image-1
გ. აბაშიძე, თ. ხმელიძე, რ. მახვილაძე

რეკომენდაციები შენობებისა და ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების შესახებ

უაკ: 614.45

განხილულია სამშენებლო ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნები მათი შექმნისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, აგრეთვე შენობების, კონსტრუქციების, სათავსების, მასალების სახანძრო-ტექნიკური კლასიფიკაცია, რომელიც დაცულ უნდა იქნეს სხვადასხვა დანიშნულების ახალი და სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობების და სათავსების დაპროექტებისას.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც აწარმოებენ შენობებისა და ნაგებობების საპროექტო და რეალურ სამშენებლო სამუშაოებს.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგია ტესტები

უაკ: 681.11

განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის კურსის  მნიშვნელოვანი საკითხები.
ნაშრომი შედგენილია 4 ტესტისაგან, რომელშიც მოყვანილია თემის დასახელება, თემის შესაბამისი კითხვები და ალტერნატიული  პასუხები.
განკუთვნილია მერქნული მასალების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი, ო. ხაჭაპურიძე

ავტომატიზებული ელექტროამძრავების საფუძვლები I ნაწილი

უაკ: 621.313.13

განხილულია როგორც მუდმივი, ისე ცვლადი დენის ელექტროამძრავების სტატიკური და დინამიკური რეჟიმები, მოყვანილია შესაბამისი მახასიათებლები. განსაზღვრულია ძირითადი ელემენტების გადამცემი ფუნქციები, გათვალისწინებულია შემაერთებელი ლილვების დრეკადი თვისებებიც.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტრული ამძრავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. დანელია, თ. ფალავანდიშვილი, ნ. ბარათელი

ლაბორატორიული პრაქტიკუმი კვების პროდუქტების ეკოქიმიურ ექსპერტიზაში

უაკ: 008.4

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ასევე აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის, აგროქიმიის და პროდუქტთა ტექნოლოგიის მოდულის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ძირითადად განხილულია კვების პროდუქტების ბიოქიმიური შედგენილობა და ეკოლოგიურად უარყოფითი რადიკალების ზღვრული დასაშვები კონცენტრაციების დადგენის ბაზისური მეთოდები.

 

 

image-1
მ. ცინცაძე, დ. მანველიძე, ა. მამულაშვილი

არაორგანული ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი s და p – ელემენტები

უაკ: 54

განხილულია მენდელეევის პერიოდული სისტემის  s და p ელემენტები. მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე ლაბორატორიული სამუშაოები. საკითხის უკეთ შესწავლისათვის თითოეულ ელემენტს თან ახლავს კითხვები და სავარჯიშოები. განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ე. ასაბაშვილი, თ. სტურუა, ზ. წვერაიძე

WEB-სცენარების დაპროექტება JavaScript ენის გამოყენებით

უაკ: 681.3

გადმოცემულია ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების ზოგადი მიმოხილვა, ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, თანამედროვე რთული სოციალური პროცესების, ადამიანთა ყოფა-ცხოვრების პროცესში მისი ეფექტური გამოყენება. ამ მიზნით, ყურადღება გამახვილებულია ადამიანის ძირითადი ფსიქიკური უნარების ანალიზზე და შესაბამისი დასკვნებია გამოტანილი მათი პრაქტიკული დანიშნულების, ღირებულების შესახებ, რაც პიროვნებებს დაეხმარება თანამედროვე პირობებში ადაპტირებაში და ხელს შეუწყობს საკუთარი ფსიქიკური თვისებების უკეთ გააზრებაში.
განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

 

 

 

image-1
გ. არაბიძე, მ. გუდიაშვილი, ო. კიღურაძე, ი. ლომიძე თ. ჯიშკარიანი

ენერგოაუდიტი სამრეწველო სექტორში Industrial Energy Audit

უაკ: 658.562

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია გაანალიზებულია ენერგეტიკული მენეჯმენტის მთავარი ამოცანები, ენერგეტიკული მენეჯმენტისა და ენერგიის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები, სტანდარტული განტოლებათა სახეობები, ენერგეტიკული მენეჯმენტის სისტემები.
განსაზღვრულია ენერგომოხმარების საბაზო დონეები, ენერგეტიკული აუდიტის სახეები, ენერგეტიკულ სექტორში ჩასატარებელი გაზომვები, საზომი მოწყობიოლობები და გაზომვის მეთოდები.
განხილულია საწვავის წვის საფუძვლები, ენერგიისა და მასის ბალანსები, ენერგეტიკული ბალანსის შედგენის მიზნები, სამრეწველო და ენერგეტიკული ქვაბების ეფექტური მუშაობა, ორთქლის სისტემები, თბოგადამცემი აპარატები ცხელი ზედაპირების თბოიზოლაციის საკითხები, თბოსაიზოლაციო მასალები, თბოსაიზოლაციო ფენის ეკონომიკა, სამრეწველო საწარმოებში ელექტროენერგიის მოხმარების საკითხები, სიმძლავრის კოეფიციენტის კორექცია, სიმძლავრის დაბალი კოეფიციენტის გავლენა ენერგეტიკულ საწარმოებში და მომხმარებლებზე, რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაცია, ენერგოდაზოგვა ელექტროამძრავებში, ელექტროძრავების ექსპლუატაცია, დანაკარგები ელექტროძრავაში, ელექტროძრავის მუშაობის ეფექტურობაზე მოქმედი ფაქტორები, მაღალეფექტური ელექტროძრავები, ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენება, ენერგოდაზოგვა ტუმბოებში, ტუმბოების ეფექტურობის ამაღლება, ტუმბოს მახასიათებლების მრუდი და მსგავსების კანონები, ცენტრიდანული ტუმბოების მწარმოებლურობის რეგულირება, ენერგოდაზოგვა ვენტილატორებში, ვენტილატორების სიჩქარის რეგულირება, ელექტრომექანიკური ამძრავები, ელექტროღუმელების მუშაობა, ელექტროდაზოგვა განათების სისტემებში, განათება სამრეწველო საწარმოებში, სანათი ხელსაწყოები, ჰაერის კომპრესორები, დაბალპოტენციური სითბოს რეგენერაცია, ენერგოაუდიტის ეკონომიკური ანალიზის მეთოდები, პროექტის დაწვრილებითი ღირებულებითი  და ენერგოდამზოგი შეფასებები, პროექტის შეფასების მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ახალი სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული აუდიტი“ კურუკულუმით გათვალისწინებული ამავე დასახელების საგნის სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ, აგრეთვე, პროფესიონალ ენერგოაუდიტორებს და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს.
სახელმძღვანელოს გამოცემა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მიერ დაფინანსებულ  „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“  ფარგლებში. მის გამოცემას საფუძვლად დაედო (USAID)-ის კონტრაქტორს  kontraqtors  Advanced Engineering Associates International, Inc.-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული  #ECI-EDU-GA-05  საგრანტო ხელშეკრულება. 

 

 

image-1
ვ. ფადიურაშვილი, ს. კოლომიკოვი

მეთოდური მითითებები საექსპერტო ლაბორატორიებში ფიზიკურ-ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად

უაკ: 008.4

განხილულია საექსპერტო ლაბორატორიების საქმიანობის არსი და მუშაობის ზოგიერთი წესები, მათი დაცვის აუცილებლობა. ლაბორატორიული მოწყობილობები, რეაქტივები და ჭურჭელი; აგრეთვე ნივთიერებების მომზადება საანალიზოდ, ანალიზური პროცესები და ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე საექსპერტო ანალიზური მეთოდების მიმოხილვა, მათი ეფექტურობა და რენტაბელურობა.
განკუთვნიალია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო კიბერნეტიკის და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტის „საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის მიმართულების“ სპეციალობის ბაკალავრისა და მაგისტრანტის სტუდენტებისათვის. დიდად დაეხმარება აგრეთვე ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
სასარგებლოა ხარისხის დარგში მომუშავე ყველა სპეციალისტისთვის.

 

 

image-1
თ. ჩხეიძე

ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 338(038)+802.0

ბიზნესგარემო სხვადასვა საბაზო და სპეციალური განათლების არმქონე პირთა ასპარეზია, ამიტომ ლექსიკონის შედგენისას ვცდილობდი კომპაქტურად გადმომეცა ტერმინების ფართო სპექტრი (საკუთრივ ბიზნესი, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ტექნიკა, ტექნოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა).
ლექსიკონს თან ერთვის ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონის შესატყვისი ინგლისურ-ქართული სიტყვარი, რომელიც გაუადვილებს მომხმარებელს უცხო ტექსტის ადეკვატურ გააზრებას და საკუთრივ ლექსიკონის გამოყენებას.
ბიზნესის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი დაეხმარება როგორც ყველა საფეხურის სტუდენტის ეკონომიკური განათლების საქმეს, ისე სპეციალისტებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
მადლობას ვუხდი სარედაქციო კოლეგიას და რეცენზენტებს გაწეული შრომისათვის, აგრეთვე მეცნიერებისა და ბიზნესის ასოციაციას ლექსიკონის გამოცემის საქმეში გაწეული დახმარებისათვის.
მზად ვარ მადლიერების გრძნობით მივიღო და გავითვალისწინო მომხმარებლის მართებული შენიშვნები.