უაკ: 008
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ბრენდინგის ტექნოლოგიები. მოცემულია სავაჭრო მარკის, ბრენდის, ბრენდინგის, რებრენდინგის განმარტებები. ყურადღება ექცევა ბრენდის იდენტურობას და ბრენდის ღირებულებას. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბრენდის შექმნის, ბაზარზე წინ წაწევის პროცესებს, თანამედროვე მედია- და ბრენდინგ- კომუნიკაციის გამოყენების საშუალებებს. ნაშრომში მოცემულია რეკომენდაციები ბრენდის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, იმიჯის გაუმჯობესებისა და რეკლამირების ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ავტორი განიხილავს მერჩანდაიზინგის ტექნოლოგიებს, ბრენდსახელმწიფოსა და ბრენდადამიანის შექმნის ხერხებს. მოცემულია რეკომენდაციები რებრენდინგის ჩატარების შესახებ. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტებისათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 65
განხილულია კომპანიის (ფირმის) მართვის საკვანძო საკითხები, მისი სახეები საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკრეტულად, სამშენებლო ფირმის ფუნქციონირების არსი, მისი ეკონომიკური განვითარების მართვის და დაგეგმვის საფუძვლები, ბიზნეს-გეგმის დამუშავების წესი და მოგების ზრდის ძირითადი ფაქტორები, ფირმის საწარმოო და ფინანსური რესურსები და მისი მუშაობის სამეურნეო შედეგების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები.განკუთვნილია არა მარტო სტუდენტთა ფართო სპექტრისთვის, არამედ დამწყები და უკვე მოქმედი მეწარმეებისთვის, ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ფართო წრისთვისთვის.
უაკ: 2(02)
წინამდებარე წიგნში განხილულია თანამედროვე ქრისტიანთა სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები, როგორ უნდა გადალახოს მორწმუნე ადამიანმა თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევები და დარჩეს თანამედროვედ, ამასთან, შესაბამისობაში იყოს ქრისტეს მცნებებთან. წიგნი განკუთვნილია ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 621.311
ლაბორატორიული სამუშაოები მოიცავს „ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილის“ კურსის ძირითად საკითხებს: სინქრონული გენერატორების მუშაობის რეჟიმებს, კერძოდ, სტატორის დენის აგზნების დენის სიდიდეზე დამოკიდებულებას გენერატორის აქტიური დატვირთვის სხვადასხვა მნიშვნელობის დროს, შიშველი გამტარების გახურების პროცესს ნორმალურ რეჟიმში, გენერატორის სინქრონიზაციის საკითხებს, ტრანსფორმატორის გრაგნილების შეერთების ჯგუფების შესწავლას, დნობადი მცველების მახასიათებლებს და მანაწილებელ მოწყობილობებში ოპერატიული გადართვების საკითხებს. ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების კრებული შექმნილია პროგრამა Visual Basic-ის გამოყენებით, რომელიც იძლევა სამუშაოების ჩატარების საშუალებას, როგორც საუნივერსიტეტო კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ასევე დამოუკიდებლად საკუთარ პერსონალურ კომპიუტერზე. განკუთვნილია ბაკალავრიატისა და უმაღლესი სპეციალური განათლების ელექტროენერგეტიკული მიმართულების სტუდენტებისთვის.
უაკ: 62-5
განხილულია ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემების განზოგადებული ფუნქციური სქემა და მისი აგების პრინციპები; აღწერილია ფუნქციური სქემის შედგენისთვის აუცილებელი ზოგიერთი ელემენტის დანიშნულება, მუშაობის პრინციპი; მოცემულია ტესტირების ნიმუშები, სხვადასხვა სახის ავტომატური მართვის და რეგულირების სისტემების ფუნქციური სქემების მაგალითების სახით.დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 54
წინამდებარე ბიოგრაფიულ კრებულში „ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში“ (ნაწ. V) გაშუქებულია ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა სამეცნიერო მოღვაწეობა და კვლევები, რომელთა შედეგები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და მათგან უმრავლესობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. წიგნი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუ-ის სტუდენტებს (და, ზოგადად, მკითხველს), რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტექნიკური კადრების სამჭედლოს − საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტს ჰყავს ღრმად მოაზროვნე მეცნიერები, რომელთა პროდუქტიულმა შემოქმედებამ მსოფლიო მასშტაბები შეიძინა.
უაკ: 914:327
წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი. დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ატრიბუტია პოლიტიკური მიმდინარეობები. ცნებაში „პოლიტიკური მიმდინარეობები“ ვგულისხმობთ პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტებს (პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს და სხვ.), რომელთა მოქმედებას საფუძვლად უდევს ესა თუ ის იდეოლოგია. დღეისათვის მსოფლიოში, ისევე როგორც მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ძირითადი იდეოლოგიური დოქტრინებია ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი და სოციალ-დემოკრატიზმი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპის განვითარებული ქვეყნების მოწინავე პარტიების პროგრამაში თანდათან გამოიკვეთა ამ დოქტრინების ელემენტების გარკვეული აღრევა. წყაროდ გამოყენებულია, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მეცნიერების ნაშრომები. მათ შორის არიან ავტორები: ელბერდ ბატიაშვილი, ირაკლი გაბისონია, ომარ გოგიაშვილი, დიმიტრი დუშუაშვილი, დიანა ენდელაძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კობერიძე, გიორგი მკურნალიძე, გიორგი მჭედლიშვილი, გურამ ფცქიალაძე, დიმიტრი შველიძე, ხათუნა ჩაფიჩაძე, მამუკა ხამხაძე, ნიკა ხოფერია.
უაკ: 800.8
სასაუბრო შეიცავს ფრაზებისა და გამოთქმების ტიპურ მოდელებს თემების ფართო სპექტრისათვის, ტექსტებს ქართულსა და ინგლისურ ენებზე თან ახლავს ტრანსკრიპცია. სასაუბრო განკუთვნილია როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე აზერბაიჯანიდან ჩამოსული აზერბაიჯანელი სტუდენტებისათვის, რომლებიც ქართულსა და ინგლისურს სწავლობენ, პედაგოგებისათვის, აგრეთვე მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 658.012.011.56
განხილულია პრაქტიკული სამუშაოების შედგენის მეთოდიკა. გადმოცემულია: პრაქტიკული სამუშაოების მიზანი; მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონალური ქვესისტემების ამოცანების დამუშავების ძირითადი ცნებები, რომლებიც აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოების შედგენისა და გაფორმებისათვის; პრაქტიკული სამუშაოების შინაარსის და ეტაპების აღწერა. თითოეული ეტაპისათვის მოცემულია მაგალითი (ბლოკ-სქემა და ცხრილები). განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, მონაცემთა ბაზების დამმუშავებელთათვის, აგრეთვე მართვის ავტომატიზებული სისტემების დამმუშავებლებისა და სპეციალისტებისათვის.