image
გ. გოგიჩაიშვილი, თ. შეროზია, ლ. პეტრიაშვილი, მ. კაშიბაძე, მ. ოხანაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები ტექსტური რედაქტორი Ms Word – 2007

უაკ: 681.3

მეთოდური მითითებები განკუთვნილია Ms Office  საოფისე პაკეტში შემავალი  Ms Word-ის (Word-2007) ვერსიის ტექსტური რედაქტორით სამუშაოს შესრულების შესასწავლად. მასში განხილულია ტექსტური დოკუმენტების შექმნის, რედაქტირების, გაფორმების და ბეჭდვის საკითხები.
წიგნი უპირველესად განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება  შეუძლია MS Word-ის შესწავლით დაინტერესებულ მომხმარებელთა ფართო წრეს.

 

 

 

image-1
მ. გრძელიშვილი, ო. გიორგობიანი

გაზით გათბობა

უაკ: 697(075.8)

განხილულია გაზით გათბობის სისტემები, გათბობის ტექნიკაში გამოყენებული გაზის თბოგენერატორები, ხელსაწყო - დანადგარები, გაზის წვის მეთოდები, წვის შედეგად გამოყოფილი მავნეობები და გარემოში მათი გაყვანის გზები.
განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუ­დენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
მ. გრძელიშვილი, ო. გიორგობიანი

თხევადი და მყარი სათბობით გათბობა

უაკ: 697(075.8)

განხილულია თხევადი და მყარი სათბობით გათბობის სისტემები, მათი კონსტრუქციები, თხევადი და მყარი სათ­ბობის ფიზიკურ-ტექნიკური თვისებები და წვის მეთოდები. მნიშვ­ნე­ლოვანი ყურადღება ეთ­მობა გათბობის სისტემებში ეკო­ლო­გიურად სუფთა განახლებადი მყარი ბიოსათბობის გამოყენებას.
განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენ­ტი­ლა­ციის სპე­ციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მო­მუშავე სპე­ცია­ლის­ტებისათვის.

 

 

 

image-1
ი. გოცირიძე, მ. მესხია

შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოებისათვის

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში თანამიმდევრულად არის მოცემული სილაბუსით განსაზღვრული ყველა ლაბორატორიული სამუშაო. განხილულია Microsoft Office საოფისე პროგრამული პაკეტის პროგრამა MS Word 2007-თან მუშაობის ძირითადი პრინციპები და ამ რედაქტორთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების პრაქტიკული საკითხები.
რიგი ლაბორატორიული სამუშაოებისა ეთმობა ინტერნეტთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ინფორმაციის გადაცემა და მოძიება, ელექტრონული ფოსტით სარგებლობა და სხვა.
ლაბორატორიული სამუშაოები ასევე მოიცავს Microsoft Office Visio 2007  პროგრამაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საკითხებს, კერძოდ  გრაფიკული ობიექტების შექმნა და რედაქტირება: დიაგრამები, ბლოკ-სქემები, პროექტების შექმნა, რაც ემსახურება მონაცემების ანალიზის და დოკუმენტირების ამოცანების გადაწყვეტას.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის:  „შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში“ ასათვისებლად.
წინამდებარე მასალა დახმარებას გაუწევს ზემოთ განხილული საკითხების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

 

image-1
ზ. ლომსაძე, ჯ. ლომსაძე, ს. მებონია

ლითონების წნევით დამუშავება მეთოდური მითითებები საკვალიფიკაციო ნაშრომის შესასრულებლად

უაკ: 621.73

მოცემულია მეთოდური მითითებანი და საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების პრაქტიკული მაგალითები ბაკალავრიატისა და პროფესიული უმაღლესი სწავლების სტუდენტებისათვის ლითონების წნევით დამუშავებაში.

 

 

 

image-1
ვ. კვინტრაძე, ვ. მელაძე, ჯ. ნიკურაძე

ფიზიკის კურსი ელექტრობა და მაგნეტიზმი

უაკ: 53

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისა და ასევე მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ლ. კახიანი, ლ. ბალანჩივაძე, ლ. ვერულაშვილი

რკინაბეტონის კონსტრუქციები ლექციების კონსპექტი ჰიდროტექნიკური სპეციალობისათვის

უაკ: 624.012.35/46

განხილულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების რკინაბეტონის კონსტრუქციები: საყრდენი კედლები; წიბოვანი საყრდენი კედლები (კონტრფორსული); მოცულობითი რკინაბეტონის კონსტრუქციები; რკინაბეტონის წყალსადაწნეო კოშკები;  რკინაბეტონის მილები; სწორკუთხა მოხაზულობის მილები; რკინაბეტონის ღარები; ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტების გადაწყვეტისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, პ. ჯოხაძე, ა. ჯოხაძე

სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim 10

უაკ: 621.398

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ციფრული, ანალოგური და ანალოგურ-ციფრული მოწყობილობების მოდელირება Multisim 10 პროგრამის გამოყენებით.
განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რადიოელექტრონული მოწყობილობების მოდელირების საკითხებით.

 

 

image-1
ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, პ. ჯოხაძე, ა. ჯოხაძე

ელექტრული სქემების მოდელირება კომპიუტერზე

უაკ: 621.398

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ციფრული, ანალოგური და ანალოგურ-ციფრული მოწყობილობების მოდელირება Multisim 10 პროგრამის გამოყენებით.
განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რადიოელექტრონული მოწყობილობების მოდელირების საკითხებით.