image-1
ე. თურქია

ბიზნეს-პროექტების მართვის ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაცია

უაკ: 681.3

გადმოცემულია ბიზნეს-პროექტების მართვის სისტემის ტექნო­ლოგიური პროცესის მოდელირებისა და ავტომატიზაციის თეორიული საკითხები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე. განხილულია ბიზნეს-პროექტების მართვის სისტემის პრაქტიკული რეალიზაცია პროექტების მართვისთვის შემუშავებული სპეციალური საპროექტო სტანდარტის PMBOK (Project Management Body of Knowlege) მიხედვით.
დეტალურადაა განხილული საინფორმაციო სისტემების მოდელირების,  ინფორმაციული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამული პაკეტების (BI, CASE, MDA, RAD UML1/2, BPMN, WFMS C#, ASP.NET, XML და MSSQL Server) საფუძველზე და შემოთავაზებულია ბიზნეს-პროექტების მართვის ინტეგრირებული სისტემის  რეალიზებული საინტერფეისო ფორმები.
მონოგრაფია განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის. იგი საინტერესო იქნება აგრეთვე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ბაკალავრიატის სტუდენ­ტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ ორგანიზაციული სისტემების ბიზნეს-პროცესების მოდელირებისა და პროგრამული დეველოპმენტის სფეროში. 

 

 

image-1
ქ. ქოქრაშვილი

სამეწარმეო სამართალი

უაკ: 341.23

ნაშრომში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გაშუქებულია სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი და განსაკუთრებული ხასიათის პრობლემური და პრაქტიკული თვალსაზრისით დღეისათვის აქტუალური საკითხები. ნაშრომი მესამე გადამუშავებული გამოცემაა და შედგენილია 2010 წელს არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ამ პერიოდისთვის დაგროვილი პრაქტიკული გამოცემების საფუძველზე.
განკუთვნილია იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის და ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ნოვატორული საკითხებით დაინტერესებული იურისტებისა და ეკონომისტებისათვის.

 

 

 

image-1
ჰ. მელაძე, თ. დავითაშვილი, ვ. კვარაცხელია, მ. მენთეშაშვილი, ზ. წვერაიძე

ალგორითმების თეორიის საწყისები

უაკ: 519.92

სახელმძღვანელოში განხილულია ალგორითმების თეორიის ისეთი ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა ალგორითმის ცნების დაზუსტების აუცილებლობა, გამოთვლადი და რეკურსიული ალგორითმები, ტიურინგისა და URM - მანქანები, ალგორითმის სირთულის ცნება, ალგორითმულად ამოუხსნადი ამოცანები და სხვა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ინფორმატიკის, მათემატიკის, ფიზიკის, საინჟინრო და ეკონომიკური მიმართულების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
T. Mebuke

READER IN TEXT LINGUISTICS AND DISCOURSE ANALYSIS

უაკ: 091.5

The Reader, compiled and commented by Prof. T.Mebuke, collects the most important and up to date information on Discourse Analysis and Text Linguistics for students and young scholars making their first attempts in individual studies of a text. 

 

 

image-1
ო. კიღურაძე

თბოტექნიკური გაზომვები და ხელსაწყოები

უაკ: 681.2

წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია: ტემპერატურის; წნევის; ნივთიერების ხარჯისა და რაოდენობის; სითხისა და ფხვიერი ნივთიერების დონის; აირის, მყარი და ფხვიერი ნივთიერების ტენიანობის; აირის შედგენილობისა და სხვადასხვა ნივთიერების წყალხსნარის კონცენტრაციის გაზომვის მეთოდები და შესაბამისი ხელსაწყოების მოქმედების პრინციპები.
ნაშრომში მოცემულია გაზომვის შემთხვევითი, სისტემატური, დინამიკური და უხეშ ცდომილებათა შეფასების მეთოდები პირდაპირი და ირიბი გაზომვის შემთხვევაში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოენერ-გეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის.
წიგნი დახმარებას გაუწევს ტექნოლოგიური პროცესების კონტროლისა და მართვის საკითხებით დაინტერესებულ პრაქტიკოს ინჟინრებს.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე

ზოგადი ფიზიკა ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საფუძვლები III ტომი

უაკ: 535

სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის კურსის სამტომეულის მესამე ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ოპტიკისა და ატომის ფიზიკის საკითხები, რომლებიც დაწერილია იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა და ამავე დროს გამოუმუშავდეს ლოგიკური აზროვნების საჭირო ჩვევა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. ღიბრაძე, ვ. ლაფერაშვილი

ინოვაციური ტექნოლოგიები გამოყენებით სოციოლოგიაში

უაკ: 301

ინოვაციური ტექნოლოგიები გამოყენებით სოციოლოგიაში წარმოდგენილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილში განხილულია გამოყენებითი სოციოლოგიის დანიშნულება, ფუნქციები და თავისებურებები სოციოლოგიური ცოდნის სტრუქტურაში. წარმოდგენილია კვლევის მეთოდები, პროცედურები, სახეები და მიდგომები.
გამოყენებითი სოციოლოგიის მეორე ნაწილი ეძღვნება ფრიად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს − ინოვაციურ ტექნოლოგიებს ადამინურ და ორგანიზაციულ ქცევებში; კომუნიკაციურ და საინფორმაციო ტექნოლოგიებში; კონფლიქტებისა და ექსტრემალური სიტუაციების მართვაში; ლიდერის ფორმირებასა და მენეჯერული თვისებების გამომუშავებაში; ტექნოლოგიები მართვის ეფექტურობის ამაღლებაში.
მოცემული სახელმძღვანელო გამოყენებით სოციოლოგიაში თავისი ფორმითა და შინაარსით მართლაც ინოვაციური, გამორჩეულია ჩვენს სინამდვილეში. იგი განკუთვნილია საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ნ. არუდაშვილი

მიწისქვეშა სამთო სამუშაოების ელექტრომომარაგება

უაკ: 622.27:537.311/.312

წიგნში აღწერილია ელექტრომომარაგების თანამედროვე პრინციპები და მოცემულია ელექტროენერგიის განაწილების სქემები, მოყვანილია ელექტროენერგიის განაწილების და ენერგოსისტემიდან მოსაწოდებელი ძაბვის სიდიდის შერჩევის მეთოდები, ტრანსფორმატორის სიმძლავრის, კაბელების კვეთის გაანგარიშების და შერჩევის მეთოდები, ელექტრული დაცვების საკითხები. განხილულია შუქტექნიკის ძირითადი საკითხები, ჩატარებულია განათების ანგარიში და მოცემულია გამონამუშევრებში სანათურების განლაგების რეკომენდაციები, ელექტროუსაფრთხოების საკითხები.
წინამდებარე წიგნი პირველად გამოდის ქართულ ენაზე. ის შედგენილია სილაბუსებში მოყვანილი საკითხების შესაბამისად და განკუთვნილია სამთო სპეციალობების როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ სამსახურს გაუწევს სამთო მრეწველობაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.

 

 

image-1
დ. ბუცხრიკიძე, მ. შვანგირაძე, დ. კასრაძე

მანქანების რემონტის ტექნოლოგია

უაკ: 629.119

ნაშრომში განხილულია მანქანების რემონტის თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ მანქანათსაშენ და სარემონტო საწარმოთა პროდუქციის ხარისხს, ამაღლებენ მანქანების საიმედოობასა და ხანმედეგობას, აგრეთვე მანქანათა სარემონტო საწარმოების ორგანიზაციის საკითხები. სახელმძღვანელოში ასახვა საერთაშორისო სტანდარტებმა, ტიპური შეერთებებისა და დეტალების ჩასმებმა და დაშვებებმა, ნამზადების და დეტალების ზედაპირის ხარისხმა, თანამედროვე სამანქანათმშენებლო საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესების მართვის საკითხებმა.
წიგნი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების მექანიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. შედგენილია სასწავლო დისციპლინის - „მანქანების რემონტის ტექნოლოგია“ სილაბუსის შესაბამისად.