image-1
ნ. ნოზაძე, გ. ჩიტაიშვილი

საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 I ნაწილი

უაკ: 004.92.

დამხმარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. ასევე მისი გამოყენება შეუძლიათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ განვითარებული კომპიუტერული უნარჩვევები. ასევე დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლაში.

 

 

image-1
ვ. პაპასკირი

ქართულ კომპოზიტთა განმარტებითი ლექსიკონი II ტომი

უაკ: 499.96-3

ენისა და მეტყველების დინამიკა სიტყვის, ლექსიკური ერთეულის წარმოქმნა − ჩამოყალიბების უპირველესი საფუძველია. დღევანდელი, შეცვლილი სოციალური ყოფიდან გამომდინარე მრავალი ტერმინი − კომპოზიტი აუცილებელ აღწერა-განმარტებას მოითხოვს.
ამ კუთხით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული სათანადო სიუხვითა და საკმარი ახსნა-განმარტებით გამოირჩევა.
წარმოდგენილი ნაშრომი, დროის კონიუქტურიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს „მოძველებული“, მაგრამ მეტად ტევადი შინაარსის მქონე ქართული კომპოზიტების კომპაქტური კრებული, რომელიც გამომდინარე თავისი ფორმატიდან, „მოხერხებული და ადვილმისაწვდომია“.
წიგნი წარმოადგენს ორ ტომად შესრულებულ დამხმარე სახელმძღვანელოს, რომელიც უდავოდ გაუადვილებს ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით − სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, ქართულ კომპოზიტთა ლინგვისტური შესაძლებლობების მართებულ გამოყენებას.

 

 

image-1
ვ. პაპასკირი

ქართულ კომპოზიტთა განმარტებითი ლექსიკონი
I ტომი

უაკ: 499.96-3

ენისა და მეტყველების დინამიკა სიტყვის, ლექსიკური ერთეულის წარმოქმნა − ჩამოყალიბების უპირველესი საფუძველია. დღევანდელი, შეცვლილი სოციალური ყოფიდან გამომდინარე მრავალი ტერმინი − კომპოზიტი აუცილებელ აღწერა-განმარტებას მოითხოვს.
ამ კუთხით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული სათანადო სიუხვითა და საკმარი ახსნა-განმარტებით გამოირჩევა.
წარმოდგენილი ნაშრომი, დროის კონიუქტურიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს „მოძველებული“, მაგრამ მეტად ტევადი შინაარსის მქონე ქართული კომპოზიტების კომპაქტური კრებული, რომელიც გამომდინარე თავისი ფორმატიდან, „მოხერხებული და ადვილმისაწვდომია“.
წიგნი წარმოადგენს ორ ტომად შესრულებულ დამხმარე სახელმძღვანელოს, რომელიც უდავოდ გაუადვილებს ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით − სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, ქართულ კომპოზიტთა ლინგვისტური შესაძლებლობების მართებულ გამოყენებას.

 

 

image-1
პ. ქენქაძე

ჩქაროსნული სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვები

უაკ: 656. 224

განხილულია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ჩამოყალიბებულია სამგზავრო მატარებლის მოძრაობის სიჩქარის გაზრდის ტექნიკური და საექსპლუატაციო პირობები. მოცემულია ჩქაროსნული მოძრაობის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშები. აღწერილია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალების ფუნქციონირების პრინციპები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

 

 

image-1
ნ. რაზმაძე, მ. ავალიანი, მ. ქიტოშვილი

დამცავი ჩამიწებისა და დანულების გათვლა სამთო-გეოლოგიურ საწარმოებში (მეთოდური მითითებები)

უაკ: 658. 382

ელექტროდანადგარების უსაფრთხო მომსახურების უზრუნველსაყოფად გავრცელებულია დაცვითი ღონისძიებები: მცირე ძაბვების გამოყენება, იზოლაციის დაზიანების კონტროლი და პროფილაქტიკა, დამცავი ჩამიწება, დანულება, დამცავი ამორთვა და სხვ. სწორად გაანგარიშებული დაცვის ესა თუ ის საშუალება სრულად აგვაცილებს უბედურ შემთხვევებს.

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება NET გარემოში
I ნაწილი მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი  განკუთვნილია იმ ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია  C# ენის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა მოწყობილობის პროტოკოლის ანალიზი და ამ მოწყობილობის მართვის პროგრამის შედგენა, გრაფიკების ფორმირება, მონაცემთა ბაზებთან მიმართვა Visual Studio .NET-ის საშუალებებით, ADA.NET კლასები მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ და ა. შ.

 

 

image-1
M. Gudiashvili, L. Bochorishvili

Basics of Energy Business Law

უაკ: 339.1

The manual discusses the organizational - legal forms of energy business,  licensing and tariff setting principles in the field of electrical energy, labor relations and legal basis of duties and taxes and their use in the energy business process.The manual  is  prepared for Master and Doctoral stu­dents of the Energy and Telecommunication faculty and  wide range of readers interested in the subject.

 

 

image-1
M. Gudiashvili

Managerial Economics

უაკ: 33

The textbook is designed to provide a solid foundation of economic understanding for use in managerial decision making. It focuses on the use of managerial economics tools and techniques in specific decision making settings.
Managerial Economics is organized into 15 chapter that give the reader a thorough grounding in various key aspects of the subject: Market structures, Demand and Supply, Production, Cost Analysis, Pricing Practices, Decision Making under Uncertainty.  Managerial Economics is textbook for students as well as for a wider inter­disciplinary audience. 

 

 

image-1
გ. ტალახაძე

ფსიქოლოგია

უაკ: 15(159.9)

გადმოცემულია ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების ზოგადი მიმოხილვა, ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, თანამედროვე რთული სოციალური პროცესების, ადამიანთა ყოფა-ცხოვრების პროცესში მისი ეფექტური გამოყენება. ამ მიზნით, ყურადღება გამახვილებულია ადამიანის ძირითადი ფსიქიკური უნარების ანალიზზე და შესაბამისი დასკვნებია გამოტანილი მათი პრაქტიკული დანიშნულების, ღირებულების შესახებ, რაც პიროვნებებს დაეხმარება თანამედროვე პირობებში ადაპტირებაში და ხელს შეუწყობს საკუთარი ფსიქიკური თვისებების უკეთ გააზრებაში.
განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის.