უაკ: 338.244
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ოთხ ძირითად ელემენტს: მენეჯმენტის თეორიას, მენეჯმენტის მეთოდებს, წარმოების მართვის ორგანიზაციას, მენეჯმენტის ტექნიკასა და ტექნოლოგიას. იგი შედგენილია ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების საფუძველზე და შეესაბამება მის მოთხოვნებს.
განკუთვნილია საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 691
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საშენი მასალების ფიზიკურ-მექანიკური და სამშენებლო-ტექნიკური თვისებების კვლევის სტანდარტული მეთოდები, საშენი მასალების შედგენილობა და თვისებები, ასევე მასალებისა და ნაკეთობების კონტროლის ტექნიკური მოთხოვნები. სახელმძღვანელო შედგება 14 ლაბორატორიული სამუშაოსაგან. თითოეული სამუშაო მოიცავს თეორიულ ნაწილს (ზოგად ცნობებს მასალების შესახებ), ლაბორატორიული ცდებისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და მასალების ნუსხას, სტანდარტული მეთოდების აღწერას ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ცხრილებს, სურათებსა და კითხვებს ცოდნის შესამოწმებლად.
გამოცემა დახმარებას გაუწევს როგორც პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებს, ისე მშენებლობაზე მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 656.25 (075.8)
დამხმარე სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში „ავტომატიკა და ტელემექანიკა გადასარბენზე“, „სარკინიგზო საინფორმაციო უზრუნველყოფა“, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
ცნობილია, რომ აღნიშნული სახის ლიტერატურა ქართულ ენაზე არ გამოცემულა, ეს პირველი მცდელობაა და ნაკლის არსებობისაგან არ იქნება დაზღვეული, რაც შენიშვნების ანალიზის შემდეგ იქნება გათვალისწინებული.
უაკ: 691.32:666.98
მეთოდური მითითება დამუშავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ჰიდროინჟინერიის“ დეპარტამენტში. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი FR 18-1171-ის ფარგლებში.
გამოცემა განკუთვნილია პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, სამშენებლო პროფილის სხვადასხვა სპეციალობის მქონე ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სასწავლო-კვლევითი მუშაობისათვის.
უაკ: 72
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე მშენებლობისა და არქიტექტურის ისეთი მიმდინარეობის საფუძვლების აღწერა, როგორებიცაა შენობების კინეტიკური ექსტერიერი და ინტერიერი. გარდა აღნიშნულისა, აქ მოცემულია ახალი არქიტექტურული ფორმები, რომლებიც განსაზღვრავს შენობების ენერგეტიკულ ავტონომიურობას, რითაც განისაზღვრება შენობების ექსპლუატაციის ეკონომიკურობა.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის.
უაკ: 512
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია წრფივი ალგებრისა და ანალიზური გეომეტრიის მოქმედი პროგრამის მიხედვით. მოყვანილია მრავალი ტიპური ამოცანის ამოხსნა შესაბამისი თეორიული მასალის თანხლებით, სავარჯიშოს სახით დამტკიცებულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი დებულება.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. წიგნით სარგებლობა შეუძლია აგრეთვე სხვა სპეციალობებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, სადაც ისწავლება აღნიშნული საგანი.
უაკ: 681.33
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მაგალითები. ყოველ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემულია შესაბამისი მოკლე თეორიული საკითხი, სამუშაოს მიზანი, საწყისი მონაცემები და სამუშაოს ჩატარების ინსტრუქცია, ასევე ლაბორატორიული სამუშაოების ვარიანტები და გასაფორმებელი ოქმის ნიმუში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე დარგის მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და კომპიუტერით მოდელირების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 004.42
მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტემპი და მოთხოვნები გვკარნახობს საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადების და ცოდნის მაღალ დონეს, რაც თავისთავად სასწავლო პროცესისადმი თვისობრივად ახალ, განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, საინჟინრო გრაფიკის შემსწავლელ პირთათვის აუცილებელია საინჟინრო კომპიუტერული პროგრამის შესწავლაც. ყველა მაგალითი შესრულებულია მითითებული მასშტაბით და კომპიუტერული პროგრამა Autodesk AutoCAD-ის უახლესი 2020 წლის ვერსიის საშუალებით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთათვისაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია საინჟინრო გრაფიკისა და კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლა. სავარჯიშოების კრებულით სარგებლობა შეუძლიათ უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებსა და საინჟინრო გრაფიკით დაინტერესებულ პირებს.
კრებული ასევე განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან სინჟინრო გრაფიკასა და კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკას AutoCAD-ის გამოყენებით.
უაკ: 624.15:338.24
მეთოდურ მითითებებში განხილულია განსხვავბული ალგორითმის შვიდი კონკრეტული ამოცანა. ამოცანებში მოცემულია მათემატიკის მნიშვნელობანი სპექტრი, მათ შორის წრფივი და დიფერენციალური განტოლებები, ზღვრები, ინტეგრალური აღრიცხვა და სხვა მეთოდები. ამოცანების დაპროგრამებისას გამოყენებულია Excel-ის უჯრედის თვისებები, Visual Basic-ის ოპერატორები და მართვის ელემენტები, რომელთა მეშვეობით ხდება ამოცანების ამოხსნის პროცესის მართვა-ვიზუალიზაცია.
დამუშავებული პროექტი ასევე გამოიყენება ანალოგიური სახის ამოცანების ამოხსნისას. მოცემული პროექტი ღიაა და მას შეიძლება დაემატოს ახალი ამოცანები.მეთოდური მითითებები განკუთვნილია ეკონომიკისა და დაპროგრამების სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ეკონომიკის ამოცანებში მათემატიკის და Excel-ში Visual Basic-ის გამოყენების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.