image-1
ვ. ბოგველიშვილი, ჯ. იოსებიძე, ზ. ბოგველიშვილი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება როგორც მსოფლიოს გლობალური პრობლემა და საქართველოში მისი უზრუნველყოფის პერსპექტიული ღონისძიებები

უაკ: 656.13.02

დამხმარე სახელმძღვანელოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე განხილულია მსოფლიოსა და საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობა, ასევე მისი ამაღლების გზები და საშუალებები.
განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისათვის, ისე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ლ. ტოკაძე, ი. კაროიანი

მაგალითების კრებული Microsoft Visual Studio C# პროგრამული გარემოსთვის I ნაწილი

უაკ: 681.3

Microsoft Visual Studio C# პროგრამული გარემო კომპიუტერული პროგრამების დამუშავების საკმაოდ პოპულარული საშუალებაა. დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა შინაარსის მაგალითები, რომლებიც შედარებით უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. აღწერილია ფორმის მართვის ელემენტები: დიალოგური ფანჯარა, ტექსტური ველი, მონიშვნა, ღილაკები, მზა კომპონენტების ვიზუალური შესაძლებლობები, მონაცემთა შეტანა/გამოტანის უზრუნველყოფა, გრაფიკული მონაცემების რედაქტირება და სხვა. ნაშრომში განხილული მასალა მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენითაა დაწერილი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები პროგრამისტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ტოკაძე, ი. კაროიანი

მაგალითების კრებული Microsoft Visual Studio C/C++ პროგრამული გარემოსთვის

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მაგალითები და ამოცანები Microsoft Visual Studio C/C++  გარემოში შესასრულებლად. ამოცანების მნიშვნელოვან ნაწილს თან ერთვის ამოხსნა და მითითებები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გარკვეულ სარგებლობას მოუტანს დაპროგრამების  შესწავლის ნებისმიერ მსურველს.

 

 

image-1
ი. ცომაია, მ. მსხილაძე

წყლიანი გამონაცემები და ნახარშის დამზადების ტექნოლოგია

უაკ: 65.015.13

სახელმძღვანელოში განხილულია წყლიანი გამონაცემები და ნახარშები, როგორც წამლის გარკვეული ფორმა, რომელიც წარმოადგენს მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ წყლიან გამონაწვლილს. ისინი მიღებიან  მცენარის სხვადასხვა ნაწილებიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლის გამოწვლილვით.
სამედიცინო მიზნებისათვის მათ უძველეს დროიდან იყენებენ, ამასთან ხალხურ მედნიცინაში გამოყენებული ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. წყლიანი გამონაცემები გამოიყენება, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე გარეგანი მოხმარებისთვის. ხშირად წამლის ეს ფორმა გამოიწერება, რთული შედგენილობის მიხედვით, რომელიც თავსებადია სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებებთან (მიქსტურებში, გამოსავლები და საფენების სახით და სხვა).
წყლიან გამონაცემებს და ნახარშებს ექსტემპორალურ რეცეპტურაში (სააფთიაქო პირობებში) უჭირავს 10%-ი.
წყლიანი გამონაცემების დასამზადებლად, საწყის ნედლეულად გამოყენებულია მცენარის სხვადასხვა ორგანოები (ფესვი, ფესურა, ქერქი, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი და სხვა).
ამჟამად მოქმედი სახელმწიფო ფარმაკოპეიების X და XI გამოცემების მიხედვით, ზოგიერთი წყლიანი გამონაცემი შეიძლება მომზადდეს, სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული სქელი და მშრალი გამონაწვლილების წყალში გახსნით.
სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამისა და სახელმწიფო ფარმაკოპეის მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი №1).
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარგის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის. 

 

 

image-1
ნ. მუხიგულაშვილი

ტელემექანიკის სისტემების ინტეგრალური ელემენტები დისპეტჩერული ცენტრალიზაცია ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდიკური მითითებები

უაკ: 621.3.049

განხილულია რკინიგზის ტრანსპორტის ტელემექანიკური სისტემების საბაზო ელემენტები და ფუნქციური კვანძები: „და“, „არა“, „ან“, „და-არა“, „ან-არა“ ლოგიკური ელემენტების აგების პრინციპები და მათი მუშაობის გამოკვლევა; „RS“, „JK“ და „D“ ტრიგერების გაცნობა და მათი მუშაობის გამოკვლევა; ინტეგრალურ მიკროსქემებზე შესრულებული მთვლელების ფუნქციური სქემებისა და მუშაობის გამოკვლევა; მაძლიერებელი კასკადების მახასიათებლებისა და პარამეტრების გამოკვლევა. მოცემულია საკონტროლო შეკითხვების და დავალებების სათანადო რაოდენობა მასალის ხარისხის შესამოწმებლად.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სარკინიგზო ტრანსპორტისა და „ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე“, მიმართულების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ნ. აბელაშვილი

25 პრაქტიკული ამოცანა LabVIEW სივრცეში

უაკ: 51:521.13

დამხმარე სახელმძღვანელო „25 პრაქტიკული ამოცანა LabVIEW სივრცეში“ შეიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა მიზანია მონაცემთა გენერირების, ანალიზის, ასახვის, მათემატიკური და პროგრამული გარდაქმნების, რედაქტირებისა და გამართვის შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი შესწავლა. აქვე განიხილება ამოცანები მონაცემთა მასივების შექმნის, მათემატიკური, ელექტრული, ვიბრაციული, დიაგნოზური და ცდომილებათა ანალიზისა და განუსაზღვრელობის შეფასებების სფეროებიდან. აგრეთვე მოცემულია LabVIEW-ს სივრცის გზამკვლევის, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და კლავიშებით შესასრულებელი ფუნქციური კოდების ე.წ. „ცხელი კლავიშების“ ჩამონათვალი და აღწერა.

დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამა „ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების“ სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგება LabVIEW-ს გრაფიკული პროგრამის შესწავლით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
ლ. ნარჩემაშვილი

გამოთვლითი ტექნიკის ელემენტები საინფორმაციო-საზომ აპარატურაში

უაკ: 621.317.7; 621.388.049.77

განხილულია საინფორმაციო-საზომ აპარატურაში გამოყენებული გამოთვლითი ტექნიკის ელემენტური ბაზა, ციფრული ტექნიკის მათემატიკური აპარატი, კომბინაციური და მიმდევრობითი ქმედების მოწყობილობები, საზომი ინფორმაციის კოდირების საკითხები, ოპერაციული მაძლიერებლების სტრუქტურა და ძირითადი პარამეტრები, მოცემულია ჩართვის სქემები და საანგარიშო ფორმულები; რაც გარკვეულ სარგებლობას მოუტანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს და მაგისტრანტებს აღნიშნული საკითხების შესწავლასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში.

 

 

image
ზ. ბაიაშვილი, ზ. წვერაიძე, მ. ნიჟარაძე, ლ. შავერდაშვილი

პრაქტიკული კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიებში მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად II ნაწილი

უაკ: 681.322

პრაქტიკულ კურსში მოყვანილი დავალებები იმ მასალის მინიმუმია, რომელიც უნდა შეასრულოს სტუდენტმა საგანში გამოცდაზე დასაშვებად. აღნიშნული მასალის გარდა გამოცდისათვის უნდა მომზადდეს სხვა საკითხებიც, რაც გათვალისწინებულია საგნის სასწავლო პროგრამით და წაიკითხება ლექციების კურსში.
ყოველი დავალების შესრულებამდე (1-5) სახელმძღვანელოებში განხილული უნდა იყოს თემის შესაბამისი თავები სათანადო ტერმინებისა და ბრძანებების შესწავლით. დავალების შესრულება მოწმდება მასწავლებლის ხელმოწერით.
განკუთვნილია სტუ-ს ყველა სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ  პერსონალური კომპიუტერის გამოყენებას. მეთოდიკური მითითებები მათ დაეხმარება MS ­Windows და MS Word საოფისე პროგრამების ათვისებაში.

 

 

image
ზ. ბაიაშვილი, ზ. წვერაიძე, მ. ნიჟარაძე, ლ. შავერდაშვილი

პრაქტიკული კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიებში მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.322

პრაქტიკულ კურსში მოყვანილი დავალებები იმ მასალის მინიმუმია, რომელიც უნდა შეასრულოს სტუდენტმა საგანში გამოცდაზე დასაშვებად. აღნიშნული მასალის გარდა გამოცდისათვის უნდა მომზადდეს სხვა საკითხებიც, რაც გათვალისწინებულია საგნის სასწავლო პროგრამით და წაიკითხება ლექციების კურსში.
ყოველი დავალების შესრულებამდე (1-5) სახელმძღვანელოებში განხილული უნდა იყოს თემის შესაბამისი თავები სათანადო ტერმინებისა და ბრძანებების შესწავლით. დავალების შესრულება მოწმდება მასწავლებლის ხელმოწერით.
განკუთვნილია სტუ-ს ყველა სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ  პერსონალური კომპიუტერის გამოყენებას. მეთოდიკური მითითებები მათ დაეხმარება MS ­Windows და MS Word საოფისე პროგრამების ათვისებაში.