უაკ: 008.4
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ასევე აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის, აგროქიმიის და პროდუქტთა ტექნოლოგიის მოდულის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ძირითადად განხილულია კვების პროდუქტების ბიოქიმიური შედგენილობა და ეკოლოგიურად უარყოფითი რადიკალების ზღვრული დასაშვები კონცენტრაციების დადგენის ბაზისური მეთოდები.
უაკ: 54
განხილულია მენდელეევის პერიოდული სისტემის s და p ელემენტები. მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე ლაბორატორიული სამუშაოები. საკითხის უკეთ შესწავლისათვის თითოეულ ელემენტს თან ახლავს კითხვები და სავარჯიშოები. განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 681.3
გადმოცემულია ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების ზოგადი მიმოხილვა, ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, თანამედროვე რთული სოციალური პროცესების, ადამიანთა ყოფა-ცხოვრების პროცესში მისი ეფექტური გამოყენება. ამ მიზნით, ყურადღება გამახვილებულია ადამიანის ძირითადი ფსიქიკური უნარების ანალიზზე და შესაბამისი დასკვნებია გამოტანილი მათი პრაქტიკული დანიშნულების, ღირებულების შესახებ, რაც პიროვნებებს დაეხმარება თანამედროვე პირობებში ადაპტირებაში და ხელს შეუწყობს საკუთარი ფსიქიკური თვისებების უკეთ გააზრებაში.განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
უაკ: 658.562
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია გაანალიზებულია ენერგეტიკული მენეჯმენტის მთავარი ამოცანები, ენერგეტიკული მენეჯმენტისა და ენერგიის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები, სტანდარტული განტოლებათა სახეობები, ენერგეტიკული მენეჯმენტის სისტემები. განსაზღვრულია ენერგომოხმარების საბაზო დონეები, ენერგეტიკული აუდიტის სახეები, ენერგეტიკულ სექტორში ჩასატარებელი გაზომვები, საზომი მოწყობიოლობები და გაზომვის მეთოდები. განხილულია საწვავის წვის საფუძვლები, ენერგიისა და მასის ბალანსები, ენერგეტიკული ბალანსის შედგენის მიზნები, სამრეწველო და ენერგეტიკული ქვაბების ეფექტური მუშაობა, ორთქლის სისტემები, თბოგადამცემი აპარატები ცხელი ზედაპირების თბოიზოლაციის საკითხები, თბოსაიზოლაციო მასალები, თბოსაიზოლაციო ფენის ეკონომიკა, სამრეწველო საწარმოებში ელექტროენერგიის მოხმარების საკითხები, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექცია, სიმძლავრის დაბალი კოეფიციენტის გავლენა ენერგეტიკულ საწარმოებში და მომხმარებლებზე, რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია, ენერგოდაზოგვა ელექტროამძრავებში, ელექტროძრავების ექსპლუატაცია, დანაკარგები ელექტროძრავაში, ელექტროძრავის მუშაობის ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორები, მაღალეფექტური ელექტროძრავები, ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენება, ენერგოდაზოგვა ტუმბოებში, ტუმბოების ეფექტურობის ამაღლება, ტუმბოს მახასიათებლების მრუდი და მსგავსების კანონები, ცენტრიდანული ტუმბოების მწარმოებლურობის რეგულირება, ენერგოდაზოგვა ვენტილატორებში, ვენტილატორების სიჩქარის რეგულირება, ელექტრომექანიკური ამძრავები, ელექტროღუმელების მუშაობა, ელექტროდაზოგვა განათების სისტემებში, განათება სამრეწველო საწარმოებში, სანათი ხელსაწყოები, ჰაერის კომპრესორები, დაბალპოტენციური სითბოს რეგენერაცია, ენერგოაუდიტის ეკონომიკური ანალიზის მეთოდები, პროექტის დაწვრილებითი ღირებულებითი და ენერგოდამზოგი შეფასებები, პროექტის შეფასების მეთოდები. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ახალი სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული აუდიტი“ კურუკულუმით გათვალისწინებული ამავე დასახელების საგნის სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ, აგრეთვე, პროფესიონალ ენერგოაუდიტორებს და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს. სახელმძღვანელოს გამოცემა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში. მის გამოცემას საფუძვლად დაედო (USAID)-ის კონტრაქტორს kontraqtors Advanced Engineering Associates International, Inc.-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული #ECI-EDU-GA-05 საგრანტო ხელშეკრულება.
განხილულია საექსპერტო ლაბორატორიების საქმიანობის არსი და მუშაობის ზოგიერთი წესები, მათი დაცვის აუცილებლობა. ლაბორატორიული მოწყობილობები, რეაქტივები და ჭურჭელი; აგრეთვე ნივთიერებების მომზადება საანალიზოდ, ანალიზური პროცესები და ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე საექსპერტო ანალიზური მეთოდების მიმოხილვა, მათი ეფექტურობა და რენტაბელურობა. განკუთვნიალია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო კიბერნეტიკის და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტის „საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის მიმართულების“ სპეციალობის ბაკალავრისა და მაგისტრანტის სტუდენტებისათვის. დიდად დაეხმარება აგრეთვე ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის საკითხებით დაინტერესებულ პირებს. სასარგებლოა ხარისხის დარგში მომუშავე ყველა სპეციალისტისთვის.
უაკ: 338(038)+802.0
ბიზნესგარემო სხვადასვა საბაზო და სპეციალური განათლების არმქონე პირთა ასპარეზია, ამიტომ ლექსიკონის შედგენისას ვცდილობდი კომპაქტურად გადმომეცა ტერმინების ფართო სპექტრი (საკუთრივ ბიზნესი, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ტექნიკა, ტექნოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა).ლექსიკონს თან ერთვის ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონის შესატყვისი ინგლისურ-ქართული სიტყვარი, რომელიც გაუადვილებს მომხმარებელს უცხო ტექსტის ადეკვატურ გააზრებას და საკუთრივ ლექსიკონის გამოყენებას.ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი დაეხმარება როგორც ყველა საფეხურის სტუდენტის ეკონომიკური განათლების საქმეს, ისე სპეციალისტებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.მადლობას ვუხდი სარედაქციო კოლეგიას და რეცენზენტებს გაწეული შრომისათვის, აგრეთვე მეცნიერებისა და ბიზნესის ასოციაციას ლექსიკონის გამოცემის საქმეში გაწეული დახმარებისათვის.მზად ვარ მადლიერების გრძნობით მივიღო და გავითვალისწინო მომხმარებლის მართებული შენიშვნები.
უაკ: 620.9
განხილულია ენერგეტიკისა და საზოგადოების მრავალმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებისათვის ენერგეტიკის როლსა და მნიშვნელობაზე, ამ დარგის განვითარებისადმი საზოგადოების შეგნებული მიდგომის აუცილებლობასა და ამოცანებზე, საზოგადოებისათვის ენერგეტიკული პროდუქციის ტარიფების მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის რეგულირების საჭიროებასა და მის დემოკრატიზაციაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, ენერგეტიკისა და საზოგადოების განვითარების სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე და სხვა.განკუთვნილია ენერგეტიკის ფაკულტეტის სპეციალობების სტუდენტებისათვის, ასევე დარგის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ამ სფეროში განათლების მიღების მსურველთათვის.
უაკ: 681.385.832
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიის არსი, მისი სახეები და ამოცანები. მასალების აორთქლების, დნობის და შედუღების მოწყობილობა, ტექნოლოგიური ხერხები, დანადგარების კონსტრუქციული თავისებურებანი, ვაკუუმის მიღების და გაზომვის საშუალებანი. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია შესაბამისი სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ იმავე სპეციალობის მაგისტრანტებმაც.
უაკ: 632.938
იმუნოლოგია მრავალპროფილიანი მეცნიერებაა, რომლის მიღწევები ინტენსიურად ინერგება ბიოლოგიის, მედიცინის და ვეტერინარიის სფეროებში. იმუნოლოგიის ცოდნა აუცილებელია მრავალი განსხვავებული ეტიოლოგიის დაავადების განვითარების მექანიზმთა საფუძვლიანი შეცნობის, მათი დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის გამართლებული მიდგომების შემუშავებისთვის.იმუნოლოგიური კვლევის მეთოდები გამოიყენება არა მარტო ფუნდამენტური სამეცნიერო სამუშაოების შესასრულებლად, არამედ პრაქტიკაშიც – დაავადებების სპეციფიკურ დიაგნოსტიკასა და პროგნოსტიკაში. ძალზე დიდია იმუნოლოგიური მეთოდების მნიშვნელობა იმუნობიოლოგიური პრეპარატების (სამკურნალო, პროფილაქტიკური, სადიაგნოსტიკო) ფართო არსენალის მიღებასა და წარმოებაში. გამომდინარე აქედან, ნათელია იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების ცოდნის აუცილებლობა ბიოტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიოტექნოლოგიის ბაკალავრებისთვის და იგი შეესაბამება იმუნოლოგიის სილაბუსს. მასში მოკლედ და ნათლად არის მიმოხილული იმუნოლოგიურ კვლევებში გამოყენებული ზოგიერთი ძირითადი მეთოდი. წიგნი ილუსტრირებულია სურათებით და ცხრილებით, რაც დახმარებას გაუწევს აგრეთვე სწავლების უფრო მაღალი დონის სტუდენტებს (მაგისტრებს, დოქტორანტებს).