image
Е. Бараташвили, А. Абралава, М. Чечелашвили, И. Махарашвили

ИННОВАЦИОННЫЙ БИЗНЕС

უაკ: 338.2

Данное учебное пособие составлено с учетом того, что в настоящее время стержнем большинства программ социально-экономического развития Грузии, как и многих других постсоветских стран, является замена централизованного планирования экономической деятельности системой децентрализованных инициатив субъектов экономики. Авторы развивают мысль, что объединение таких инициатив в единую программу является одной из первоочередных задач государства в переходный период.

Кроме декларации этой идеи, авторы отмечают, что сегодня необходимо вести очень большую организаторскую работу, которая предполагает содействие социально-экономической реконструкции, росту квалификации кадров, формированию социально-экономического контекста, при котором участие отдельных граждан и общественных групп в преобразованиях диктовались бы стремлением удовлетворить собственные интересы. Достижение и осуществление всего вышесказанного можно обеспечить лишь скорейшим развитием инновационного бизнеса – одного из инструментов социально-экономического развития страны.

Учебное пособие составлено по электронным изданиям, статьям и другим источникам, размещенным в сети. Компилированный материал помогает студентам бакалавриата и магистратуры экономить время на поиски учебного материала.

 

 

image-1
დ. თევზაძე, ა. გიგინეიშვილი

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებადობაზე კვლევა

უაკ: 622.7

სალექციო კურსში განხილულია გამდიდრებადობაზე წიაღისეულის კვლევის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით გამდიდრების მეთოდების შერჩევა. მოცემულია შესაბამისი აპარატურის შერჩევის პროცესში მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის გაკეთება, მიღებული შედეგების შეჯერებითა და სინთეზით დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების რეკომენდებული სქემის შედგენა, სასწავლო კურსის შესწავლის პროცესის თანამიმდევრული და მრავალმხრივი შეფასება.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. ის დიდ დახმარებას გაუწევს სამთო, გეოლოგიური და მეტალურგიული პროფილის უმაღლესი განათლების სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image-1
დ. ტალახაძე, დ. თევზაძე

წიაღისეულის გამდიდრების ფლოტაციური ტექნოლოგიის კვლევა და ფლოტორეაგენტების ტექნოლოგია

უაკ: 622.765.06

სალექციო კურსში მოცემულია ფლოტაციური რეაგენტების დახასიათება და მათი გამოყენების სფერო. აღწერილია ფლოტაციური რეაგენტების მომზადების ტექნოლოგია, განხილულია ფლოტაციურ პულპაში მიმდინარე ქიმიური ურთიერთობები, რომელიც გავლენას ახდენს ფლოტაციური პროცესების სელექციურობასა და ეფექტურობაზე.

გამოცემა განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, დ. თევზაძე

წიაღისეულის გამდიდრების სპეციალური და კომბინირებული მეთოდებით კვლევა

უაკ: 622.771

სალექციო კურსში მოცემულია წიაღისეულის გამდიდრების სპეციალური და კომბინირებული მეთოდების მნიშვნელობა სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისათვის. განხილულია დახარისხების მეთოდის ფიზიკური საფუძვლები; სასარგებლო წიაღისეულის დახარისხების მეთოდის ძირითადი ამოცანები და მათი თავისებურებანი; წიაღისეულის მინერალთა გარეგნული ნიშნების მიხედვით დახარისხება; რადიომეტრული მეთოდი; სასარგებლო წიაღისეულის მინერალების არჩევითი დაშლა; სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ფლოტაციურ-გრავიტაციული და მაგნიტურ-ფლოტაციური მეთოდები. ელექტრული სეპარაცია. კეთილშობილი და ფერადი ლითონების მადნების გამოტუტვა.

გამოცემა განკუთვნილია „სამთო და გეოინჟინერიის“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. ის აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსის მიხედვით.

 

 

image-1
ს. გველესიანი

საიუველირო და სანახელავო ქვების საბადოები

უაკ: 671.12

სალექციო კურსი წარმოადგენს სახელმძღვანელო რესურსს გამოყენებითი გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ამ სალექციო კურსში განხილულია მსოფლიოში ცნობილი საიუველირო და სანახელავო ქვების საბადოები; მოცემულია საბადოების გენეტური და სამრეწველო კლასიფიკაცია; აღწერილია საბადოთა გეოლოგიური აგებულება, დახასიათებულია სასარგებლო წიაღისეულის შემცველი გეოლოგიური სხეულები, სასარგებლო კომპონენტების - ფერადი ქვების კრისტალების და სხვა სახის აგრეგატების ფორმა, ზომა, ფერი, ხარისხი, ჩამოთვლილია თანამდევი მინერალები, განსაზღვრულია საბადოს ან მადანგამოვლინების სამრეწველო დანიშნულება.

 

 

image-1
გ. ტაბატაძე

ნანო- და მიკროსტრუქტურული კომპოზიციური მასალები

უაკ: 621.763

სალექციო კურსი ნანო- და მიკროსტრუქტურული კომპოზიციური მასალები შედგენილია სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სილაბუსის მიხედვით. მასში განხილულია მიკროსტრუქტურული და ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების კლასიფიკაცია, თვისებათა თავისებურებანი და მიღების მეთოდები.

სალექციო კურსი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვის.

 

 

image-1
ნ. ნიჟარაძე

კომპოზიციური მასალების წარმოების პროცესები და აპარატები

უაკ: 621.763

სალექციო კურსი შედგენილია სამაგისტრო პროგრამის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით და მასში განხილულია ძირიადი საკითხები კომპოზიციური მასალების პროცესებისა და აპარატების შესახებ: თბური აგრეგატები, მათი სახეობები და მიმდინარე პროცესების თავისებურებანი.

გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
დ. ბაქრაძე

შესავალი სპეციალობაში
საბაკალავრო პროგრამა მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის

უაკ: 624

სალექციო კურსში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მშენებლობის ეკონომიკა, მშენებლობის მართვის საფუძვლები, მენეჯმენტის საფუძვლები, სამშენებლო წარმოების დაგეგმვა, სამშენებლო წარმოების ორგანიზაცია და მართვა. თითოეული საკითხი შეიცავს სამ სალექციო ნაწილს. მაგალითად, მშენებლობის ეკონომიკაში: საინვესტიციო საქმიანობა და მისი ეფექტურობის ძირითადი პრინციპები; ფასწარმოქმნის მექანიზმის თავისებურებები მშენებლობაში; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სტრუქტურა. ასეთივე სახით არის წარმოდგენილი დანარჩენი საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ სალექციო კურსი სრულად პასუხობს შესაბამისი სილაბუსისა და საბაკალავრო პროგრამა მშენებლობის მენეჯმენტის მოთხოვნებს.

სალექციო კურსი განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამა მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. სუჯაშვილი

მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში

უაკ: 65:658.386.4

დამხმარე სახელმძღვანელო ეძღვნება სპეციალურ სამსახურში მართვასა და დელეგირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, წარმოდგენილია სპეციალურ სამსახურებში მართვის თავისებურებები, რეკომენდაციები და წინადადებები.

ნაშრომი განკუთვნილია საგანმანათლებლო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველებისთვის.

სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯემალ გახოკიძის საერთო რედაქციით