უაკ: 656.1
Методическое пособие содержит 12 практических работ, целью которых является развитие теоретических знаний, вырабатывание практических навыков анализа и логического мышления у студентов.
Издание рассчитано для выполнения практических работ по учебному курсу “Основы сервиса сухо-путных транспортных средств”, предусмотренного просветительной программой “Транспорт” транспортного и машиностроительного факультета Грузинского технического университета.
უაკ: 546.629.3
დამხმარე სახელმძღვანელო დანიშნულებაა სტუდენტს გააცნოს და გაუღრმავოს უნარები სილიკატური პროდუქციის მიღებისათვის საჭირო ძირითად ტექნოლოგიურ ანგარიშებში (ნედლეულის ქიმიურ შედგენილობათა გამოსახვის და მისი შედგენი-ლობის გადაანგარიშების) ნაწარმის (მინა, კერამიკა, მჭიდა მასალები) კაზმის ანგარიშისას გამოყენებული მიდგომების, საწვავის თბოუნარიანობისა და მისი წვის პროცესში მოსალოდნელი ნამწვი აირების რაოდენობის დადგენის და სხვ.
მეთოდური მითითებები ორგანულადაა შერწყმული „სილიკატების ტექნოლოგიის საფუძვლების“ სალექციო კურსსა და ლაბორატორიულ სამუშაოებთან, ყველა ცალკეულ პრაქტიკულს ახლავს მაგალითი.
ნაშრომი გამიზნულია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისაა და ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. გამოცემა სასარგებლო იქნება როგორც საბაკალავრო, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისა და დამწყები ახალგაზრდა სპეციალისტებისთვისაც.
უაკ: 615.478
სალექციო კურსში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ბიომასალები. განიხილება ძვლის ენდოპროთეზირებაში გამოყენებული ბიომასალების (ბიოკერამიკა და ბიომინა) მიღების საფუძვლები და ტექნოლოგია, სტომატოლოგიური ფაიფურის, ფოსფატური გამაგრების და ახალი ბიოტექნიკური სტომატოლოგიური ცემენტის, სტომატოლოგიური მეტალოკერამიკის მიღება-გამოყენების თავისებურებანი.
გამოცემა გამიზნულია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ პროგრამა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულებით.
დამხმარე სახელმძღვანელო დისციპლინაში „სილიკატების ზოგადი ტექნოლოგია“ შექმნილია „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისა“ და „ქიმიის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
ლაბორატორიული სამუშაოების დანიშნულებაა, სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს სილიკატების ტექნოლოგიის ძირითადი დარგების: მინის, კერამიკისა და მჭიდა მასალების ზოგადი ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები. ექსპერიმენტის გზით სილიკატების ზოგადი ტექნოლოგიის აღნიშნული დარგების დამახასიათებელი მაჩვენებლების შესწავლა და განსაზღვრა დიდ დახმარებას გაუწევს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს საგნის ზოგადი საკითხების უკეთ დაუფლებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ის სასარგებლო იქნება მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და შესაბამისი დარგის საწარმოთა ახალბედა სპეციალისტებისთვის.
უაკ: 621
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობის სერვისი, მოცემულია ტექნოლოგიური მოწყობილობის რემონტისა და მონტაჟის საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებმა.
უაკ: 629. 45/46 0645 (075.8)
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედი სილაბუსის საკითხებს. მასში გადმოცემულია სამგზავრო პარკის და რეფრიჟერატორული სატვირთო ვაგონების ელექტრომოწყობილობათა ელექტროენერგიით მომარაგების სისტემები, დენზე მომუშავე მომხმარებლების ძირითადი მახასიათებლები, ექსპლუატაციის წესები და მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ელექტროენერგიით კვების ხელსაწყოები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ექსპლუატაციისას და მომსახურე პერსონალი უნდა ფლობდეს მათი გამოყენების ტექნოლოგიას, ასევე შრომის დაცვისა და პირადი უსაფრთხოების საკითხებს.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის (მოდული „სარკინიგზო ტრანსპორტი“) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ სარკინიგზო კოლეჯის სავაგონო მეურნეობის მექანიკოსის სპეციალობის სტუდენტებს და სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მუშაკებს.
უაკ: 665.63
სალექციო კურსში აღწერილია ნედლი ნავთობის მოპოვების, დამუშავების, ტრანსპორტირების, დამუშავებული ნავთობის პირველადი, მეორეული და ღრმა გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები და რეჟიმები.
ნავთობი განხილულია როგორც ერთ-ერთი ძირითადი ენერგორესურსი, მრავალი ორგანული ნივთიერების წარმოების და მრეწველობის არაერთი დარგის ნედლეულით უზრუნველყოფის უშრეტი წყარო. განხილულია აგრეთვე წარმოებული ნავთობპროდუქტების საექსპლუატაციო თვისებები და მათი გამოყენების პერსპექტივები ყოფა-ცხოვრებასა და მრეწველობაში.
კურსი მოიცავს ჩემი თანაავტორობით 2005 წელს ქართულ ენაზე გამოცემული პირველი სახელმძღვანელოს „ნავთობის გადამუშავების ტექნოლოგიური საფუძვლები“ მასალის ნაწილს და 2005 წლის შემდეგ ნავთობგადამუშავების სფეროში უახლესი პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების და მიმართულებების განხილვა-აღწერას.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების: „ქიმია“ და „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“ სტუდენტებისათვის.
უაკ: 004
დამხმარე სახელმძღვანელოში დეტალურად არის გადმოცემული AGDD/ XML გეომეტრიული აღწერების კონვერტაციის პროცედურა სტანდარტულ გრაფიკულ ფაილში (wrl). პირველ თავში აღწერილია კონვერტაციისათვის აუცილებელი რესურსების მომზადების ეტაპები, სადაც მიმოხილულია შესაბამისი პროგრამის ინსტალაცია და მასთან ლინუქსის დისტრიბუციის დაკავშირების გზა. მეორე თავში აღწერილია უშუალოდ კონვერტაციის პროცედურა, რომელიც ხორციელდება ორ ეტაპად: XML-დან GDML ფაილის მიღება და GDML ფაილის კონვერტაცია wrl ფორმატის ფაილში.
CERN-ში მიმდინარე ATLAS-ის ექსპერიმენტთან ერთად ასევე ხორციელდება აღნიშნული ექსპერიმენტის მოდელირება, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა მოდელირების პაკეტი. მოდელირების პაკეტებს ATLAS-ის დეტექტორის გეომეტრიული აღწერები მიეწოდება AGDD/XML ფაილის სახით.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 004.43
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის დაპროგრამების საშუალებები ენა Python-ზე. თეორიულ წანამძღვრებს თან სდევს პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები.
გამოცემა განკუთვნილია დაპროგრამების ენა Python-ზე გრაფიკული ინტერფეისის მქონე პროგრამების შემუშავების შესწავლის მსურველთათვის.