image-1
ქ. ბაციკაძე

ეთერზეთების გამოყენება კოსმეტოლოგიასა და პარფიუმერიაში

უაკ: 547.913

მოცემულია მოკლე ცნობები ეთერზეთების შესახებ, მათი მიღების უძველესი მეთოდები. აღწერილია მცენარეთა მოკლე დახასიათება, რომლისგანაც ეთერზეთი მიიღება. აღწერილია მათი სამკურნალო თვისებები და გამოყენება პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში.
განკუთვნილია ქიმიური და მეტალურგიული ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
გ. სურგულაძე, ბ. ურუშაძე

საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილება (BSI, ITIL, COBIT)

უაკ: 004.5

კორპორაციული ობიექტების საინფორმაციო სისტემების ასაგებად განიხილება პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯმენტის ამოცანების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდოლოგიები, პროცესორიენტირებული დაპროექტების და სერვისორიენტირებული რეალიზაციის მიდგომებით. ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების (BSI) გათვალისწინების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) საფუძველზე წარმოდგენილია პროგრამული სისტემების მენეჯმენტის  სასიცოცხლო ციკლის ეტაპების ამოცანების დახასიათება, მოდელირება და ანალიზი, ორივე მეთოდოლოგიის ძირითადი ცნებები და მათი თანამოქმედების საფუძველზე შემუშავებული კონცეფცია კორპორაციული მართვის მხარდამჭერი სისტემის ასაგებად.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) შექმნის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, დოქტორანტების, მაგისტრანტების და სხვა სფეროს მკითხველთათვის, რომელთაც სურთ თავიანთი ბიზნეს-პროცესების სამართავად გამოიყენონ ახალი უსაფრთხო ინფორმაციული ტექნოლოგიები.

 

 

image-1
კ. სოხაძე, ზ. ფარესიშვილი

ბაზრის ანტიმონოპოლიური რეგულირება

უაკ: 061.47

გაანალიზებულია ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
განკუთვნილია ბაზრის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის, ასევე, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
თ. ობგაძე, ნ. თუშიშვილი, ლ. გურგენიძე, ს. მუხაშავრია, ე. მეტრეველი, ნ. ვარძიაშვილი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები I ტომი

უაკ: 517.958

ნაშრომი ძირითადად ემყარება პროფესორ თამაზ ობგაძის ხელმძღვანელობით, მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგებს და მთლიანად ეხმაურება დარგის თანამედროვე განვითარების დონეს და მოიცავს ცოცხალი სისტემების ანალიზის ძირითად მათემატიკურ მეთოდებს. ცოცხალ სისტემებში შედის როგორც ბიოფიზიკური, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სისტემები.                
ნაშრომში განხილულია ცოცხალი სისტემების, შესაბამისი დინამიკური სისტემების როგორც რაოდენობრივი გათვლის, ასევე, თვისობრივი კვლევის მეთოდები; გადმოცემულია ცოცხალი დინამიკური სისტემების ბიფურკაციული ანალიზისა და ქაოსის კვლევის მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
გ. ტყეშელაშვილი, თ. კილაძე, მ. ზუბიაშვილი

ფირმის მენეჯმენტი

უაკ: 339.27

განხილულია საწარმოს მართვის პოლიტიკა და მართვის თანამედროვე მიდგომები, ძირითადი დებულებები, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობას.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. წიგნის გამოყენება შესაძლებელია მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე დამწყები მეწარმეებისათვის. იგი დაეხმარება მოქმედ მენეჯერებსაც.

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, მ. ნოზაძე

ცილინდრული ხრახნული კიბის მოდელის აგება

უაკ: 643.56

განხილულია ცილინდრული ხრახნული კიბის მოდელის აგება AutoCAD-ის 2014 წლის ვერსიის მეშვეობით, ასევე Helix  ხელსაწყო, რომელიც განთავსებულია ხაზვის (draw) პანელზე. განკუთვნილია სტუ-ის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. მეთოდიკური მითითებები დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლითაა დაინტერესებული.

 

 

 

image-1
მ. მაისურაძე, თ. ჭანტურია, ი. კუპატაძე

თანამედროვე არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებები

უაკ: 72.01

განხილულია არქიტექტურული განათლების თანამედროვე  სისტემაში არქიტექტურული კომპოზიციის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მოიცავს არქიტექტურული ფორმის ვიზუალურ-სივრცული აგების ლოგიკის გამოვლენას. მისი მიზანია ძირითადი კომპოზიციური ცნებების, გამოსახვის ხერხების და ანალიზის მეთოდიკის, კომპოზიციის ისტორიის შესწავლის, კომპოზიციური აზროვნების ტიპების და მისი ევოლუციის ეტაპების გაცნობა. მოცემულია კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის ფაქტობრივი მაგალითები. წიგნი გათვალისწინებულია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. ლომსაძე, ს. მებონია, ჯ. ლომსაძე, გ. ოთარაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები ლითონების წნევით დამუშავებაში

უაკ: 621.771(075)

მოცემულია ინსტრუქციები ლითონების წნევით დამუშავების ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე

კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 663.3/.7

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თაბაშირბოჭკოვანი კომპოზიტის მიღების ძირითადი ასპექტები, კომპოზიციური მასალების დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დამყარებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების ზომისაგან, მიკროსტრუქტურისა და ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები.
იგი მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალოკერამიკული, მინა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების ასათვისებლად და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
მეთოდიკური მითითებები შედგენილია კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის სასწავლო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად.