image
ჯ. ხუნწარია, ვ. აბულაძე, მ. გოგბერაშვილი

სატელეკომუნიკაციო სისტემების აგების საფუძვლები

უაკ: 53.08

სახელმძღვანელოში განხილულია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი და საარხო სიგნალების ფორმირების მექა­ნიზ­მები და დასაბუთებულია აღნიშნული პროცედურების აუცილებლობა. წარმოდგენილია რეა­ლური პირველადი სატელეკომუნიკაციო სიგნალების მახასიათებლები და პარამეტრები; სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებული ანალოგური, დისკრეტული, იმ­პულსური და ციფრული მოდულაციების სახეობები, მათი შესაბამისი დროითი და სპექ­ტრული დიაგრამები. მოყვანილია ანალოგური სიგნალიდან ციფრული სიგნალის ფორმირების ეტაპები და რეალური სიგნალებისთვის ციფრული სიგნალების პარამეტრების ანგარიში; ასევე სატელეკომუნიკაციო ანალოგური, ციფრული და ფართოზოლოვანი არხების პარამეტრები და მახასიათებლები, რომლებიც შედარებულია შესაბამისი სიგნალების მახასიათებლებსა და პარამეტრებთან. სახელმძღვანელოს ყველა თავი შეიცავს საკონტროლო კითხვებს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე სფეროში მომუშავე  პერსონალს  და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image
გ. ტყემალაძე

ბიოქიმიის საფუძვლები

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში განხილული ბიომექანიკისა და ფოტოსინთეზის მოლეკულური საფუძვლები. ყურად­ღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგო­რიცაა გლობალური დათბობა და მცენარეთა ენერგეტიკულ-ფოტოსინთეზურ შესაძლებლობათა და მათი ბიოლოგიური პოტენციალის გაზრდა. განახლებული სახით წარმოდგენილია ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტები, ბიოქიმიის განვითარების ქრონოლოგია; დამატებულია ორგანულ ნაერთთა კლასი­ფიკაციისა და ნომენკლატურის წარმოების ძირითადი წესები, დაავადებათა ლექსიკონი და მრავალი სხვადასხვა სახის საცნობარო მასალა. სახელმძღვანელო გამდიდრებულია ფერადი ილუსტრაციებით, დიაგრამებითა და ცხრილებით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ბიოქიმიით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

 

 

image-1
ვ. სადრაძე, თ. ხოხობაშვილი, მ. ძნელაძე, ელ. ღლიღვაშვილი

არქეოლოგიის საფუძვლები

უაკ: 930.26

არქეო­ლოგიის პროგრამაში მოცემულია, როგორც თეორიული, ისე ველზე პრაქტიკული მეცადინეობების, რომლის საფუძველზე სტუდენტი გაეცნობა არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზაციის საკითხებს, იმ მეთოდებს, რომლებიც მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ანალიზის პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია. მომავალი არქეოლოგის თეორიული მომზადება გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხული ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საკანონმდებლო აქტების ცოდნას. თეორიული სალექციო მეცადინეობის პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ძეგლების გათხრების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ზოგადად საველე არქეოლოგიური კვლე­ვის მეთოდებს, ველზე შრომისა და ყოფის თავისებურებებს, უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, სტუდენტები შეიძენენ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ არქეოლოგიური გათხრების დროს. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სრული წარმოდგენა ექნებათ არქეოლოგიური მასალების დამუშავებასა და შესაბამის ინტერპრეტაციაზე, ასევე გამოიმუშავებენ ჩვევებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ველზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პრეისტორიულ და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებას. სწორედ ზემოაღნიშნული საკითხებია განხილული ჩვენ მიერ წარმოდგენილ სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ეფუძნება ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ შეძენილ ცოდნასა და მათ მიერ შემუშავებული საველე არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკას.

სახელმძღვანელო განკუთვნილია არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მათი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯვარელია, მზ. ქიტოშვილი, ს. გიგაური

ტექნოლოგიური პროცესების აფეთქებაუსაფრთხოება

უაკ: 662.7

სახელმძღვანელოში განხილულია ტექნოლოგიური პროცესების აფეთქებაუსაფრთხოების ზოგადი ცნებები, განმარტებები, მოთ­ხოვნები, აფეთქებაუსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული, ტექნიკური ღონის­ძიებები და მათ შესრულებაზე კონტროლი. მოყვანილია აფეთქებამდგრადობის, აფეთქე­ბადაცვის ცნებები, რომლებიც  ტექნოლოგიურ პროცესში ჩართულ მოწყო­ბილობა-დანადგარების, აპარატურის უსაფრთხო საექსპლუატაციო გარემოს უზრუნველყოფს. აღწერილია ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებისას აფეთქებაუსაფრთხო პირობების შექმნის მიმართულებები, როგორიცაა პროცესის ფლეგმატიზაცია, ინჰიბირება, ინერტული გარემო, ვაკუუმი, დანადგარების ღია მოედნებზე განთავსება, ჰერმეტულობის უზრუნველყოფა.

აღწერილია მოწყობილობების, დანადგარების, შენობების, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის აფეთქებაუსაფრთხოება, გაზსადენები, ნავთობსადენები და მათი დაცვა კოროზიული პროცესებისაგან. წარმოდგენილია აფეთქებაუსაფრთხო სანათი და სასიგნალო მოწყობილობები,  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თვისებები და მათ ბაზაზე მიღებუ-ლი მასალები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე ინჟინრებს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოებით დაინ­ტერესებულ პირებს.

 

 

image
ნ. ჯავახიშვილი, თ. ბარამაშვილი, ქ. ჭკუასელი

კომპიუტერული გრაფიკული პროგრამა Revit

უაკ: 513.21

სახელმძღვანელოში განხილულია კომპიუტერული გრაფიკული პროგ­რა­მა Revit-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინფორმაციული მოდელი­რების პროცესი და პროგრამული პროდუქტის ცალკეული ფუნქციური შესა­ძლებლობები.

სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს შენობათა ინფორმაციული მოდელირებისა და Revit Architecture-ში მუშაობის პრინციპების შესწავლისას.

 

 

image-1
ლ. ჯაფარიძე

მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა

უაკ: 624.1

წიგნში მოცემულია ქანის მასივისა და მისი ნიმუშის თვისებები, მდგომარეობის განტოლებები და სიმტკიცის ძირითადი თეორიები: განხილულია ქანის მასივის პირველადი დაძაბული მდგომარეობები, მათი განსაზღვრის მეთოდები: აღწერილია მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ძირითადი კანონზომიერებები განივკვეთის წრიული, ელიფსური და სხვა ფორმის გვირაბების ირგვლივ. გაშუქებულია სამთო, სატრანსპორტო და ჰიდროტექნიკური გვირაბების მუშაობის თავისებურებები, მიწისქვეშა ნაგებობების სამაგრი კონსტრუქციების, სიხისტის, მდგრადობის და სხვა საკითხები.

წიგნი განკუთვნილია მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტები­სათვის, მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერებისათვის.

 

 

image-1
ჯ. გრიგალაშვილი

პროექტების კრებული Arduino-ში
დაპროგრამება ვიზუალურ გარემოში

უაკ: 681.3.06

„არდუინო“ რამდენიმე ტექნოლოგიის ნაკრებია [1, 2, 3], რომელთა დახმარებითაც შესა­ძლებელია სხვადასხვა სახის ჭკვიანი გაჯეტების, ავტომატიკისა და რობოტოტექნიკის მოწყო­ბილობების აგება. შექმნილია უნივერსიტეტის სტუდენტურ გარემოში, შესაბამისად მისი პლატფორმა ღია და მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომია, სარგებლობს უზარმაზარი პოპუ­ლა­რობით როგორც დამწყებებში, ისე პროფესიონალებში. აღსანიშნავია, რომ „არდუინოს“ დაპ­როგრამების გარემო Processing Wiring დაფუძნებულია C/C++ ენაზე. ეს ენა შექმნილია რთული პროგრამული პროდუქტების – ოპერაციული სისტემების, მონაცემთა ბაზების, საოფისე პროგრამების, ელექტრონული თამაშების შექმნისთვის, შესაბამისად, მისი გამოყენება დაპრო­გრამებისათვის არაეფექტურია.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ „არდუინოს“ ძირითადი გამომყენებლები პროფესიონალი პროგრამისტები კი არა, ინჟინერ-ელექტრონიკოსები, ელექტრიკოსები, სქემო­ტექნიკოსები, სისტემოტექნიკოსები არიან, რომელთაც ტექსტურ დაპროგრამებაში საფუ­ძვლიანი ცოდნა არ აქვთ. ამან გამოიწვია გარაფიკული/ვიზუალური დაპროგრამების გარე­მოებების შექმნა, რომელთა შორის უფასოდ გავრცელებადი პროგრამა FLProg გამოირჩევა. მისი მეშვეობით შეიძლება ვიზუალურად დავაპროგრამოთ არდუინოს კონტროლერი ისე, რომ ეს პროცესი გამოიყურებოდეს როგორც ელექტრონული ან ელექტრული სქემების ხაზვა კომპი­უტერის ეკრანზე და საერთოდ არ დაგვჭირდეს დაპროგრამების ტექსტური ენების გამოყენება.

ამ მიზნით FLProg იყენებს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების დაპროგრა­მებისათვის გამოყენებულ გრაფიკულ ენებს – FBD და LED, რომლებიც გამოიყენება პრაქ­ტიკულად ყველა სახის ლოგიკური რელეებისა და სამრეწველო კონტროლერების (პროგ­რამირებადი ლოგიკური კონტროლერები) დაპროგრამებისათვის მთელ მსოფლიოში.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში.

 

 

image
ბ. დიდებაშვილი, ავ. შარვაშიძე, ტ. კოტრიკაძე, ლ. ლომსაძე

მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების უზრუნველყოფა მეტროპოლიტენში

უაკ: 625.42

სახელმძღვანელოში განხილულია მეტროპოლიტენის მნიშვნელობა, მშენებლობის ისტო­რია და ძირითადი მოწყობილობები, მატარებელთა მოძრაობის ორგა­ნი­ზაციისადმი წაყენებული მოთხოვნები სხვადასხვა პირობის დროს, მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების ხარისხის დამახასიათებელი მაჩვენებლები, მგზავრთნაკადის მეთოდების შესწავლა და კანონზომი­ე­რე­ბები, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზაციის სრულყოფის ღონის­ძიებები, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების (სცბ-ს) მოწყობილობები, მე­ნეჯმენტის საკითხები და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინ­ჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგებათ მეტროპოლიტენის მოძრა­ობის სამსახურის პერსონალსა და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუ­დენტებს.

 

 

image
Ал. Бенашвили

Архитектура компьютера

უაკ: 004.2

В учебнике компьютер рассматривается как иерархия уровней, каж­дый из которых выполняет какую-либо определенную функцию. Пред­ставлены архитектуры современных компьютеров, их стандарты и ха­рактеристики. Обсуждаются современные тенденции в области разви­тия архитектуры и аппаратной части компьютеров.

Учебник предназначен для студентов факультета информатики и систем управления Грузинского технического университета, хотя рас­смотренные вопросы могут быть полезны также для специалистов, работающих в сфере архитектуры и аппаратного обеспечения компью­терных систем.