეკოლოგიურ მონაცემებზე. საქართველო, რომელიც ერთიან ევრაზიულ სივრცეში ფორმირებისკენ ისწრაფვის, დედამიწის ორი ნაწილის-ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არეალის თავისებურ ცენტრად გვევლინება. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო, კერძოდ საზღვაო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე გამოადგება ამ საქმით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 681.142
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ციფრული ელექტრონიკის მოქმედების პრინციპები; ციფრული სქემების საბაზო ელემენტები და მათი ჩართვის სტანდარტული სქემები; სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim-ის მოკლე აღწერა, ამ პროგრამის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი როგორც საშუალო, ისე დიდი ინტეგრაციის ზოგიერთი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემის გამომყვანების დანიშნულება და ამ სქემების მოქმედების პრინციპის აღწერა; ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების გამოყენებით როგორც მარტივი, ისე რთული ციფრული მოწყობილობების დაპროექტების საკითხები; აღწერილია ტიპური ფუნქციური კვანძებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების გამოყენების საკითხები; განხილულია სპეციალური სქემები, მეხსიერების სახეები და ციფრულ-ანალოგური სქემები; აღწერილია ზოგიერთი გადამწოდის მოქმედების პრინციპი და მათი გამოყენების მაგალითები; განხილულია როგორც ციფრული, ისე ასოითი და სხვა სახის ინფორმაციის აღმქმელი მოწყობილობები და სხვ. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი აგრეთვე გამოადგება ამავე სპეცილობის მაგისტრანტებსა და მკითხველთა იმ წრეს, რომლებიც დაინტერესებული არიან ციფრული მოწყობილობის და პროექტირების საკითხებით.
უაკ: 620.9
ლაბორატორიულ ამოცანათა კრებული მოიცავს 6 ამოცანას, რომელთა ჩატარებაც უნდა მოხდეს მაღალი ძაბვის ინჟინერიის თეორიული კურსის პარალელურად. კრებულში შესულია მაღალი ძაბვის წრედებში მიმდინარე სახასიათო პროცესების ამსახველი მაგალითები. ამოცანები შესრულებულია საინჟინრო მოდელირების პროგრამა AATPdraw-ში. კრებული განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის და დიდ დახმარებას გაუწევს ამ მიმართულებით მომუშავე ინჟინრებსაც.
უაკ: 621.396.962:623.6
სახელმძღვანელოში აღწერილია ვიზუალური მოდელირების Simulink სისტემა, რომელიც კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტის-MATLAB-ის გაფართოებაა. Simulink-ის უნიკალური შესაძლებლობების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ მასში მუშაობისათვის არ არის აუცილებელი MATLAB-ის ცოდნა, ის ხშირად აღიქმება როგორც დამოუკიდებელი სისტემა. Simulink-ში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სიგნალის ციფრული დამუშავების თემა. ზოგადად Simulink სისტემის სამყარო უზარმაზარია. Simulink-ის ახალ ვერსიებში შედის ასობით პროგრამული პაკეტი. სახელმძღვანელო არის ავტორების მიერ ჩაფიქრებული, Simulink-ის გამოყენებისადმი მიძღვნილი წიგნების სერიის პირველი წიგნი, რომელშიც აღწერილია Simulink სისტემის საწყისი ცნებები და მოცემულია ძირითადი ბლოკების აღწერა. სახელმძღვანელო ილუსტრირებულია მრავალრიცხოვანი მაგალითით, რომლებიც ეხება ძირითადად სიგნალის ციფრულ დამუშავებას. მოცემულ სახელმძღვანელოში განხილული მასალა ორიენტირებულია R2010a – R2013b ვერსიებზე. ნაშრომი განკუთვნილია „ტელეკომუნიკაციისა“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა სასარგებლო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერი მუშაკებისათვის.
უაკ: 42
„English tests“ presents an additional material for high school graduates, who are going to take national entance exams in English. The testbook offers modern and informative texts which make the preparatory process more interesting. The book contains the execises connected with logic. It is designed for teachers and graduate students from high school. It can also be used as an additional material in English for students and school children.
უაკ: 576:8
დამხმარე სახელმძღვანელოში მოკლედ და მარტივად არის გადმოცემული მიკროორგანიზმთა მორფოლოგია, ფიზიოლოგია, გამრავლება, ფუნქცია და როლი ცოცხალ სამყაროში, ასევე ზოგადი ეპიდემიოლოგიის ცნებები. მასში გასაგები ენითაა წარმოდგენილი სამედიცინო და კვებითი უსაფრთხოების პრაქტიკაში გამოყენებული ზოგადი ლაბორატორიული მიკრობიოლოგიური მეთოდიკა, რაც სტუდენტს დაეხმარება თეორიული ცოდნის უფრო ეფექტურად ათვისებასა და ლაბორატორიაში მუშაობის ჩვევების გამომუშავებაში. აღნიშნული დამხმარე სახელმძღვანელო ძირითადად დაფუძნებულია ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციების კურსსა და ინტერნეტიდან მოძიებულ მასალაზე. განკუთვნილია სტუ-ის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
ავტორები: ნ. ბუცხრიკიძე (შესავალი, მიკროორგანიზმთა ზოგადი დახასიათება, მიკრობული მეტაბოლიზმი), თ. ბუაჩიძე (მიკრობიოლოგიის განვითარების ისტორიული მიმოხილვა, მიკრობთა გენეტიკა, მიკრობიოლოგია პრაქტიკაში, მიკროორგანიზმების მორფოლოგია), ლ. თოფურია (მიკროორგანიზმების გავრცელება და ეკოლოგია, ვირუსებისა და ბაქტერიოფაგების ზოგადი დახასიათება), ს. კოპალეიშვილი (ძირითადი ეპიდემიოლოგიური ცნებები), მ. სიდამონ-ერისთავი (სწავლება ინფექციების შესახებ).