image-1
ქ. ნანობაშვილი, თ. სტურუა, მ. დოლიძე

Web-გვერდების დაპროექტება (HTML) მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 004.43

დამხმარე სახელმძღვანელო, HTML ენის ელემენტარული საფუძვლებიდან დაწყებული და რთული პრაქტიკული საკითხებით დამთავრებული, საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს. ასევე, მოყვანილია Web-გვერდების შექმნის მრავალი მაგალითი და შესასრულებლად გამზადებულ პროგრამათა ტექსტები HTML ენის გამოყენებით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე, Web-გვერდების შექმნით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის.

 

 

 

image-1
ქ. ნანობაშვილი

საბუღალტრო აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 657.1.011.56

რეკომენდებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ  ინფორმატიკის ფაკულტეტის პროფესიული და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საბუღალტრო დარგში მომუშავე პრაქტიკოსებისა და შესატყვისი სპეციალობის სტუდენტებისათვის.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად საგანში  −  „საბუღალტრო აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა“. აგებულია საბუღალტრო აღრიცხვის ავტომატიზებულ პროგრამაზე − „ORIS-ბუღალტერია.“

 

 

image-1
მ. მორბედაძე, თ. შარაბიძე, თ. კოკაია

მანქანა-დანადგარების სახასიათო დეტალებისა და კვანძების ნახაზების გაფორმება სტანდარტების შესაბამისად

უაკ: 744.42

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მანქანა დანადგარების სახასიათო დეტალებისა და კვანძების ნახაზების გაფორმების მეთოდები და წესები სტანდარტების შესაბამისად (სახასიათო დეტალებისა და კვანძების ნახაზებით).
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, ასევე იმ თანამშრომლებისათვის, ვისთვისაც სამეცნიერო სამუშაოების შესრულების დროს საჭიროა ნახაზების გაფორმება სტანდარტების შესაბამისად.

 

 

image-1
მ. მოისწრაფიშვილი, მ. გუდიაშვილი, თ. არჩვაძე

სტატისტიკური აღრიცხვა

უაკ: 311.2

დამხმარე სახელმძღვანელო „სტატისტიკური აღრიცხვა“  შედგენილია საგნის მოქმედი სასწავლო პროგრამის შესაბამისად. იგი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს სამ განყოფილებას: სტატისტიკის ზოგად თეორიას, ეკონომიკურ სტატისტიკას და დარგობრივ სტატისტიკას. თითოეული განყოფილება შედგება შესაბამისი თემებისაგან, რომლებიც სრულყოფილია ფორმულებით, სქემებით, ცხრილებით და ამოცანებით. თემის ბოლოს მოცემულია საკვანძო კითხვები.
დამხმარე სახელმძღვანელო,  „სტატისტიკური აღრიცხვა“, ინტერეს მოკლებული არ იქნება მასში განხილული საკითხებით დაინტერესებულ პირთათვისაც.

 

 

image-1
ი. მოდებაძე, ვ. კუციავა, ჯ. შანიძე

ციფრული ტექნიკის ელემენტები და კვანძები

უაკ: 681.32

დამხმრე სახელმძღვანელოში განხილულია ძირითადი ლოგიკური ოპერაციები და მათი რეალიზაციის მეთოდები ინტეგრალური ელემენტების გამოყენებით. მოცემულია სქემატექნიკური მოდელირების პროგრამის Multisim10-ის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების, თანამედროვე დამხსომებელი მოწყობილობების, მიკროკონტროლერებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების მოქმედების პრინციპის აღწერა. განხილულია საშუალო და დიდი ინტეგრაციის ციფრული მიკროსქემების გამოყენებით როგორც ხისტი, ისე პროგრამირებადი ლოგიკის მქონე ციფრული მოწყობილობების პროექტირების საკითხები.
დამხმრე სახელმძღვანელო შედგენილია ელექტროტექნიკური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, შესაბამისი სილაბუსების მიხედვით. იგი სასარგებლო იქნება, აგრეთვე, ამავე დარგის მაგისტრანტებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული მოწყობილობის პროექტირების საკითხებით.

 

 

image-1
გ. კოტრიკაძე, ვ. კეკელია

კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები და სამუშაო რვეული პრაქტიკული ამოცანების შესასრულებლად

უაკ: 62-5

მეთოდიკურ მითითებებში მოყვანილია ყველა ის მასალა და პრაქტიკული სამუშაო, რომელიც სტუდენტმა უნდა შეასრულოს ყოველკვირეული პრაქტიკული მეცადინეობისას როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში.
მოცემულ მეთოდიკურ მითითებებში შემოთავაზებული მასალა აუცილებელია და საკმარისი, რათა სტუდენტი დაშვებულ იქნეს დასკვნით გამოცდაზე. მეთოდიკური მითითებები ასრულებს სამუშაო რვეულის ფუნქციასაც. 
აღნიშნული მასალის გარდა გამოცდისათვის უნდა მომზადდეს სხვა საკითხებიც, რაც გათვალისწინებულია საგნის სასწავლო პროგრამით და წაიკითხება ლექციების კურსში.
ყოველი შესრულებული დავალება მოწმდება და მტკიცდება პედაგოგის ხელმოწერით.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და მათთვის ვინც, აღნიშნულის საფუძველზე, შეისწავლის კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლებს. 

 

 

image-1
ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

მონაცემთა ბაზების დაპროექტება ლაბორატორიული პრაქტიკუმი MS Access გარემოში

უაკ: 681.3.06

მოცემულია MS Access გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგანში „მონაცემთა ბაზების დაპროექტება“. განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ნოზაძე, გ. ჩიტაიშვილი

საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010
II ნაწილი

უაკ: 004.92

დამხმარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. ასევე მისი გამოყენება ასევე შეუძლიათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ განვითარებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები. ასევე დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლაში.

 

 

image-1
მ. ონიანი

კომპიუტერული ტექნოლოგიები (ოპერაციული სისტემა MS WINDOWS და საოფისე პროგრამა MS WORD) მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 004.43

შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისად. მასში მოცემული მასალა წლების მანძილზე იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ის ნიუანსებიც, რაც თან ახლავს სტუდენტებთან მუშაობას მთელი მეცადინეობის მანძილზე მათი დაკავების და დაინტერესების თვალსაზრისით. დავალების ნაწილში გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. იმავდროულად, მისი გამოყენება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს და დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურთ ოპერაციული სისტემის MS WINDOWS და საოფისე პროგრამის MS WORD შესწავლა.