უაკ: 669.33
სახელმძღვანელო სტუდენტს გააცნობს ზოგიერთი პროცესის თეორიის და პრაქტიკის იმ ძირითად დებულებებს, რომლებიც გამოიყენება მძიმე ფერადი ლითონების მიღების თეორიასა და პრაქტიკაში. მთავარი ყურადღება ეთმობა განსახილველი პროცესების ჩატარების მეთოდიკის აღწერას, მიღებული შედეგების დამუშავებას და პრაქტიკულ გამოთვლებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის, „ფერადი ლითონების მეტალურგიის“ მიმართულების ბაკალავრებისთვის და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.
უაკ: 621
ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა დამყარებულია ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ცოდნის სისტემატურ და ოპერატიულ კონტროლზე. ყველაზე სრულყოფილად ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს ტესტირების გამოყენებით.ტესტირების სტანდარტული მეთოდი წარმოადგენს ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების ცოდნის დონის შეფასების საუკეთესო საშუალებას.დამხმარე სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე დოქტორანტების ცოდნის შესაფასებლად საგნებში „მანქანათმცოდნეობა“ და „მანქანათა ნაწილები“.
უაკ: 681.3.06.
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია კომპანია ITEAD STUDIO-ს ერთ-ერთი საინტერესო პროექტი – ფერადი, თხევადკრისტალური დისპლეი სახელწოდებით Nextion HMI პანელი, შეხების რეზისტული სენსორითა და საკუთარი ჩაშენებული კონტროლერით, რომლის მართვაც ხდება „Nextion HMI“UART-ის გამოყენებით. ამ პანელის პროექტი წარდგენილ იყო კრაუდფანდიგურ პლატფორმაზე Indiegogo და განცხადებული 20000 დოლარის ნაცვლად მოაგროვა 45000 დოლარზე მეტი.ამ დისპლეის, მიუხედავად თავისი დემოკრატიული ფასისა, აქვს მძლავრი შესაძლებლობები, რომლებიც ძალზე მჭიდროდ უახლოვდება სამრეწველო HMI პანელების შესაძლებლობებს, ხოლო მისი რედაქტორი წარმოადგენს პრაქტიკულად სრულფასოვან SCADA სისტემას. პროგრამა FLProg-ის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მასში ინტეგრირებულია ამ პანელის გამოყენების შესაძლებლობები და ამიტომ, ამ დამხმარე სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტებს თუ როგორ უნდა ამ პანელთან მუშაობა და როგორ იმართოს იგი FLProg პროგრამის გამოყენებით და პირიქით.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-5
ნაშრომში განხილულია საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის, აგრეთვე ნაწარმის და პროცესების ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტისას გამოყენებული რაოდენობრივი მეთოდები, რომლებიც ეხმარება მენეჯერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აერთიანებს 15 ლაბორატორიული სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო მასალას, რომლებიც წარმოდგენილია ცალკეული თემატური ამოცანების სახით, ყველა ამოცანას მოკლე თეორიულ ნაწილთან ერთად, თან ახლავს POM QM for WINDOWS პროგრამულ გარემოში შესასრულებელი ლაბორატორიული სამუშაოების აღწერა. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სამუშაოების თემატიკა მეტად ფართოა, დაწყებული პროგრამული პაკეტის POM QM for WINDOWS ინტერფეისის და მისი გამოყენების შესწავლიდან, დამთავრებული ისეთი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტით, როგორიცაა მწარმოებლურობის და საიმედოობის შეფასება, სამუშო დროის ნორმირება, წაუგებლობისა და გადაწყვეტილების ანალიზი, აგრეგირებული დაგეგმვა, მარაგების მართვა, ხარისხის სტატისტიკური კონტროლი და საწარმოო ხაზის სიმძლავრის და დატვირთვის დაბალანსება. ნაშრომში აღწერილი პროგრამული სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ნებისმიერი მენეჯერული სასწავლო კურსისთვის პრაქტიკული მეცადინეობების პროგრამის შესადგენად.
უაკ: 664
დამხმარე სახელმძღვანელოში გლობალური მასშტაბით განხილულია: კვების პროდუქტების ეკოლოგიური სისუფთავე და ბიოლოგიური სრულფასოვნება, პროდუქციის ნიშან-თვისებათა ერთობლიობა; კვების პროდუქტების იურიდიული ბუნება და ძირითადი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები; კვების პროდუქტების უვნებლობის ძირითადი პრინციპები ევროკავშირსა და საქართველოში; ძირითადი სასაქონლო პროდუქციის ექსპერტიზა.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის (ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი) ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული დარგის მიმართულებებით დოქტორანტებსა და წამყვან სპეციალისტებს.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია 12 ლაბორატორიული სამუშაოს აღწერა და ჩატარების თანამიმდევრობა. ლაბორატორიული სამუშაოები განხორციელებულია ისეთი თანამედროვე ტექნიკის ბაზაზე, როგორიცაა QNET მოდულები და NI ELVIS ლაბორატორიული სადგური.ნაჩვენებია, რომ ინტელექტუალური სენსორები ოცნება კი აღარ არის, არამედ ისინი უკვე შემოვიდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი დამუშავება და წარმოება არის ხელსაწყოთმშენებლობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქვედარგი. ყოველ ლაბორატორიულ სამუშაოს, დამატებით, ექსპერიმენტის სახით ერთვის ეფექტური ილუსტრაციები, სავარჯიშოები და საკონტროლო კითხვა-პასუხი.წიგნი განკუთვნილია „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით გამოიყენოს, აგრეთვე, იმ მსენელმა ვისთვისაც აღნიშნული საგანი არის დამხმარე დისციპლინა.
დამხმარე სახელმძღვანელო „ანალოგური სიგნალების ციფრული დამუშავება“ შედგება შესავლისა ოთხი თავისაგან. პირველ თავში მოცემულია ანალოგური სიგნალების დისკრეტიზაციის თეორიული საფუძვლები. მეორე თავში განხილულია ციფრული სიგნალების სტატიკური და დინამიკური მახასიათებლები. მესამე თავში მოყვანილია ანალოგური სიგნალების ციფრულ ფორმაში გარდაქმნის ძირითადი სქემები და გაანალიზებულია მათი მუშაობის პრინციპები. მეოთხე თავი დათმობილი აქვს ანალოგური სიგნალების ციფრული დამუშავების საყრდენი ძაბვის წყაროების ანალიზს. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 515:76
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საინჟინრო გრაფიკის პროგრამით განსაზღვრულ პირველ და მეორე ნაწილებს.წიგნი გათვალისწინებულია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების იმ სპეციალობათა სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო გეგმებში საინჟინრო გრაფიკა ცალკე დისციპლინად არის შეტანილი.
უაკ: 621.38
განხილულია ანალოგიური ფუნქციური კვანძებისა და მოწყობილობების ვირტუალური მოდელირება NI ELVIS II - ის ლაბორატორიული კომპლექსის გამოყენებით. მითითებები მოიცავს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპატრამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.