image-1
რ. იმედაძე, თ. მაღრაძე, გ. ყიფიანი, მ. წიქარიშვილი, თ. ხმელიძე

ძველი განაშენიანების საცხოვრებელი სახლების ტექნიკური ექსპერტიზა

უაკ: 624.

წიგნში მოცემულია XVIII საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში აშენებული საცხოვრებელი სახლების ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მეთოდიკა. განხილულია პრობლემების ფართო წრე, რომლებიც წარმოიშობა შენობების შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის განსაზღვრასთან, დაპროექტებასთან, კაპიტალური რემონტის ჩატარებასა და საცხოვრებელი ფართობების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღებითაა შესწავლილი ნორმალური ექსპლუატაციისათვის ვადაგასული შენობების აღდგენისა და რესტავრაციის საკითხები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტების, ინჟინრების, დამპროექტებლების, მეცნიერი თანამშრომლების, მშენებელი ექსპერტების (ევროპულ ქვეყნებში „სერვეიერი“) და ამ საქმით დაინტერესებული ყველა პირისათვის.

 

 

image-1
დ. გურგენიძე, რ. დიაკონიძე

ზოგადი ჰიდროლოგია

უაკ: 551.48

სახელმძღვანელოში მოკლე კურსი, განხილულია ხმელეთის ჰიდროლოგიის, მათ შორის საინჟინრო ჰიდროლოგიის, ჰიდრომეტრიისა და ჩამონადენის რეგულირების საკითხები.

სალექციო კურსი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს და ჰიდროლოგიური მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს.

სახელმძღვანელო ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს.

 

 

image-1
თ. ძაძამია

ნიადაგისა და გრუნტის მიკრობიოლოგიური ანალიზი

უაკ: 631.42

სახელმძღვანელოში მოცემულია ნიადაგში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების აღწერა კლასიკური და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. განხილულია ნიადაგებისა და გრუნტების კვლევის სრულყოფილად ჩასატარებელი ღონისძიებები, ასევე მიკრობიოლოგიური ანალიზის მონაცემები ნიადაგის აგრონომიული ღირებულების შესაფასებლად და გრუნტის მდგრადობის დასადგენად.

განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო პროგრამით გადიან აგროსაინჟინრო და გეოსაინჟინრო ტექნოლოგიებს. დახმარებას გაუწევს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მკვლევრებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ სპეციალისტებს, მით უმეტეს, რომ ქართულ ენაზე ასეთი ტიპის სახელმძღვანელო არ არსებობს.

 

 

 

image-1
Т. Бацикадзе, Д. Нижарадзе

СОПРОТИВЛЕНИЕ МАТЕРИАЛОВ
II часть

უაკ: 539. 3

Данный Учебник –, II часть – составлен по силлабусу, который содержит основные вопросы II части «Сопротивление материалов». В нём приводится множество примеров и иллюстраций, что даёт возможность читателю более наглядно представить вопросы. В учебнике с целью безошибочного восприятия соответствующих тем и правильного осознания материала в конце каждой главы приложены вопросы-ответы.

Он состоит из семи глав: определение перемещений при изгибе, энергетические методы определения перемещений, расчёт статически неопределимых систем, сложное сопротивление, принципы расчёта конструктивных элементов за пределами упругости, устойчивость равновесия деформируемых системи, расчёт на динамические нагрузки. 

Учебник предназначен для студентов бакалавриата и магистратуры высших технических учебных заведений.

 

 

image
ნ. ტაბატაძე, ი. ცომაია

მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მათი სამკურნალწამლო ფორმები და სტანდარტიზაცია

უაკ: 615.015

სახელმძღვანელოში განხილულია ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების მნიშვნელობა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რის გამოც მსოფლიოში გაზრდილია მცენარეულ პრეპარატებზე მოთხოვნილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიცინის დიდ ინტერესს იწვევს კვლევები ახალი ანტიმიკრობული, ციტოტოქსიკური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური, იმუნოსტიმულატორული და სხვა აქტივობის ბუნებრივი საშუალებების აღმოჩენის თვალსაზრისით.

დახასიათებულია ბუნებრივი ნაერთები - ალკალოიდები, საგულე გლიკოზიდები, ტრიტერპენული საპონინები, ეთერზეთები, ფენოლური შენაერთები, ნახშირწყლები, ანტრაგლიკოზიდები და ა.შ მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებები - ნაყენები, ექსტრაქტები, გამონაცემები, მონახარშები; მათი სტანდარტიზაციისა და კეთილხარისხოვნების დადგენის ფიზიკური, ქიმიური და თანამედროვე ინსტრუმენტალური მეთოდები - სვეტური, თხელფენოვანი, გაზ-სითხიანი, მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფია, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრია, მასსპექტრომეტრია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი.

სახელმძღვანელოში მოცემულია ჰომეოპათიური წამლის ფორმები, მათი მიღებისა და დოზირების წესები, დამახასიათებელი თავისებურებები. ჰომეოპათიას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები, ის ყველაზე უვნებელია სამკურნალო მეთოდებს შორის.

განხილული საკითხები უდავოდ აქტუალურია, სრულყოფილად და მაღალ დონეზეა მოცემული მცენარეული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა, უვნებლობა და მედიცინაში ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა და აუცილებლობა, ასევე მცენარეული პრეპარატების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები, მათი თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები.

განკუთვნილია უმაღლესი ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ლ. გაჩეჩილაძე

V i s u a l C#.N E T

უაკ: 004.43

სახელმძღვანელოში (მეხუთე გადამუშავებული გამოცემა). განხილულია Microsoft Visual Studio .NET გარემოში პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა გადმოცემულია C# ენის საფუძვლები, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპები, დელეგატები, მოვლენები, ინტერფეისები, მონაცემებისა და შესრულების ნაკადებთან, აგრეთვე სერიულ პორტებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საშუალებები, LINQ ტექნოლოგიასთან მუშაობის პრინციპები. დამატებულია ვიზუალურ და არავიზუალურ მართვის ელემენტებთან მუშაობის ხერხები და პრინციპები. წიგნში უხვადაა მაგალითები და სავარჯიშოები ამოხსნებით.

განკუთვნილია კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე დაპროგრამების შესწავლის მსურველთათვის.

 

 

image
ნ. მაჭავარიანი, მ. ჯიქია

მანქანათმშენებლობისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების უსაფრთხოება

უაკ: 621

სახელმძღვანელოში განხილულია უსაფრთხოების ტექნიკის საკითხები მანქანათმშენებლობისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოებში, კერძოდ სხვადასხვა საამქროში ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისას წარმოშობილი შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევისა და მათი ლიკვიდაციის ღონისძიებები.

ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
ვ. ღლიღვაშვილი, თ. ფირცხალაიშვილი, ი. სარჯველაძე, თ. კაჭარავა

სარძეო პროდუქტიულობა და საკვებწარმოება
(სარძეო მეცხოველეობა, საკვები და საკვებწარმოება)

უაკ: 591.146

სახელმძღვანელოში განხილულია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში დამკვიდრებული ძროხეულის, ცხვრისა და თხის მოშენებისას რძის წარმოებისათვის საჭირო პირობები, მათი ფიზიოლოგია, მოვლა, კვების თავისებურებანი და შენახვის სისტემები, მოშენების საკითხები; ყურადღება გამახვილებულია გამოყენებულ საკვებზე, საკვებწარმოებაზე და მეცხოველეობაში გამოყენებად სამკურნალო და არომატულ მცენარეებზე, რაც აღრმავებს სარძევე პირუტყვის მოვლა-კვებისა და შენახვისათვის საჭირო პირობების ცოდნას.

ნაშრომი განკუთვნილია მეცხოველეობის მიმართულების საბაკალავრო სწავლების სტუდენტების და მეცხოველეობის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.

 

 

image
ნ. ფაილოძე, რ. ქუთათელაძე, ლ. ჭუმბურიძე, ზ. თოლორდავა

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

უაკ: 657.6

სახელმძღვანელოში განხილულია ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები კერძო და საჯარო სექტორში; ფინანსური ანგარიშგებისა და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს); ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეგულირების პრაქტიკა და სტანდარტები; საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემა და აღრიცხვა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში; სახელმწიფო ფინანსების მართვაში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივად სწავლების პროგრამები (PEMPAL - Public Expenditure Management Peer Assisted Learning) და ასევე პროგრამა - ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება სახელმწიფო სექტროში (PULSAR -The Public Sector Accounting and Reporting Program); ფინანსური ანგარიშგების აუდიტის თავისებურებები და მასთან დაკავშირებული საკითხები.

სახელმძღვანელო ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.