ო. ქართველიშვილი, ს. ხოშტარია

მიკროპროცესორული სისტემები

II ნაწილი
მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტება

image

უაკ 004.4

ISBN 978-9941-20-564-4 (ყველა ნაწილი), 978-9941-28-455-7 (მეორე ნაწილი)

149 გვერდი

დამტკიცების თარიღი 04.04.2019


 

სახელმძღვანელოში განხილულია მიკროკონტროლერის ბაზაზე გამოთვლითი სისტემების დაგეგმარება. ეს სისტემები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მონიტორინგისა და მართვისათვის. მათი კომპაქტური ზომების გამო ისინი ხშირად ობიექტში ჩაშენებული სისტემებია. ვინაიდან მიკროკონტროლერის სისტემის დაგეგმარება გულისხმობს როგორც სქემური ნაწილის, ისე მიკროკონტროლერის მართვის პროგრამის შექმნას, სახელმძღვანელოში განხილულია მაღალი დონის დაპროგრამების ენაზე მიკროკონტროლერის პროგრამის შედგენის პრინციპები, C ენის მაგალითით განხილულია ტრანსლატორთან მუშაობა და ტრანსლირებული პროგრამის ჩაწერა მიკროკონტროლერში.

ნაშრომი ფაქტობრივად არის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის შემოღებული ახალი დისციპლინის - „ჩაშენებული სისტემები“ - სალექციო კურსი.

სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მიკროპროცესორული სიტემების მაგალითების განხილვას.

გამოცემა გათვალისწინებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სპეციალობების სტუდენტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები