ლ. გოჩიტაშვილი, თ. დვალი

ელექტრონული კომერცია და ელექტრონული
საგადასახადო სისტემები

image-1

უაკ 621.38:338.83

ISBN 978-9941-20-956-7

96 გვერდი

დამტკიცების თარიღი 17.05.2017


 

სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა და უნარ-ჩვევები საინფორმაციო ინტერნეტ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ სისტემებსა და  ქსელებში პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე მისცეს ბაზისური წარმოდგენა ელექტრონული კომერციული სისტემებისა და ელექტრონული გადახდის საშუალებების შესახებ, გაუწიოს დახმარება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც აპირებს ელექტრონული კომერციული საქმიანობის დაწყებას. წიგნში გადმოცემულია ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული ბიზნესის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განხილულია ამ მიმართულებით ძირითადი ცნებები და ტერმინები. მოცემულია მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში მიმდინარე ის გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, რომლებიც გავლენას ახდენს ელექტრონული კომერციის განვითარებაზე, დახასიათებული და გაანალიზებულია თანამედროვე ელექტრონული საგადასახადო სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სამართლებრივი ასპექტები, საქართველოში მიმდინარე პროცესები და დასახულია  ამოცანები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ისე ზოგადად ელექტრონული კომერციული სისტემებით დაინტერესებული პირებისათვის.