უაკ: 621.311
ლაბორატორიული სამუშაოები მოიცავს „ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილის“ კურსის ძირითად საკითხებს: სინქრონული გენერატორების მუშაობის რეჟიმებს, კერძოდ, სტატორის დენის აგზნების დენის სიდიდეზე დამოკიდებულებას გენერატორის აქტიური დატვირთვის სხვადასხვა მნიშვნელობის დროს, შიშველი გამტარების გახურების პროცესს ნორმალურ რეჟიმში, გენერატორის სინქრონიზაციის საკითხებს, ტრანსფორმატორის გრაგნილების შეერთების ჯგუფების შესწავლას, დნობადი მცველების მახასიათებლებს და მანაწილებელ მოწყობილობებში ოპერატიული გადართვების საკითხებს. ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების კრებული შექმნილია პროგრამა Visual Basic-ის გამოყენებით, რომელიც იძლევა სამუშაოების ჩატარების საშუალებას, როგორც საუნივერსიტეტო კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ასევე დამოუკიდებლად საკუთარ პერსონალურ კომპიუტერზე. განკუთვნილია ბაკალავრიატისა და უმაღლესი სპეციალური განათლების ელექტროენერგეტიკული მიმართულების სტუდენტებისთვის.
უაკ: 62-5
განხილულია ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემების განზოგადებული ფუნქციური სქემა და მისი აგების პრინციპები; აღწერილია ფუნქციური სქემის შედგენისთვის აუცილებელი ზოგიერთი ელემენტის დანიშნულება, მუშაობის პრინციპი; მოცემულია ტესტირების ნიმუშები, სხვადასხვა სახის ავტომატური მართვის და რეგულირების სისტემების ფუნქციური სქემების მაგალითების სახით.დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 54
წინამდებარე ბიოგრაფიულ კრებულში „ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში“ (ნაწ. V) გაშუქებულია ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა სამეცნიერო მოღვაწეობა და კვლევები, რომელთა შედეგები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და მათგან უმრავლესობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. წიგნი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუ-ის სტუდენტებს (და, ზოგადად, მკითხველს), რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტექნიკური კადრების სამჭედლოს − საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტს ჰყავს ღრმად მოაზროვნე მეცნიერები, რომელთა პროდუქტიულმა შემოქმედებამ მსოფლიო მასშტაბები შეიძინა.
უაკ: 914:327
წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი. დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ატრიბუტია პოლიტიკური მიმდინარეობები. ცნებაში „პოლიტიკური მიმდინარეობები“ ვგულისხმობთ პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტებს (პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს და სხვ.), რომელთა მოქმედებას საფუძვლად უდევს ესა თუ ის იდეოლოგია. დღეისათვის მსოფლიოში, ისევე როგორც მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ძირითადი იდეოლოგიური დოქტრინებია ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალ-დემოკრატიზმი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპის განვითარებული ქვეყნების მოწინავე პარტიების პროგრამაში თანდათან გამოიკვეთა ამ დოქტრინების ელემენტების გარკვეული აღრევა. წყაროდ გამოყენებულია, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მეცნიერების ნაშრომები. მათ შორის არიან ავტორები: ელბერდ ბატიაშვილი, ირაკლი გაბისონია, ომარ გოგიაშვილი, დიმიტრი დუშუაშვილი, დიანა ენდელაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კობერიძე, გიორგი მკურნალიძე, გიორგი მჭედლიშვილი, გურამ ფცქიალაძე, დიმიტრი შველიძე, ხათუნა ჩაფიჩაძე, მამუკა ხამხაძე, ნიკა ხოფერია.
უაკ: 800.8
სასაუბრო შეიცავს ფრაზებისა და გამოთქმების ტიპურ მოდელებს თემების ფართო სპექტრისათვის, ტექსტებს ქართულსა და ინგლისურ ენებზე თან ახლავს ტრანსკრიპცია. სასაუბრო განკუთვნილია როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე აზერბაიჯანიდან ჩამოსული აზერბაიჯანელი სტუდენტებისათვის, რომლებიც ქართულსა და ინგლისურს სწავლობენ, პედაგოგებისათვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 658.012.011.56
განხილულია პრაქტიკული სამუშაოების შედგენის მეთოდიკა. გადმოცემულია: პრაქტიკული სამუშაოების მიზანი; მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონალური ქვესისტემების ამოცანების დამუშავების ძირითადი ცნებები, რომლებიც აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოების შედგენისა და გაფორმებისათვის; პრაქტიკული სამუშაოების შინაარსის და ეტაპების აღწერა. თითოეული ეტაპისათვის მოცემულია მაგალითი (ბლოკ-სქემა და ცხრილები). განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, მონაცემთა ბაზების დამმუშავებელთათვის, აგრეთვე მართვის ავტომატიზებული სისტემების დამმუშავებლებისა და სპეციალისტებისათვის.
უაკ: 681.3
მეთოდური მითითებები განკუთვნილია Ms Office საოფისე პაკეტში შემავალი Ms Word-ის (Word-2007) ვერსიის ტექსტური რედაქტორით სამუშაოს შესრულების შესასწავლად. მასში განხილულია ტექსტური დოკუმენტების შექმნის, რედაქტირების, გაფორმების და ბეჭდვის საკითხები. წიგნი უპირველესად განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია MS Word-ის შესწავლით დაინტერესებულ მომხმარებელთა ფართო წრეს.
უაკ: 697(075.8)
განხილულია გაზით გათბობის სისტემები, გათბობის ტექნიკაში გამოყენებული გაზის თბოგენერატორები, ხელსაწყო - დანადგარები, გაზის წვის მეთოდები, წვის შედეგად გამოყოფილი მავნეობები და გარემოში მათი გაყვანის გზები.განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
განხილულია თხევადი და მყარი სათბობით გათბობის სისტემები, მათი კონსტრუქციები, თხევადი და მყარი სათბობის ფიზიკურ-ტექნიკური თვისებები და წვის მეთოდები. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გათბობის სისტემებში ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი მყარი ბიოსათბობის გამოყენებას.განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.