image
თ. კუნჭულია, ნ. რაზმაძე

შრომის უსაფრთხოება გეოლოგიური სამუშაოების დროს
მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა

უაკ: 550.8.02:658.382.3

სახელმძღვანელოში მოცემულია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სანიტარიულ-ჰიგიენური და სამედიცინო-ბიოლოგიური საფუძვლები, გეოლოგიური სამუშაოების წარმოების ადგილებზე შრომის პირობების გასაუმჯობესებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონის­ძიებების სისტემა. განხილულია შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის შრომისდაცვითი ასპექტები, სახიფათო და მავნე ფაქტორების მახასია­თებლები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები, გეოლოგიური პროფილის საწარმოო სათავსების განიავება და მათი საჰაერო გარემო, საწარმოო ტრავ­მატიზმის ანალიზი, ელექტრული უსაფრთხოების საფუძვლები, სა­წარ­მოო მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების ექს­პლუატა­ციისა და დამხმარე სამუშაოების წარმოების უსაფრთხოება, სხვა­დასხვა სახის სპეციალური გეოლოგიური სამუშაოების წარმართვისას უსა­ფრ­თხოების ტექნიკის მოთხოვნები, აგრეთვე საველე სამუშაოების წარმო­ების უსაფრთხოება და სახანძრო უსაფრთხოების საფუძვლები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფა-კულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

image
ი. შათირიშვილი, მ. კილაძე

ანალიზური ქიმია რაოდენობითი ანალიზი

უაკ: 543∙7(075∙8)

სახელმძღვანელოში განხილულია წონითი და ტიტრიმეტრიული (მო­ცუ­­ლობითი) ანალიზის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მეთო­დები. აღწერილია სამუშაოს შესრულების ხერხები, აპარატურა, ხელსა­წყოები და ანალიზის შედეგების გამოთვლის მეთოდები. დიდი რაო­დე­ნობითაა მოცემული საკონტროლო კითხვები და ამოცანები. სახელ­მ­ძღვა­ნელო სრულ შესაბამისობაშია რაოდენობითი ანალიზის სასწავლო პროგ­რამასთან.

განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის უმაღლესი სასწავლებ­ლების შესაბამისი ფაკულტეტების, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენ­ტები­სა­თვის.

 

 

image
ქ. ბაციკაძე, ხ. მიშელაშვილი

სამკურნალო კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებების ტექნოლოგია
ლაბორატორიული სამუშაოების სახელმძღვანელო

უაკ: 665.5

სამკურნალო კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებების ტექნოლო­გიაში ლაბორა­ტო­რიული სამუშაოების სახელმძღვანელო. პირვე­ლად შეიქმნა და განპირო­ბე­ბულია პარფიუ­მერიისა და კოსმეტიკური ინდუსტრიის კვალი­ფიციური სპეცია­ლის­ტების მომზადების აუ­ცილებ­ლო­ბით.

სახელძღვანელოს მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პარფიუმერიის, და კოსმეტი­კური პრო­დუქტების რეცეპტურის სწორად შედგენა და დასაბუთება, რაციონალური ტექნოლოგიის არ­ჩევის საკითხების გადაჭრა და შესაბამისი პროდუქტების ხარისხის კონტროლი. პროდუქ­ტების თითოეული ჯგუფისთვის მოცემულია პარ­ფიუმერიისა და კოსმეტიკური პრო­დუქტების რეცეპ­ტურაში შემავალი კომპო­ნენტების კლასიფი­კაცია, კოსმეტიკური ეფექტი, მახასიათებლები, ფუნ­ქცი­ური დანიშნულება, ტექნო­ლოგია, ხარისხის კონ­ტროლი, წარმოდგენილია ტესტური კით­ხვები და კითხვები თვითმომზადე­ბისა­თვის. ლაბორატო­რიული მეცადინეობები ეფუძნება სტუ­დენტე­ბის დამოუკიდებელი მუშაობის პრინციპს, რაც თეორიული მასალის წინასწარ ცოდ­ნას მოითხოვს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ფარმაცევტული მიმართულების უმა­ღლესი სას­წავ­ლებ­ლებისა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები­სათვის, ასევე გამოადგება კოსმეტოლოგიის სფე­როში მომუშავე სპეციალისტე­ბსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ავტორთა გუნდი მადლიერებით მიიღებს ნებისმიერ შენიშვნას, წინა­და­დებას და მხედვე­ლობაში მიიღებს შემდეგ გამოცემაში.

 

 

image
ი. მოდებაძე, ვ. აბულაძე, კ. ხოშტარია

მონაცემთა გადაცემის ბოჭკოვან-ოპტიკური ტექნოლოგიები ტელეკომუნიკაციაში

უაკ: 681.33

სახელმძღვანელოში განხილულია საკაბელო ტელეკომუნიკაციის დაფუძნებისა და განვი­თარების ეტაპები, ინფორმაცია, სიგნალი და ის მეთოდები, რომლებიც ინფორმაციების ერთ­დროულ და შორ მანძილზე გადაცემას უზრუნველყოფს, ასევე მულტი­პლექსირების სიხშირული მეთოდი და მასთან დაკავშირებული ელექტრული მოწყობილობები, დროითი (PDH, SDH, Ethernet), ოპტიკური მულ­ტიპლექსირების მეთოდი და მასთან დაკავშირებული მოწყობილო­ბები. მოყვანილია თანამედროვე ოპტიკური ტექნოლოგიების დახასიათება (WDM, DWDM, CWDM, OTN და ა.შ.), დადებითი, უარყოფითი თვისებები და ამ ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის აუ­ცილებლებლობა, კერძოდ ოპტიკური ტექნოლოგიების შესაბამისი მოწყობი­ლობების აგების პრინციპები, რომლებიც ახსნილია სტრუქტურული სქემებისა და დროითი დიაგრამების საშუალებით; ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ოპტიკური სიგნალის ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკურ ხაზით ტრანსპორტირებისთვის, შესაბამისი მულტი­პლექსირება-დემულტიპლექსირების საკითხის განხილვის საფუძველზე.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ციფრული ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუ­დენტე­ბისთვის, სასარგებლო იქნება ამავე სპეციალობის მაგისტრანტებისა და ტელეკომუ­ნიკაციის სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.

 

 

image
თ. კუნჭულია, ო. ლანჩავა, მ. ქიტოშვილი

შრომის უსაფრთხოება სამთო საწარმოებში
(მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა)

უაკ: 622.8:61.(075.771)

წარმოდგენილია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სამე­დიცინო-ბიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური საფუძვლები. სამ­თო პროფილის საწარმოებში ტრავმატიზმის გამომწვევი ძირითადი რისკები და მათი შეფასება; შრომისა და საინჟინრო ფსიქო­ლოგიის შრომის­დაცვითი ასპექტები. ჩამოყალიბებულია სამუშაო გა­რემოში აირისა და მტვრის აფეთქების, მიწისქვეშა და ზედაპირული ხან­ძრების წარმოქმნის პრევენციული ღონისძიებები და წარმოქმნილი ხან­ძრების წინააღმდეგ ბრძო­ლის მეთოდები და საშუალებები, აგრეთვე სამ­თომაშველი საქმის საფუძვლები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ქ. ყაჭიაშვილი

მანქანური სწავლება

უაკ: 008

სახეთა ამოცნობა სათავეს ინჟინერიაში იღებს, მაშინ, როდესაც მანქანური სწავლება  კომპი­უტერული მეცნიერებიდან წარმოიშვა. თუმცა ეს მიმართულებები განიხილება, როგორც ერთი და იგივე სფეროს ორი ასპექტი. მათ ერთად განიცადეს მნიშვნელოვანი განვითარება ბოლო ათი წლის განმავლობაში. აღნიშნული მიმართულებები მეცნიერების ძალზე აქტუალური, თანამედროვე ნაწი­ლებია და ფართოდ გამოიყენება ადამიანის საქმიანობის მრავალ დარგში.

სახელმძღვანელოში განხილულია მანქანური სწავლების ძირითადი მეთოდები, მათი რეალი­ზაციის ალგორითმები და გამოყენების მაგალითები. კერძოდ, ისეთი საკითხები, როგორიცაა დამ­ოკიდებულების აღდგენა, გადაწყვეტილების თეორია, ინფორმაციის თეორია, ალბათური განა­წილებები, ალბათური მოდელები, რეგრესიის წრფივი მოდელები, ბაიესური მოდელები, კლა­სიფიკაციის წრფივი მოდელები, მანქანური სწავლების ალგორითმები, ნეირონული ქსელები და ბირთვული მეთოდები.

განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და დოქ­ტო­რანტურის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს სხვადასხვა დარგში მომუშავე მკლევრებსა და მეცნიერებს.

 

 

image
ნ. დარასელია

გაზომვები სატელეკომუნიკაციო სისტემებში

უაკ: 53.08

სახელმძღვანელოში განხილულია გამზომი ხელსაწყოებისა და დანადგარების ნაირსახეობა - დაწყებული უმარტივესი ანალოგური ელექტრომექანიკური ხელსაწყოებიდან დამთავ­რებული იმპულ­სური და ციფრული, პროგრამულად მართვადი გამზომი ტექნიკითა და ვირტუალური ხელსაწყოებით.   მოცემულია მათი სტრუქტურული სქემები და ცალკეული კვანძების დანიშნულება, ინფორ­მაცი­ული გაზომვითი სიგნალების გარდაქმნის თვალსაზრისით; სხვადასხვა სახის (ინფორმაციული თუ ხელ­შეშლის) სიგნალების წყაროები, მათი ვიზუალიზაციისა და სპექტრული ანალიზის საშუა­ლებები; გაზომვის მრავალფეროვანი მეთოდები, რომელთა რეალიზაცია ხორციელდება ამ ხელსაწყოების მეშ­ვეობით.

განსახილველი მასალა შერჩეულია და დალაგებული უცხოენოვანი სა­ხელმძღვანელოების გამო­ცდილების გათვალიწინებით, თუმცა ცალკეულ თავებში გამოყენებულია საჭირო ინფორმაცია არა მხოლოდ რუსი ავტორების (ნეფედოვის, დვორიაშინის, ჩუიკოს და სხვათა) სახე­ლმძღვანელოებიდან, არამედ ქართული გამოცემებიდანაც (ავტორები: ზ. აზმაიფარაშვილი, ძმები მურჯიკნელები, ი. ზედგენიძე, ი. ჩხეიძე), აგრეთვე მასალები შესაბამისი პროფილის ოფიციალური ვებსა­იტებიდან; მასალა გამდიდ­რებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე განსახილველი ამოცანებით.

განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელე­კომუნიკაციიო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამ სფეროში მოღ­ვაწე პირებს.

 

 

image
ა. ჩიქოვანი

ჰიდროსაიზოლაციო, თბოსაიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალები

უაკ: 699.82

ნაშრომში გადმოცემულია სპეციალური დანიშნულების ჰიდროსაიზო-ლაციო, თბოსაიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალების ქიმიური შედ­გენილობა და სტრუქტურა, ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, გამოცდის მეთოდები და გამოყენების სფეროები.

წიგნი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტე-ბისათვის; ასევე დიდ პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მშე­ნებლობაზე მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

 

image-1
რ. ხუროძე, ჯ. გრიგალაშვილი

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირების საფუძვლები

უაკ: 681.5

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერებისა (PLC) და მათი პროგრამული უზრუნ­ველ­ყოფის ფართო გამოყენებამ როგორც ტექნიკური სისტემების, ისე ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში მოითხოვა კვალიფიციური კადრების მასობრივი მომზა­დების აუცილებლობა. 

სახელმძღვანელოში განხილულია მსოფლიო ლიდერის, წარმოების პროცესების ავტომა­ტი­ზაციასა და გაციფრულებაში, გერმანული ტექნოლოგიური კონგლომერანტის, Siemens AG-ს PLC S7-1200 PLC  და მისი დაპროგრამების გარემო TIA Portal.

ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი TIA Portal Basic-ის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია, PLC-ს არქიტექტურის ელემენტები, CPU-ს მუშაობის რეჟიმები, ხდომილების პრიორიტეტები და რიგები, CPU-ს მეხსიერება, მისი არეები და დამისამართება, მონაცემთა ტიპები, კონფი­გურირება, კოდური ბლოკები, ინსტრუქციები, პროგრამების შედგენა გაწყობა და ტესტირება.

დიდი ადგილი აქვს დათმობილი ადამიანი-მანქანური ინტერფეისებისა (HMI) და პანე­ლების აღწერას, მათ როლს ავტომატიზებული სისტემების ორგანიზებაში, განმარტებულია მათი დამისამართების ხერხები,  მონაცემების გაცვლა HMI-სა და PLC-ის შორის.

სახელმძღვანელო განკუთვნილია  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  ბა­კა­ლავრიატის  საფეხურის სტუდენტებისათვის, იგი  წარმოადგენს პირველ მცდელობას ამ ტი­პის სახელმძღვანელოს შექმნისა ქართულენოვანი სტუდენტებისათვის და დარწმუ­ნებული ვართ, ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ავტომატიზებული საწარმოებისათვის  კვალი­ფიციური კადრების მომზადების საქმეში.