უაკ: 626/627
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კერძო, კონკრეტული ამოცანები, მდინარე ცხენისწყალზე ჰიდროკვანძის მშენებლობის მაგალითზე. საკურსო პროექტის შესრულების დროს სტუდენტმა სწორად უნდა დაგეგმოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ორგანიზაცია და წარმოება, კერძოდ, ჰიდროკვანძის ცალკეული ნაგებობების აგების მეთოდები და თანამიმდევრობა, სამუშაოთა მოცულობების გამოთვლა; მშენებლობის დირექტიული ვადების დადგენა, ძირითადი სამშენებლო მექანიზმებისა და მანქანების რაოდენობის განსაზღვრა; მშენებლობის საცხოვრებელი დაბისა და დამხმარე მეურნეობის ანგარიში და ა.შ.
წიგნი განკუთნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის სტუდენტებისათვის საკურსო სამუშაოების შესასრულებლად. მეთოდიკური მითითება შეიძლება გამოიყენოს სამშენებლო ფაკულტეტის სხვა სპეციალობის სტუდენტებმაც.
უაკ: 616-07
სალექციო კურსი მოიცავს მასალას, რომელშიც განხილულია საფრენი აპარატებისა და საავიაციო ძრავების მდგომარეობის განსაზღვრის ხერხები და საშუალებები.
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ტექნიკური გაზომვების პროცესებს, რომელებსაც იყენებენ ტექნიკური მომსახურების, რემონტის და წარმოების პროცესში, აგრეთვე განხილულია თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები - ენდოსკოპები, ულტრაბგერითი კონტროლის ხელსაწყოები, სხვა სახის ტექნიკა, რომელსაც იყენებენ ურღვევი კონტროლის ჩატარებისას.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 629.735.33
სალექციო კურსში განხილულია საფრენი აპარატების წარმოების პროცესში გამოყენებული აწყობის მეთოდები და საშუალებები. აღწერილია საამწყობო სამუშაოების თავისებურება, მოცულობა და ეფექტურობის გაზრდის გზები; მოცემულია აგრეთვე აწყობის ძირითადი ბაზები. მოყვანილია გამოყენებული აწყობის მეთოდების სიზუსტის განმსაზღვრელი ფორმულები, რაც შედარებითი ანალიზის საშუალებას იძლევა საკურსო სამუშაოების შესრულებისათვის; განხილულია საამწყობო სამარჯვების ძირითადი კონსტრუქციული სქემები, შემადგენელი ელემენტების კონსტრუქციები; მათი გამოყენების არეები; სამარჯვების სიხისტის გაანგარიშების მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.774.35
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების გლინვის თეორიის კანონზომიერებები, ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური ინსტრუმენტის კონსტრუქციები და აღჭურვილობა. დამხმარე სახელმძღვანელოში შესულია როგორც ლითონის პლასტიკურ დეფორმაციასთან დაკავშირებული ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების, ისე დამხმარე ოპერაციების დაგეგმარების საკითხები, მათი გეომეტრიული, დეფორმაციული, კინემატიკური და ენერგოძალოვანი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკები. დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს სხვადასხვა პროფილის გლინვის ტექნოლოგიური პროცესის გაანგარიშების მეთოდიკას.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მასალათმცოდნეობისა და მასალების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 631.425
სალექციო კურსში აღწერილია ქანების შედგენილობა და აღნაგობა, მათი კლასიფიკაციები და თვისებების განსაზღვრის მეთოდები. განსაზღვრულია ქანების ბაზური ფიზიკური და ტექნოლოგიური თვისებები: ფორიანობა, ბზარიანობა, ნაცრიანობა, არაერთგვაროვნება, ანიზოტროპიულობა, სიმკვრივე, მოცულობითი წონა, ხვედრითი წონა, სიმაგრე, სისალე, აბრაზიულობა, ბურღვადობა, ფხვიერადობა, ყინვამედეგობა, ჯირჯვადობა, გამოფიტვა; ქანების მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგნიტური, რადიაციული, ჰიდრო- და აეროდინამიკური თვისებები. განხილულია ქანების შედგენილობისა და აღნაგობის გავლენა მათ თვისებებზე.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 551.1/.4
სალექციო კურსში მოცემულია ქანთა მასივებში მიმდინარე ბუნებრივი ფიზიკური და სპეციალური ტექნოლოგიური პროცესები. კერძოდ, დრეკადი ტალღების ფორმირებისა გავრცელების კანონზომიერებები; თბური, ელექტრული და მაგნიტური ველების ზემოქმედება ქანთა მასივებზე; სითხეები და გაზები ქანთა მასივებში, მათი გადაადგილების თავისებურებები; ქანთა მასივებში მიმდინარე რადიაციული პროცესები; ბუნებრივ ძალთა და დეფორმაციათა ველები. მათი ცვლილების თავისებურებები ქანთა მასივებზე სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური ზემოქმედების პროცესში; სამთო წნევა, სამთო დარტყმა, ნახშირისა და ქანის უეცარი გამოტყორცნა; ქანების თვისებების ურთიერთკავშირი და მათი გავლენა მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე. ნაჩვენებია ქანთა მასივებში ფიზიკური პროცესების მიმდინარეობის კანონზომიერებათა სამთო საქმეში გამოყენების შესაძლებლობები და კონკრეტული მაგალითები.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 551.21:550.344.42
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია XX საუკუნის მნიშვნელოვანი მიწისძვრები და მათგან გამოწვეული ცუნამები. საუბარია ვულკანების ტიპებსა და მათი წარმოშობის პირობებზე, აგრეთვე ვულკანოგენური პროცესების შესახებ სხვა პლანეტებზე.
წიგნი საინტერესო იქნება გეოფიზიკოსების, სეისმოლოგების, ეკოლოგების, ვულკანოლოგებისა და სხვა მონათესავე დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 721.011.1
დამხმარე სახელმძღვანელოს მიზანია გაუადვილოს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 666.971.4
სალექციო კურსის დანიშნულებაა სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს ცემენტის და სხვა მჭიდა მასალების მიღებისა და გამოყენების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, ასევე წარმოების ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც საგნობრივი გეგმით (სილაბუსით) არის გათვალისწინებული.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.