უაკ: 553.21:553.27
სალკექციო კურსში მოცემულია მოკლე ცნობები ფენოვან საბადოთა მიწსქვეშა დამუშავების ტექნოლოგიის შესახებ. გაშუქებულია მარგი წიაღისეულის მარაგები და დანაკარგები; გადმოცემულია შახტის ველების სართულებად დაყოფა და მათი დამუშავების თანმიმდევრობა. აღწერილია საშახტე ველების გახსნის ძირითადი საკითხები; განმარტებულია ფენოვან საბადოთა დამუშავების სისტემები და მათი კლასიფიკაცია. მოცემულია სქელი ფენების განივ-დახრილ შრეებად დამუშავების სისტემები.ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.271
სალექციო კურსში გაშუქებულია ღია სამთო სამუშაოების დაპროექტების მეთოდები და ორგანიზაცია. ყურადღება გამახვილებულია დაპროექტების თეორიულ და მეთოდიკურ საფუძვლებზე. განხილულია დროის ფაქტორზე დამოკიდებული ტექნიკური ვარიანტების გადაწყვეტა და ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება.გამოცემა განკუთვნილია „ღია სამთო სამუშაოების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი პრაქტიკულ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს სამთო საწარმოთა ინჟინერტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 62-5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ავტომატური რეგულირების თეორიის წრფივი სისტემების გარკვეული საკითხები, კერძოდ, ავტომატური სისტემების მოდელირებისა და ანალიზის საკითხები.ნაშრომი „ავტომატური რეგულირების თეორიის საფუძვლების“ პრაქტიკული დანიშნულების სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი ნაწილია.გამოცემა განკუთვნილია „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 621.774.35
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების ძირითადი პროცესები, ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მოწყობილობის კონსტრუქციები. გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების „მასალათმცოდნეობისა და მასალების დამუშავების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 6:534
მოცემული ამოცანათა კრებული „რხევების გამოყენებით თეორიაში“ განიხილავს ზღვრული თავისუფლების ხარისხის მქონე რხევითი სისტემების კვლევის საკითხებს. მასში აგრეთვე გაანალიზებულია სისტემათა რხევების პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები.კრებული გათვალისწინებულია „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 664.539
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების ფხვიერი პროდუქტების ზოგიერთი ფიზიკურ-მექანიკური და რეოლოგიური თვისების გამოსაკვლევი ორიგინალური კონსტრუქციები. დამუშავებულია პროდუქტების აღნიშნული თვისებების კვლევის მეთოდიკა, მოყვანილია შესაბამისი ფორმულები და ცხრილები.წარმოდგენილი ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდიკური მითითებების მიზანია, სტუდენტს გააცნოს კვების საწარმოთა მოწყობილობების გაანგარიშებისა და კონსტრუირებისათვის აუცილებელი მახასიათებელი სიდიდეების შესწავლის მეთოდიკა და სათანადო ხელსაწყოები.წიგნი განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, იგი დახმარებას გაუწევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, სპეციალური საგნების შესწავლის დროს და დოქტორანტებს – სამეცნიერო სამუშაოების შესრულებაში.
ზ. ჯაფარიძე ლაბორატორიული სამუშაო # 8, 9; თ. მეგრელიძე _ # 4; გ. ბერუაშვილი _ # 5, 7; კ. მირაზანაშვილი # 1, 2; გ. გოლეთიანი # 3.
უაკ: 621.514
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული როტაციული ტიპის კომპრესორული მანქანები. მოცემულია ფირფიტებიანი და სითხის რგოლიანი როტაციული კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენა. წარმოდგენილია როტაციული კომპრესორების კონსტრუქციები, მათი მუშაობის თავისებურებანი. აღწერილია როტაციული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და მოცემულია მათი გაანგარიშების თანამიმდევრობა. გამოცემა განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგანში „როტაციული კომპრესორები“ „სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 621.57:621.56
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟის გაანგარიშების მაგალითები: სამაცივრო კამერების საიზოლაციო მასალების, დანადგარების ფუნდამენტების, სამფაზიანი ძრავების და ავტომატიკის ხელსაწყოების სამონტაჟო ტექნოლოგიები.გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: „სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექმომსახურება“, „დგუშიანი კომპრესორები“, „როტაციული კომპრესორები“ და „ხრახნული კომპრესორები“. მეთოდიკური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.
უაკ: 664:62-223.6
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული პროცესები და აპარატები. მოცემულია ტექნოლოგიური პროცესების და შესაბამისი მანქანა-აპარატების მუშაობის თეორიული საფუძვლები, ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები. წარმოდგენილია მანქანებისა და აპარატების კინემატიკური გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.გამოცემა განკუთვნილია „კვების პროდუქტების წარმოების პროცესები და აპარატების“ კურსის პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამა „კვების მრეწველობის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.