უაკ: 624.55:624.071.2
მეთოდიკური მითითებები შემუშავდა სტუდენტების დასახმარებლად საკონტროლო სამუშაოების შესრულებასა და საკურსო და სადიპლომო პროექტების შედგენისას სამთო სატრანსპორტო მანქანების კურსში. გამოცემა განკუთვნილია ღია სამთო სამუშაოების (09.05); მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის (09.04); სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (09.03); სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა დამუშავების (09.02); სამთო მანქანებისა და მოწყობილობის (17.01); სამთო ელექტრომექანიკური მოწყობილობისა და ავტომატიზაციის (21.05) სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 535.853:543.42
სალექციო კურსში განხილულია რადიოსიხშირეთა სპექტრის მართვის ადმინისტრაციული, თეორიული და პრაქტიკულ-ინჟინრული აქტუალური საკითხები, როგორიცაა: სიხშირული დიაპაზონების დახასიათებები; სიხშირეთა საერთაშორისო რეგულირება; რადიოსიხშირული დიაპაზონების დაყოფა სიხშირულ ზოლებად, პრაქტიკული გამოყენების მიზნით; რადიოსიხშირეთა გავრცელების მოდელები და მათი თავისებურებები; მოცემულია რადიოსიხშირული გეგმების შედგენა რადიოგამოსხივების კლასების შესაბამისი სისტემებისთვის; განხილულია რადიოსიხშირულ ზოლში სიხშირული არხების ფორმირება თანაბარი, არათანაბარი და ერთგვაროვანი განაწილების მეთოდებით, ასევე რადიოსიხშირული რესურსის მართვის და რეგულირების იურიდიული საფუძვლები, სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი; სიხშირეთა მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების ადმინისტრაციული და სპექტრული ინჟინერიის ამოცანების პრაქტიკული განხორციელება, სხვადასხვა სიხშირული დაგეგმარების გაანგარიშება.სალექციო კურსი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის (ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები), რომლებიც შეისწავლიან რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვისა და რეგულირების თეორიულ, პრაქტიკულ და ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საფუძვლებს.
უაკ: 330.115
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო სისტემების მათემატიკური მოდელირების, მართვისა და სტრუქტურის ანალიზის მეთოდები. მოყვანილია Q-ანალიზის მეთოდის გამოყენების მაგალითები საგადასახადო, საარჩევნო, ეკონომიკური და სხვა სისტემების მათემატიკური მოდელებისა და მართვისათვის.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების ყველა საფეხურის სტუდენტთათვის. ვფიქრობ, წიგნი გარკვეულ დახმარებას გაუწევს მათემატიკური მოდელირებისა და მართვის სისტემებით დაინტერესებულ სპეციალისტებს და ახლგაზრდა მეცნიერებს.
უაკ: 621.774.35
სალექციო კურსში მოცემულია სამჭედლო-საშტამპავი მოწყობილობების ზოგადი კლასიფიკაცია და სტრუქტურა. განხილულია: ორთქლ-ჰაერის უროები, მის დამცემ ნაწილზე მოქმედი ძალები, ორთქლ-ჰაერის უროების კონსტრუქცია და ძირითადი დეტალები, პნევმატიკური, აირჰიდრავლიკური დიდი სიჩქარის უროები და აფეთქების იმპულსური მანქანები, ფრიქციული უროები, ჰიდრავლიკური წნეხები, მათი ძირითადი კვანძები, მრუდმხარა მანქანები და მათი ძირითადი კვანძები, ჰორიზონტალურ-საჭედი მანქანები, მრუდმხარა ფურცელსაშტამპი წნეხები, მღუნავი მანქანები და საკვერი წნეხები.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 656.223(02)
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედი სილაბუსის საკითხებს. გადმოცემულია სავაგონო პარკის ძირითადი ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლები და მათი მოვლა-შენახვის წესები ექსპლუატაციის პირობებში. აღწერილია სატვირთო, სამგზავრო და სპეციალიზებული (რეფრიჟერატორული) ვაგონების ძირითადი კვანძების (ძარა, ჩარჩო, სავალი ნაწილი, დამრტყმელ-საწევი მოწყობილობა, ელექტრომოწყობილობანი, მუხრუჭები) მოსალოდნელი დაზიანებები, მათი აღმოჩენის და აღმოფხვრის მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაგონების დატვირთვაზე მომზადების და მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურების საკითხებს, ასევე ვაგონების მიმდინარე ახსნითი შეკეთების ტექნოლოგიებს. ცალკე თავში განხილულია ამ სფეროში დასაქმებული პერსონალის შრომის დაცვის და პირადი უსაფრთხოების საკითხები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის (მოდული „სარკინიგზო ტრანსპორტი“) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ რკინიგზის ტრანსპორტზე დასაქმებულ სავაგონო მეურნეობის მუშაკებს და სარკინიგზო კოლეჯის სავაგონო მეურნეობის მექანიკოსის სპეციალობის სტუდენტებს.
უაკ: 321
დამხმარე სახელმძღვანელო „ქართული დემოკრატიის თავისებურებანი“ ეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - დემოკრატიის პრობლემებს და ქართული პოლიტიკური სპეციფიკიდან გამომდინარე იკვლევს დემოკრატიის განვითარების თავისებურებებს საქართველოში, დაწყებული დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან თანამედროვე ეტაპამდე. ნაშრომში განხილულია ქართული დემოკრატიის იდეის ევოლუციის ეტაპები საქართველოს პირველი პირების მოღვაწეობის ანალიზის ფონზე. ნაშრომში გამოწვლილვითაა მოცემული ქართული პოლიტიკური აზრის განვითარების ეტაპები დინამიკაში დემოკრატიზაციის განვითარების მიმართულებით და ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ყველაზე ცხელი თემები. ამ პოლიტიკური პროცესების ინტერპრეტაციის სფუძველზე ჩამოყალიბებულია ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია არა მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერებების შემსწავლელი სტუდენტებისათვის, არამედ პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.
უაკ: 343 (479.22)
ლექციების კურსში ავტორები მიუთითებენ საქართველოში განხორციელებული სამართლებრივი რეფორმის მიზანზე, საზოგადოებაში დემოკრატიული გარდაქმნის შეუქცევადობასა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მნიშვნელობაზე. განხილულია ზოგადი თეორიის ძირითადი საკითხები, სისხლის სამართლის საბაზო ცნებები და ინსტიტუტები: სისხლის სამართლის კანონი, დანაშაულის მოძღვრების საგანი, კვალიფიკაცია (სუბსუმცია), სისხლის სამართლის რეგულირების სისტემა, მართლწინააღმდეგობისა და ბრალუნარიანობის, დაუმთავრებელი დანაშაულის და თანამონაწილეობის ინსტიტუტების პრობლემური საკითხები, ყურადღება ეთმობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ისეთ სპეციფიკურ ინსტიტუტს, როგორიცაა „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“ და სხვ.ნაშრომი მომზადებულია საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და უახლესი შეხედულებების საფუძველზე. იგი დაწერილია მარტივად, არ არის გადატვირთული ძნელად აღსაქმელი თეორიებით, ადვილად გასაგებია. განკუთვნილია იურიდიული სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 541.11
საგამოცდო ტესტების კრებულში მოცემულია ფიზიკური ქიმიის კურსი ორ ნაწილად. პირველში განიხილება ქიმიური თერმოდინამიკის, ქიმიური და ფაზური წონასწორობის, ხოლო მეორეში - ხსნარების ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის საკითხები. განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის 05, 06, 07, 30 და 50 პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
ტესტები შედგენილია ავტორთა შემდეგი ჯგუფის მიერ: მეორე კურსის დოქტორანტი ნ. ანდღულაძე (სადოქტორო პროგრამის შესაბამისად სილაბუსის შემდგენელი), ფიზიკური ქიმიის კურსის სალექციო, პრაქტიკუმებისა და ლაბორატორიების წამყვანი პროფესორები: ა. სარუხანიშვილი (საერთო ხელმძღვანელი და რედაქტირება), ვ. გორდელაძე (პირველი სარეიტინგო შეფასების ტექსტის შედგენის ხელმძღვანელი), მ. წეროძე (მეორე სარეიტინგო შეფასების ტექსტის შედგენის ხელმძღვანელი), აკად. დოქტორი ლ. ებანოიძე (კომპიუტერული უზრუნველყოფა).