image-1
თ. ობგაძე, ა. ფრანგიშვილი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები (დიფერენცირებად მრავალსახეობათა ლოკალური გეომეტრია) II ტომი

უაკ: 517.958

დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. იგი სავსებით შეესაბამება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს. მოიცავს ცოცხალი სისტემის ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემაში შედის როგორც ფიზიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები.  
ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის შესაბამისი დიფერენციალური სტრუქტურების პრაქტიკული გამოყენების თავისებურებები; ცოცხალი სისტემის კვლევის ალგებრულ-გეომეტრიული მეთოდები; ტოპოლოგიური ჯგუფები; ლის ალგებრები, კარტანის დიფერენციალური ფორმები; ტენზორები, დიფერენცირებადი მრავალსახეობები და მათი კონკრეტული გამოყენების მეთოდები; რიმანის გეომეტრია და აინშტაინის განტოლებები.
ნაშრომი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
გ. მურჯიკნელი, ო. ტომარაძე

ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკა
(პრაქტიკული სამუშაოები)

უაკ: 621 38

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკის პრაქტიკულ სამუშაოებს.  ნაშრომი შედგება შესავლისა და ათი პრაქტიკული სამუშაოსაგან. შესავალში მოცემულია დიაგნოსტიკის ძირითადი ცნებები და განმარტებები. პირველი ექვსი სამუშაო აგებულია სახეთა გარჩევის სტატისტიკური თეორიის საფუძველზე და მათში გამოყენებულია ტექნიკური დიაგნოსტიკის ბაიესის, მინიმალური რისკის, მცდარი გადაწყვეტების მინიმალური რაოდენობის, მაქსიმალურის მართლმსგავსებისა და მინიმაქსის მეთოდები. მომდევნო სამი სამუშაოს საფუძველია ინფრაწითელი დიაგნოსტიკის მეთოდები, ხოლო მეათე სავარჯიშო შესრულებულია დეფექტების დიაგნოსტიკის არაწრფივი დამახინჯებების მეთოდის საფუძველზე.
წიგნი განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების,  დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
ი. მოდებაძე, ვ. კუციავა, გ. კურტანიძე

მრავალარხიანი ტელეკომუნიკაციის საფუძვლები
ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოები I ნაწილი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისთვის კომპიუტერთან მუშაობის აუცილებელი, ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მაგალითები, ვარიანტები და ოქმის გაფორმების ნიმუში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის ასევე გამოადგება ამავე დარგის მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

მაცივარი მანქანები მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.59

მეთოდიკურ მითითებაში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშების მეთოდიკა. წარმოდგენილია ერთსაფეხურიანი მაცივარი მანქანები რეგენერაციის გარეშე და რეგენერაციით, ორსაფეხურიანი კუმშვის მანქანები ერთმაგი და ორმაგი რეგულირებით, ორსაფეხურიანი მანქანები შუალედური გაცივებით და პარალელური დროსელირებით, ორსაფეხურიანი მანქანები კომპრესორის შეწოვის ხაზზე მაცივარ-აგენტის ორთქლის შეშხეფებით, აგრეთვე კასკადური და ვორხისის ციკლით მომუშავე მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშებები.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში:  დგუშიანი კომპრესორები, როტაციული კომპრესორები და ხრახნული კომპრესორები. მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, თ. ისაკაძე, გ. გუგულაშვილი

სამაცივრო კომპრესორები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.59

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების კომპრესორების, მათი კვანძების და დეტალების კონსტრუქციები. წარმოდგენილია სხვადასხვა კომპრესორის კონსტრუქციული თავისებურებანი. მოყვანილია კომპრესორების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის შრომისუნარიანობის განსაზღვრის მეთოდიკა.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში:  დგუშიანი კომპრესორები,  როტაციული კომპრესორები  და  ხრახნული კომპრესორები.  მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.  

 

 

image-1
ნ. მჭედლიშვილი, ი. დავითაშვილი

დაპროგრამება MATLAB გარემოში

უაკ: 62-5

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ჩვიდმეტი ლაბორატორიული სამუშაო, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ შესავალს, ისე ამოცანის ამოხსნის ნიმუშსა და დავალებებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის, რომელიც უნდა შეასრულოს სტუდენტმა ლაბორატორიულ მეცადინეობაზე. განხილულია MATLAB სისტემის დაპროგრამების ელემენტები, ნაჩვენებია დაპროგრამების კუთხით სისტემის პრიორიტეტული მხარეები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად საგანში: „დაპროგრამება MATLAB გარემოში“.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე, მ. მშვილდაძე, ე. ნიკოლეიშვილი

კერამიკული, პოლიმერული და ბიონანოსამედიცინო კომპოზიტების ტექნოლოგია, ინსპექცია, კონტროლი მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 620.5

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თანამედროვე ტექნიკაში ძალიან მნიშვნელოვანი მასალა სიალონისა და სიალონშემცველი კომპოზიტების მიღების ალუმინთერმიისა და აზოტირების მეთოდი; კომპოზიციური მასალის დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დაფუძვნებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების დისპერსიულობის ხარისხზე; კომპოზიციური მასალის ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები და მათი მნიშვნელობა კომპოზიციური მასალის მიღებისა და კვლევისათვის; კომპოზიციური მასალის მიკრომექანიკური თვისებების განსაზღვრის მეთოდები.
მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალკერამიკული, მინისა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამოსამუშავებლად და, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
შედგენილია ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამის შესაბამისად.

 

 

image-1
ზ. კიკნაძე, თ. ჩიგოგიძე

დეკორატიული ნარგავების და მწვანე მშენებლობის ობიექტების CAD სისტემებთან თავსებადი ილუსტრირებადი ბიბლიოთეკის შედგენის მეთოდიკა

უაკ: 635.98:655.533:025.3

დამხმარე სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს კლიმატური პირობების შესაბამისი ინტერდისციპლინური, მრავალფუნქციური, მრავალმიზნობრივი და ღია, CAD პროგრამულ პაკეტებთან თავსებადი დეკორატიული მრავალწლიანი ნარგავებისა და მწვანე მშენებლობის ობიექტების ილუსტრირებადი კატალოგ-კლასიფიკატორის შესატყვისი მონაცემთა ბაზის, ელექტრონული ბიბლიოთეკის შემუშავების პრეცედენტის შექმნა.
ნაშრომი ძირითადად გათვალისწინებულია არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, კ. გორგაძე, ა. ესაკია, გ. კუკულაძე, ლ. მაცაბერიძე, მ. მეცხვარიშვილი, ი. პაპავა, ლ. ჩახვაშვილი, თ. ჩიჩუა

ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი (ელექტრობა და მაგნეტიზმი) II ნაწილი

უაკ: 53

კრებულში მოცემულია ელექტრობისა და მაგნეტიზმის ლაბორატორიული სამუშაოები. ამოცანები შერჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის შესაბამისად.
გარდა  ძველი ტრადიციული ამოცანებისა, კრებულში შეტანილია ახალი, კომპიუტერიზებული ამოცანები.
ლაბორატორიული პრაქტიკუმის დანიშნულებაა სტუდენტს განუმტკიცოს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული ჩვევები.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის.