უაკ: 008
შედგენილია Ms Excel 2003 საოფისე პროგრამის ბაზაზე. შედგება 12 ლაბორატორიული სამუშაოსაგან. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემულია მისი დასახელება, დანიშნულება, მეთოდური მითითებები, საკონტროლო კითხვები და დავალებები.განკუთვნილია სტუ-ის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
უაკ: 615.32:615.014.41
სასწავლო მეთოდური მითითება ეხება დასახელებული თემატიკის ირგვლივ ზოგად კანონზომიერებებს, მოიცავს საქართველოში მოზარდი შვიდი მცენარის სხვადასხვა ნაწილების შეგროვების, შრობისა და შენახვის პირობების კვლევას.ნაშრომში ჩამოყალიბებულია მითითებები კატაბალახას ფესურების ფესვებით, შროშანას ბალახის, პიტნის ფოთლების, კუნელის ყვავილების, ძახველის ქერქის, ქაცვის ნაყოფის, კვლიავის თესლის შეგროვების, შრობისა და შენახვის პირობების შესახებ.წარმოდგენილი მეთოდური მითითება შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამის მიხედვით ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, სწავლების სამივე ეტაპზე.
უაკ: 535+538
კრებულში შესულია ფიზიკის კურსის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ის ამოცანები, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს ზოგადი ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიებში.მომავალში, საჭირო თანამედროვე ხელსაწყოების შეძენასთან ერთად, გათვალისწინებულია არსებული ამოცანების გაუმჯობესება და ახლების დადგმა, რასაც ხელს შეუწყობს კრებულის მიმართ გამოთქმული საქმიანი შენიშვნები.ყოველ ამოცანას წამძღვარებული აქვს თეორიული ნაწილი, რომელიც ზოგჯერ მეტნაკლებად მეორდება, ვინაიდან, სტუდენტებისათვის სამუშაოს შესრულების გამარტივების მიზნით, ჩვენ უარი ვთქვით ამოცანებისათვის საერთო თეორიის დაწერაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თეორიული ნაწილი მოცემულია საკმაოდ ვრცლად, ვინაიდან სტუდენტს ლაბორატორიული ამოცანების უმრავლესობის შესრულება მოუხდება მაშინ, როცა სათანადო თეორიული მასალა ლექციაზე წაკითხული ჯერ კიდევ არ არის.
უაკ: 676.2.052
განხილულია თანამედროვე ქაღალდის დამამზადებელი მანქანების და მათი ელექტროამძრავების კონსტრუქციული და ფუნქციური თავისებურებები, აგრეთვე მართვის მეთოდები და საშუალებები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის იმ სპეციალობათა სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საგნებს: ტექნოლოგიური დანადგარების ელექტროამძრავების ავტომატური მართვა, ტექნოლოგიური დანადგარები და მათი მართვის სისტემები.
უაკ: 7:1.330
განხილულია ხელოვნების გნოსეოლოგიის, ონტოლოგიის, აქსიოლოგიის, ხელოვნებაში უნივერსალიებისა და ხელოვნების ფილოსოფიის სხვა საკითხები.წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა და განკუთვნილია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 681.3
განხილულია 13 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. ყოველი სამუშაოსთვის აღწერილია გრაფიკული ინტერფეისის დამუშავების, პროგრამული კოდის ჩაწერისა და Visual Basic – პროექტის შესრულების პროცედურები.
მოცემული მეთოდური მითითებანი განკუთვნილია დაპროგრამების საფუძვლების ასათვისებლად.
უაკ: 669.1
„მძიმე და იშვიათი ფერადი ლითონების მეტალურგია“. დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების სპეციალობის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. სამუშაოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ძირითადი მძიმე ლითონების (ნიკელი, ტყვია, კალა, თუთია) წარმოების, ხოლო მეორე ნაწილში იშვიათი ფერადი ლითონების-ძნელდნობადი (ვოლფრამი, მოლიბდენი), ლანთანოიდების და რადიოაქტიური ლითონების (თორიუმი, ურანი) წარმოების მოკლე კურსი. ნაშრომში განხილულია მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, გამოყენება, მადნები, წარმოებისა და რაფინირების ძირითადი დებულებები. წიგნი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების სპეციალობის პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. წარმოდგენილი ნაშრომის მიმართ შენიშვნები და რეკომენდაციები მადლიერებით იქნება გათვალისწინებული ავტორთა კოლექტივის მიერ.
უაკ: 629.113.073
განხილულია თანამედროვე ავტომობილებში გამოყენებული კონსტრუქციული უსაფრთხოების სისტემები და მოწყობილობები, მათი მუშაობის პრინციპები, განვითარების გზები და ტენდენციები.განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე საინტერესო იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 656.2
შედგენილია სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა მიმართულების სპეციალობის უმაღლესი პროფესიული კოლეჯისა და ბაკალავრიატის მსმენელთათვის განკუთვნილი მოქმედი სასწავლო პროგრამების მიხედვით.განხილულია სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა ძირითადი სამეურნეო ერთეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.დიდ სარგებლობას მოუტანს სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად სამეურნეო ერთეულებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.