image
ნ. ჭანტურია, ბ. გოდერძიშვილი

პროექტების მართვა ცვალებად გარემოში

უაკ: 65.015.11

წინამდებარე სახელმძღვანელოში შევეცადეთ მარტივ და გასაგებ ენაზე გადმოგვეცა პროექტების მართვის ალგორითმი ცვალებად გა­რემოში: პროექტის ბიზნესიდეის შერჩევის, რესურსების ეფექტიანი მა­რთვის, შესაძლო რისკების გამოვლენისა და აღქმის, გარანტირებული შედეგის მიღების, სამუშაოს დროულად შესრულების შესაძლებლობის შესახებ.

ამ წიგნიდან შევიტყობთ, როგორ  უნდა შევკრიბოთ საპ­როექტო გუნდი, შევიმუშაოთ პროექტის რეალიზაციის გეგმა, გავა­კონ­ტროლოთ პროექტის ვადები და ბიუჯეტი.

წიგნი განკუთვნილია მენეჯმენტის პროფილის საბაკალავრო პრო­გ­რამის სტუდენტების, დამწყები მენეჯერებისა და პროექტების მარ­თვის სფეროთი დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.

 

 

image-1
დ. ბიბილეიშვილი, ნ. ორმოცაძე

თეორიული ფიზიკური ქიმია

უაკ: 541.1

„თეორიული ფიზიკური ქიმიის“ ლექციების კურსი სრულ შესაბამი­სობაშია ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე დასა­ხელების სილაბუსთან.  ნაშრომი  შედგება შვიდი თავისაგან მასში განხი­ლულია ნივთიერების აღნაგობის, ქიმიური თერმოდინამიკის, ჰომოგენურ და ჰეტეროგენულ სისტემებში ქიმიური წონასწორობის, ხსნართა თეო­რიის, ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის ძირითადი სა­კითხები.

ლექციების კურსი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტა­ლურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის ყველა სპეციალობის სტუდენ­ტისათვის, ასევე აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინე­რინგის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატის  სტუდენ­ტე­ბისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს მაგისტრატურის სტუდენტებსა და ფიზიკური ქიმიით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image
რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე, გ. ფოფხაძე

ლითონსაჭრელი იარაღების კონსტრუქციები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები
II ნაწილი

უაკ: 621.7/9

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტი­პები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღების და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები სხვადასხვა ქვეყნის ტექ­ნიკური უნივერსი­ტე­ტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარა­ღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან განხილულია ისეთი გავრცელებული ტიპები, რო­გორიცაა: ფრეზები, ცილინ­დრული კბილანა თვლების კბილსაჭრელი იარაღები, კუთხვილ­საჭ­რელი (საკუთხავი) იარაღები, აბრაზიული იარაღები, იარაღების კონსტრუქციის თავისებუ­რებანი ავტომატიზებული წარ­მოებისათვის.

სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში კრიტიკულად არის გაანალიზებული და ნაწილობრივ გამოყენებული განსაკუთრებით საინტერესო ნიმუშები სხვა­დასხვა დანიშნულების სახელმძღვანელოდან, საცნობარო ან სარეკლამო მასალებიდან და, რაც მთავარია, სამეცნიერო სახის პუბლიკაციებიდან, საჭრელი იარაღების ტიპებისა და მათი ეფექ­ტურად გამოყენების შესახებ.          

განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.

 

 

image
რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე, გ. ფოფხაძე

ლითონსაჭრელი იარაღების კონსტრუქციები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები
I ნაწილი

უაკ: 621.7/9

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტი­პები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღებისა და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები, სხვადასხვა ქვეყნის ტექნი­კური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარაღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან დაწვრილებითაა ჩამოთვლილი ისეთი გავრცელებული ტიპები, როგორიცაა: საჭრისები, ბურღები, ზენკერები, საფართები, საწელავები და ნახვრეტების დასამუშავებელი შიგსაჩარხი და კომბი­ნირებული იარაღები.

ამ დისციპლინისათვის გამოყოფილი საათებისა და, შესაბამისად, სილაბუსის შინაარსთან შესაბამისობის გამო, ავტორებმა ვერ შეძლეს დაწვრილებით განეხილათ განხილული იარაღების კომპიუტერული  დაპროექტების საკითხები.

განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.

 

 

image
M. Kakhiani, G. Japaridze, Al. Metreveli

MACHINE PARTS

უაკ: 621.81

The presented work is intended for students to complete their coursework in the following subjects:  “Machine Parts," "Technical Mechanics," "Theory of Mechanisms and Machines and Fundamentals of Machine Parts," and "Fundamentals of Machine Design."

The coursework aims to calculate a device or equipment. This work compiles all the necessary reference and graphical materials that students need during the coursework process, eliminating the need for additional literature searches. The reference materials required for calculations are provided in the form of "tables" and "appendices," which students will use but will not be included in their final work. Some of the presented problems include complete solutions, which will significantly assist students in their work and facilitate the problem-solving process.

At this stage, the work includes four different problems, each with ten different data variants. Each problem considers the possibilities of selecting and designing details of various constructions and standard sizes.

The work is accompanied by examples of working drawings.

 

 

image
ს. კარიპიდისი, ა. შარვაშიძე, მ. ცოცხალაშვილი, პ. ბარბაქაძე, გ. ცხომელიძე

რკინიგზის ელექტრომომარაგება და მატარებელთა წევა
საკურსო სამუშაოს შესასრულებლად სასწავლო კურსში

უაკ: 621.33

მეთოდური მითითებები შედგენილია სასწავლო კურსის სი­ლაბუსის შესაბამისად.

განკუთვნილია სატრანსპორტო სისტე­მებისა და მექანიკის ინჟინე­რიის ფაკულტეტის საბაკალავრო სწავ­ლების „ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენ­ტები­სა­თვის.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი, ზ. ლაზარაშვილი, თ. ისაკაძე, ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი

სურსათის წარმოების და სიცივის მიღების პროცესები და აპარატები

უაკ: 664.0.66.02

სალექციო კურსში განხილულია სასურსათო პროდუქტების წარმოებისა და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და მათი განხორციელებისათვის საჭირო მოწყობი­ლობების მუშაობის თეორიული საფუძვლები, პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები.

სალექციო კურსი განკუთვნილია „სასურსათო პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიის” ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. გარკვეულ დახმარებას გაუწევს აღნიშნული სპეციალობის მაგის­ტრა­ტუ­რისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან და­კავშირებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image
Т. Чигогидзе, Н. Кочладзе

ПРОЕКТИРОВАНИЕ ИНТЕРЬЕРА ВИННОГО ЗАВОДА
Mетодические Рекомендации по Выполнению Курсового Проекта

უაკ: 747

Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата, по дисци­плине «Проектирование интерьера промышленного назначения» для выполнения курсового проекта «Проектирование интерьера винного завода». Определены цели и задачи проектирования, дан алго­ритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического офор­мления курсового проекта.

 

 

image
დ. ბუცხრიკიძე

მაკრო, მიკრო და ნანოდონის გენერაციული ტექნოლოგიები

უაკ: 620.16

სახელმძღვანელოში განხილულია ე.წ. მაღალი ტექნოლოგიების აღქმა თანა­მედროვე ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოდ ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს, რომე­ლიც ეფუძნება ისეთი დარგებისა და მეცნიერების უახლეს შედეგებსა და მიღ­წევებს, როგორიცაა მყარი ტანის ფიზიკა, ქიმია, მასალათმცოდნეობა, ინფორ­მატიკა, ტექნიკა და სხვა. მოცემულია ნაკეთობის მიღება-დამზადების სრუ­ლიად განსხვა­ვებული იდეოლოგიაში იგულისხმება 3D CAD სახიდან გადასვლა უშუალოდ ნა­კეთობაზე ტექნოლოგიური სისტემის _ ჩარხი-სამარჯვი-დეტალი-იარაღი (ჩსდი) _ გარეშე, დასამზადებელი ნაკეთობიდან მასალის მო­ცი­ლების _ ჭრის გარეშე, პირიქით, მის მიღებას მასალის შრეებად დაშენებით სხვა­დასხვა პროგრესული მეთოდით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავ­ლებლე­ბის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურისა და დოქ­ტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე სამანქანათ­მშე­ნებლო საწარმოთა სპე­ციალისტებისათვის.