უაკ: 681.325.6
სალექციო კურსის შესწავლის ძირითადი საგანია არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეების და მიმართებების თეორიის საფუძვლები.განხილულია კლასიკურ სიმრავლეთა და მიმართებათა თეორიის ელემენტები, მოცემულია ფაზი სიმრავლეების განმარტებები, ნაირსახეობები, ყველა ძირითადი ოპერაცია, მოყვანილია ფაზი ლოგიკის ფუძემდებლის ლოტფი ზადეს განზოგადების პრინციპი. დეტალურად გარჩეულია ფაზი ოპერატორები: სამკუთხა ნორმები, სამკუთხა კონორმები, გასაშუალოების ოპერატორები.მოცემულია ფაზი მიმართების განმარტება და ფაზი მიმართებების ნაირსახეობანი, მათი თვისებები და ოპერაციები ფაზი მიმართებების მესერზე.თეორიულ მსჯელობებს თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები, რომელთა ამოხსნები უფრო განამტკიცებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ის გამოადგება, აგრეთვე, ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.
უაკ: 625.7/.8
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია ასფალტბეტონის შესახებ. განხილულია როგორც ასფალტბეტონი, ისე მისი დამზადებისთვის საჭირო ორგანული და მინერალური მასალების თვისებები, ცხელი ასფალტბეტონის ნარევის დამზადების ტექნოლოგია, მისი ტრანსპორტირების თავისებურებანი და გამოყენების არეალი. წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს საგზაო მშენებლობაზე დასაქმებულ ორგანიზაციების ინჟინრებს და სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან ამ სპეციალობას.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია WEB საიტების ვიზუალურ დაპროექტებაში ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად Macromedia Dreamweaver რედაქტორის გამოყენება. მასში მოყვანილია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა. საილუსტრაციო მასალა აადვილებს ჩასატარებელი ლაბორატორიული სამუშაოების გაგებას და შესრულებას. ყველა სამუშაოს თან ერთვის საკონტროლო კითხვები და ინდივიდუალური დავალებები. წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე WEB საიტების შექმნით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 621.38
ნაშრომში განხილულია დოკუმენტების ფორმირების, გაფორმებისა და მისი სტრუქტურის დამუშავების საშუალებები. რეკომენდებულია W3C ორგანიზაციის მიერ. ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოიყენება რედაქტორი notepad ++, რომლის ჩამოტვირთვასაც სტუდენტი შეძლებს უფასოდ https://notepad-plus-plus.org საიტიდან. წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. იგი გამოადგებათ შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.
უაკ: 728.12
წიგნში მოცემულია მთის სოფლის დაპროექტების ძირითადი პრინციპები. აღნიშნულია, რომ მთის სოფლის დაპროექტებისას მნიშვნელოვანია მისი ფუნქციური ზონების განლაგება რელიეფის სხვადასხვა დონეზე, ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაცია, მომსახურების ობიექტების დაპროექტება, კლიმატისა და მიკროკლიმატის გათვალისწინება და ა.შ.ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის III კურსის სტუდენტებისათვის.
უაკ: 711.168
წიგნში მოცემულია ქალაქის თანამედროვე სტრუქტურაში ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქციის მიზნები, ამოცანები და მეთოდები, აგრეთვე საპროექტო მოცემულობები: „ავლაბრის უბნის რეაბილიტაცია“ და „მთაწმინდის უბნის რეკონსტრუქცია“. ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 92
განგების ძალით ისე მოხდა, რომ 2017 წელს, შესაბამისად აპრილსა და მაისში, ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელგანთქმული ქართული სკოლის ორ თვალსაჩინო წარმომადგენელს – აკადემიკოს ილია ვეკუასა და პროფესორ ალექსი გორგიძეს შეუსრულდათ დაბადებიდან 110 წელი. მაგრამ მხოლოდ ეს თარიღი როდი აერთიანებდა მათ. 1924–1929 წლებში ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკური განყოფილების სტუდენტები და ბრწყინვალე მათემატიკოს-პედაგოგთა ოთხეულის: ანდრია რაზმაძის, ნიკო მუსხელიშვილის, გიორგი ნიკოლაძისა და არჩილ ხარაძის მოსწავლეები იყვნენ. თანაკურსელები სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ.
უაკ: 53
Part 1 of appropriate guidance is written in accordance to program of physics (mechanics, mechanical oscillations and elastic wave, molecular physics and thermodynamics, electrostatics and laws of direct current) for the students of nonphysical, engineering specialties of Georgian Technical University. The book contains the basic notions of classical physics which is given in the popular, acceptable style. The book will be useful for them who show the interest in general physics.
უაკ: 629.113.05.621.38
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია თანამედროვე ავტომობილის ელექტრონული სისტემები, მათი როლი ელექტრული და მექატრონული სისტემებისა და მოწყობილობების მართვაში. სხვადასხვა მარკის თანამედროვე მსუბუქი ავტომობილების მაგალითზე განხილულია ამ სისტემების მუშაობის პრინციპები, ფუნქციური ბლოკსქემები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც ტრანსპორტის სპეციალობების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ისე ავტოტრანსპორტის დარგის მუშაკთა და საკითხით დაინტერესებული ავტომოყვარულებისათვის.