image
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ი. მოდებაძე

ელექტრული წრედები 2 მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.301

განხილულია ელექტრული წრედების მოდელირების სქემა ტექნიკური პროგრამა „Multisim“-ის გამოყენებით, ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სასწავლო კურსში „ელექტრული წრედები 2“.
მეთოდიკური მითითებები მოიცავს პროგრამასთან მუშაობისა და სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. კუციავა, ა. კუციავა, გ. კაცაზე, ქ. დიაკონიძე

ინფორმაციის დაცვა კორპორაციულ ქსელებში

უაკ: 681.322

განხილულია დაშიფვრის როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კრიპტოგრაფიული მეთოდები და ალგორითმები. აღწერილია ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს ლოკალურ, შიგა კორპორაციულ და კორპორაციათაშორისი ქსელების ინფორმაციულ უსაფრთხოებას. მოყვანილია რამდენიმე კრიპტოგრაფიული ალგორითმის განმახორციელებელი პროგრამა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მართვის სისტემების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე, თ. ხუციშვილი

შემსრულებელი მოწყობილობები

უაკ: 621.313

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრული, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური და კომბინირებული შემსრულებელი მოწყობილობების ისეთი კვანძები, როგორიცაა: შემსრულებელი მექანიზმები, მარეგულირებელი ორგანოები, ამძრავები, სერვოძრავები, დამხმარე მექანიზმები და სხვ.
იგი შედგენილია  მართვის სისტემებისა და ავტომატიზაციის სასწავლო პროგრამაში შემავალი იმ საგნების სილაბუსების მიხედვით, რომელთა შესასწავლი თემები შეიცავს შემსრულებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. ენაგელი, მ. ონიანი

წიაღისეულის გადამუშავების პროცესების ავტომატიზაცია
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 56.02:658.52.011.56

მეთოდიკური მითითებები შედგენილია დისციპლინის „წიაღისეულის გადამუშავების პროცესების ავტომატიზაცია“ სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით. ეს საგანი რამდენიმე ათეული წელია ეკითხება სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრება და მაგისტრანტებს.
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი მამდიდრებელი ფაბრიკების ცალკეული პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალებები. მასალის ათვისების გასამყარებლად თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები, რაც სტუდენტებს დაეხმარება საგამოცდო ტესტირების მომზადებაში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთოგეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ბ. ცხადაძე, ი. კვესელავა, ე. ცხადაძე, ქ. კვესელავა, ვ. პაპასკირი, ე. გვენეტაძე, ლ. თედეშვილი

ზოგადტერმინოლოგიური ლექსიკონი (ზოგადტექნიკური და საინჟინრო-საინფორმაციო ტერმინების სასწავლო-სამეცნიერო ლექსიკონი) II ნაწილი

უაკ: 801.3(031):659.2

ზოგადტერმინოლოგიური ლექსიკონის მეორე წიგნი მოიცავს 62 ათასზე მეტ ტექნიკურ და საინჟინრო-საინფორმაციო სიტყვა-ტერმინს, სპეციფიკურ ცნებასა და ფრაზეოლოგიურ გამონათქვამს. ლექსიკონში ასახვა პოვა ისეთმა სასწავლო-სამეცნიერო დარგებმა და დისციპლინებმა როგორიცაა: ა) ინფორმატიკა–ზოგადტექნიკური და საინჟინრო-საინფორმაციო ინგლისური და ქართული ტერმინები აბრევიატურით–შემოკლებული სიტყვების განმარტებებით, ბ) ბიოტექნოლოგია და გენური ინჟინერია, გ) ელექტროტექნიკა და სხვ.
ლექსიკონი განკუთვნილია ტექნიკურ დარგებში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მთარგმნელების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

 

 

 

image-1
მ. წიქარიშვილი, ა. კაცაძე

სასამართლო სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები

უაკ: 624:725.15

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასამართლო სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები, განმარტებულია საგნის არსი, ამოცანები და ექსპერტიზის ობიექტები. მოცემულია ექსპერტიზის დროს გამოყენებული მეთოდები და საშუალებები; სამართალწარმოებისას–ექსპერტებისა და სპეციალისტების პროცესუალური დებულებები და ექსპერტიზის წარმოების პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მშენებლებს, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და ინჟინერ-ექსპერტებს.

 

 

image-1
ი. ბერძენიშვილი

კატალიზური რეაქციები

უაკ: 544.47

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კატალიზის მოვლენა, კატალიზური რეაქციების კინეტიკის კანონზომიერებანი და კატალიზური რეაქციების მნიშვნელობა ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მრეწველობისთვის. იგი ძირითადად განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგება მაგისტრატურის სტუდენტებსა და განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

 

 

 

image-1
გ. ხვიჩია, მ. სილოგავა, ზ. ჯაფარიძე, თ. დოლიძე

ურთიერთშეცვლადობა, სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.75

ნაშრომში მოცემულია საზომი და საკონტროლო იარაღების კონსტრუქციისა და მუშაობის პრინციპების აღწერა, მათი გამოყენების კონკრეტული მაგალითები.
განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
დაეხმარება საინჟინრო სპეციალობის დაუფლების სურვილის მქონე ყველა პირს გაზომვების ტექნიკის უნარების ჩამოყალიბებაში, ასევე გამოადგება ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
ლ. სუთიძე

მიწის სამუშაოების მანქანები მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.01

მეთოდიკური მითითება შედგენილია მიწის სამუშაოების მანქანების კურსის სილაბუსის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სპეციალობით  სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანები და მოწყობილობები.
იმის გამო, რომ სალექციოდ განკუთვნილი საათების რაოდენობა მცირეა, ხოლო მასალა საკმაოდ მოცულობითი, პრაქტიკული სამუშაოების წარმოდგენილი მეთოდიკური მითითება შეიცავს რამდენიმე სემინარული დამუშავების თემას, რომელთა სრულად გადაცემა სალექციო კურსში მათი სპეციფიკურობის გამო ვერ ხერხდება.
განხილულია ძირითადი მიწის სამუშაოების მანქანების (ერთციცხვიანი ექსკავატორების, სკრეპერების, ბულდოზერების, საფხვიერებლების) სამუშაო პროცესი და მოცემულია მათი ძირითადი პარამეტრებისა და მოქმედი დატვირთვების მაგალითების ამოხსნა, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სალექციო მასალა.
აღნიშნული მეთოდიკური მითითება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგისტრანტების მიერ საკურსო პროექტის შესრულებისას მიწის სამუშაოების მანქანების დაპროექტებაში.