უაკ: 621.921.4
სალექციო კურსში განხილულია სახერხი წარმოების პროდუქცია; ხე-ტყის სახერხი ნედლეული და ნედლეულიდან დახერხილი პროდუქციის გამომუშავების მეთოდები; მოცემულია ხერხთაწყობის გაანგარიშება; დახერხილი პროდუქციის ოპტიმალური ზომების განსაზღვრა; ნედლეულის დანაწევრების დაგეგმვა და ხარჯის ნორმირება.
მოცემულია საწარმოო პროცესების ჰარმონიზაციის თეორიის საფუძვლები; ნაკადური ხაზები ხისტი და მოქნილი კავშირებით; სახერხი ნედლეულის საწყობებში მუშაობის ორგანიზაცია და გამოყენებული მოწყობილობები. მორების დახერხილ ხე-ტყედ დანაწევრება ჩარჩოხერხის, ლენტახერხიანი, მრგვალხერხა, საფრეზ-სახერხი ჩარხების ბაზაზე და გამოყენებული მოწყობილობები; სახერხი ნედლეულის ჩამოგანვისა და დატორსვის უბანი, სამუშაოების ორგანიზაცია დახერხილი ხე-ტყის საწყობებში.
წიგნში განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის კურსის ბაკა¬ლავრიატის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. იგი სასარგებლო იქნება მაგისტრანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 65.012.122
სალექციო კურსში განხილულია საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების სტრუქტურა, საწარმოო ნაკადური ხაზები. მოცემულია ნაკადური ხაზების გაანგარიშება და ავტომატური ხაზების სქემები ძირითადი საწარმოო ოპერაციებისათვის.
განხილულია საწარმოო პროცესების ჰარმონიზაციის თეორიის საფუძვლები, როგორც უწყვეტი, ის წყვეტილ ნაკადებში და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის საკითხები.გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოქტორანტების მიერაც.
უაკ: 621.31
სალექციო კურსში განხილულია ენერგიის ელექტრომექანიკური გარდამქმნელების ფიზიკური და თეორიული საფუძვლები. მოცემულია: ელექტრომექანიკის ძირითადი კანონები და პრინციპები; ელექტრული მანქანების კლასიფიკაცია; სტრუქტურული მოდელი და მუშაობის ძირითადი რეჟიმები. ასევე ელექტრული მანქანების და ტრანსფორმატორების ძირითდი სახეები, მათი კონსტრუქციული შესრულება, მართვის პრინციპები, გრაგნილების ძირითდი სახეობები, ელექტრომექანიკურ გარდამქმნელებში გამოყენებული მასალები.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 362.654
მეთოდური მითითების მიზანია ქიმიურად საშიშ ობიექტებზე ავარიის შედეგების პროგნოზირება ქიმიურად საშიში ავარიული ნივთიე-რებების დაღვრისას (გამოფრქვევისას). მოყვანილია ცხრილები და ფორმულები, რომლებიც საშუალებას იძლევა გამოთვლილ იქნეს მოწამლული ზონის ქიმიური მდგომარეობა - დაღვრილი (გამოფრქვეული) ნივთიერების პირველად და მეორეულ ღრუბლებში გადასული ეკვივალენტური რაოდენობა, მოწამვლის ზონის სიღრმე, მოწამვლის ზონის შესაძლო და ფაქტობრივი ფართობები, უახლოეს საწარმოსთან ან დასახლებულ პუნქტთან მოწამლული ღრუბლის მიახლოების დრო, დაშავებულ ადამიანთა შესაძლო რაოდენობა (სტრუქტურის მიხედვით), დაღვრილი ნივთიერების აორთქლების დრო - მოქმედების ხანგრძლივობა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დასაქმებულ უსაფრთხოების სპეციალისტებს.
უაკ: 004
Windows Server არის ოპერაციული სისტემების ჯგუფის ბრენდული დასახელება, რომლის გამოცემაც Microsoft-მა დაიწყო 1993 წლიდან. მასში თავდაპირველად მუშაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრძანებათა სტრიქონის გარემოში. 2000 წლიდან კი მუშაობა შესაძლებელი გახდა გრაფიკულ გარემოშიც. მას შემდეგ, იგი მუდმივად ვითარდება. Windows Server 2016 გამოვიდა 2016 წლის 12 ოქტომბერს. წინამორბედებისაგან განსხავავებით იგი საკმაოდ სწრაფი და საიმედო ოპერაციული სისტემაა. მის საიმედოობას და ინფორმაციის წვდომას უზრუნველყოფს პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებულია სერვერის ფუნქციები და, აგრეთვე, ინტეგრირებული გარემო.
სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს ჭინდოწს შერვერ 2016 გარემოში მუშაობას, გაეცნობა ძირითად ფუნქციებს ADDS, DHCP, GPO, DNS, File Server ა.შ. დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული თითოეული საკითხი დეტალურად არის განხილული, რაც დაეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ მსურველს Windows Server 2016 სისტემის ათვისებაში.
უაკ: 094.1
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია „საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების კანონის“ შესაბამისი „კაზუსები“.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების“ დეპარტამენტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ კვალიფიკაციის სტუდენტებისთვის.
უაკ: 54.03
სალექციო კურსში განხილულია ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების კვლევის მეთოდები, რომელთა ცოდნა აუცილებელია სტუდენტისთვის, რათა მან მიზანმიმართულად, ღრმად შეისწავლოს ნივთიერებების და მათგან შექმნილი მასალების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელიც ითვალისწინებს როგორც ელემენტარულ, ისე მოლეკულურ, ფრაქციულ, ფაზურ, სტრუქტურულ ანალიზს. აქვეა მასალების კვლევის სხვა, მექანიკური (სისალე, პლასტიკურობა, დრეკადობა და სხვა), ელექტრული და მაგნიტური თვისებების შესწავლის მეთოდების აღწერა.
ლექციების კურსი განკუთვნილია შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისათვის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე. ამავე დროს ის საინტერესო იქნება კვლევის მეთოდებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვისაც.
უაკ: 622.8
შრომის უსაფრთხოება ორგანიზაციული, ორგანიზაციულ-ტექნიკური, ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების შრომისნაყოფიერებისა და შრომისუნარიანობის დაცვას.მეთოდურ მითითებაში მოცემულია ამოცანების ამოხსნა. თითოეული ამოცანა შეიცავს სამუშაოს შესრულების მიზანს, ცხრილებს მოცემული პარამეტრებით, გათვლებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
პრაქტიკული სამუშაოების მიზანია თეორიული კურსის ათვისებისას ფორმულების სწორად გამოყენება, ამოცანაში დასმული დავალების ამოხსნა, ასევე სწორად და არგუმენტირებულად დასკვნების გაკეთება.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.