უაკ: 641.1:664
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მეცნიერული საფუძვლები. აღწერილია კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ძირითად დარგებში მცენარეული ნედლეულისგან ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარ-მოწყობილობები და მათში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები.წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
ავტორები: ნ. ბაღათურია (ნაწ. I - თავი 1, 2; ნაწ. II – თავი 7, 8, 12, 14, 15, 17, 19); ნ. ბეგიაშვილი (ნაწ. II – თავი 16, 17); გ. გოლეთიანი (ნაწ. II – თავი 17); ზ. ჯაფარიძე (ნაწ. II – თავი 17, 19); ზ. ლაზარიშვილი (ნაწ. II – თავი 1); თ. რევიშვილი (ნაწ. II _ თავი 18); ლ. ქაჯაია (ნაწ. II – თავი 7); ა. ნეჩაევი (ნაწ. II – თავი 7); ნ. შებერშნიოვა (ნაწ. II – თავი 2, 3); ვ. შერბაკოვი (ნაწ. II _ თავი 7); ვ. შიხინა (ნაწ. II – თავი 13); ი. შუბი (ნაწ. II – თავი 6, 9, 11); გ. მელკინა (ნაწ. II – თავი 4, 5); ო. ანოშინა (ნაწ. II – თავი 10).
უაკ: 656.13(083)
„ავტოსატრანსპორტო ტერმინოლოგიის ცნობარი“ მოიცავს ამ დარგის ყველა ტერმინს. შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: ავტომობილების მოწყობილობა და საექსპლუატაციო თვისებები, საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ავტომობილების ეკოლოგიური უსაფრთხოება და სერვისი, ავტოსატრანსპორტო ლოგისტიკა და მენეჯმენტი. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, მოცემული დარგის მეცნიერი-მუშაკების და სპეციალისტებისათვის.
უაკ: 62-5:620.1
მეთოდიკური მითითება წარმოადგენს სტუ-ის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების და მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტების თანამშრომელთა ერთობლივი ნაშრომია. მასში მოყვანილია წინასაწარდასახული ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობის მქონე კლინკერის მისაღები ნედლეულთა 2-, 3- და 4- კომპონენტიანი ნარევების გამოანგარიშებისათვის საჭირო ალგორითმების პაკეტი, რომელიც დამუშავებულია MS Excel - ში. ალგორითმებში გათვალისწინებულია კლინკერის გამოწვის პროცესში გამოყენებული სათბობის სახეობის გავლენა გამოანგარიშების მსვლელობაზე. ალგორითმი არსებითად აუმჯობესებს და აადვილებს გამოანგარიშების პროცედურას, ამასთან უფრო ხელმისაწვდომი და სწრაფი ხდება გამოანგარიშებების შედეგების გათვალისწინება უშუალოდ ტექნოლოგიურ პროცესში. მეთოდიკურ მითითებას გამოიყენებენ როგორც სამშენებლო და ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტების სტუდენტები, ისე ცემენტის ტექნოლოგიასა და მონათესავე დარგებში მომუშავე სპეციალისტები.
უაკ: 008.331.82
განმარტებით ლექსიკონში განხილულია ინჟინერიასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გამოყენებული ტერმინები და ცნებები, ყურადღება გამახვილებულია ტექნიკური სისტემებისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საორიენტაციო, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და მმართველობით პრინციპებზე, საინჟინრო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მეთოდებსა და საშუალებებზე. მოცემულია განმარტებები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ამწე-სატრანსპორტო საშუალებების, წნევაზე მომუშავე ქვაბებისა და ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე ხანძარსაშიში და ფეთქებადსაშიში სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფასთან. მოცემულია საწარმოებში გამოყენებული ნედლეულის, თანაური, საბოლოო პროდუქტებისა და საწარმოო ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მათი ჰიგიენური მაჩვენებლები; ტოქსიკური ნივთიერების წარმოქმნის სავარაუდო ადგილი, ადამიანის მოქმედებისას ტოქსიკური გამოვლენის ნიშნები, მათი გაუვნებლების მეთოდები და ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობები; სამუშაო ზონის ჰაერში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები; ადამიანის ორგანიზმზე მათი მავნე მოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებები; დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის რეკომენდაციები, პირადი და კოლექტიური დაცვის საშუალებები; საწარმოების უსაფრთხოდ და მდგრადად განვითარების, მომუშავეზე საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების ზემოქმედების პოტენციური შესაძლებლობა, შრომის პირობების გაუმჯობესების, მუშათა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები. რამდენადაც ტექნოგენური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები, ჯანმრთელობის შენარჩუნება მოითხოვს მრავალდისციპლინურ მიდგომას, საინჟინრო უსაფრთხოების განმარტებითი ლექსიკონი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების გარდა მოიცავს შრომის ჰიგიენის, საწარმოო მედიცინის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების, საწარმოო გარემოს კონტროლის, ერგონომიკისა და საწარმოო ფსიქოლოგიის ძირითადი ტერმინების განმარტებებს. განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, აგრეთვე საინჟინრო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. ლექსიკონში მოცემული მასალა დაეხმარება წარმოების მუშაკებს, ჰიგიენური და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე მომუშავე სპეციალისტებს საწარმოო მავნე და საშიში ფაქტორების იდენტიფიკაციასა და ზემოქმედების თავიდან აცილებაში.
უაკ: 693.9:624.042.7
განხილულია ხიდურამწიანი ერთსართულიანი სამრეწველო კარკასული შენობის გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე. დადგენილია სეისმური დატვირთვა განივ ჩარჩოზე და გათვალისწინებულია არმატურის კვეთის შესარჩევად სვეტების სეისმური ძალვები. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან სეისმური რაიონებისთვის. განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ ინჟინერ-მშენებლებს კარკასული შენობის დაპროექტებისას.
უაკ: 681.142.001
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ინფორმაციის დაცვის მეთოდები, კერძოდ, შესრულებულია კრიპტოგრაფიის პრაქტიკული ამოცანების Microsoft Visual Studio 2010 გარემოში დაპროგრამების ენა C#-ის ბაზაზე ფუნქციონირებადი პროგრამული მოდულების (ალგორითმების) კომპიუტერული რეალიზაცია და შემოთავაზებულია მათი პრაქტიკული გამოყენების ძირითადი ასპექტები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ასწავლიან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგანს: ბაკალავრებს-„ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და სისტემებს“, ხოლო მაგისტრანტებს - „ინფორმაციის უსაფრთხოებას“, აგრეთვე მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს საწყისი, მაგრამ ამომწურავი ცოდნა კრიპტოგრაფიის კვლევის საკითხებში.
უაკ: 621. 38
ლაბორატორიული სამუშაოები დამუშავებულია ვირტუალური ხელსაწყოების ტექნოლოგიით. პრაქტიკული რეალიზაცია განხორციელებულია LabVIEW პროგრამულ გარემოში National Instruments კომპანიის ხელსაწყოთა დახმარებით. განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. შეიძლება გამოიყენონ იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც, რომლებიც ელექტრონიკას და მიკროპროცესორულ ტექნიკას სწავლობენ.
უაკ: 624.01
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მართკუთხა, შედგენილი ორტესებრი, უბან-უბან მუდმივი განივი კვეთის მქონე კოჭების, სტრუქტურული კონსტრუქციის თაღის და სივრცითი ჩარჩოს დაპროექტების ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის მეთოდების ლაბორატორიული სამუშაოები.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ სხვა მკითხველსაც.
უაკ: 515
ამოცანათა კრებული შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ ერთსემესტრიანი პროგრამით. იგი იმ სპეციალობების სტუდენტებსაც გაუწევს დახმარებას, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ როგორც საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
ნაშრომის ძირითადი პედაგოგიკური კონცეფცია დამუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.