ნ. წერეთელი

მანგანუმის სამთო-მეტალურგიული გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები

image

უაკ 546.711:661.871

ISBN 978-9941-28-439-7

293 გვერდი

დამტკიცების თარიღი 04.04.2019


 

მანგანუმის საბადოს რაციონალური გამოყენების, მისი ექსპლუატაციის გახანგრძლივებისა და ეკოლოგიის გაჯანსაღების მიზნით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პირველად იქნა შემუშავებული და დანერგილი სასურველი სპეცშედგენილობის მქონე კონცენტრატებისა და პროდუქტების მიღებისა და მათგან შესაბამისი მანგანუმიანი ფეროშენადნობების გამოდნობის ეფექტური და ეკონომიკურად მომგებიანი ტექნოლოგიები.

აღნიშნული ტექნოლოგიები, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეტანილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 2012 წელს შემუშავებულ „საქართველოში შავი მეტალურგიის განვითარების კონცეფციაში“, რომელიც დაამტკიცა აკადემიის პრეზიდიუმმა და განსახილველად გადასცა ხელისუფლებას შემდგომი რეაგირებისათვის.

წარმოებაში აპრობირებული 9 პატენტით დაცული ინოვაციური ტექნოლოგიიდან ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დაინერგა 7, რომელთაგანაც 2 პატენტი შეისყიდა “ჯორჯიან მანგანეზმა“.

ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოში არსებული მანგანუმის ზოგიერთი მცირე საბადოს მადნის გამდიდრების შესაძლებლობები, შესწავლილია მიღებული კონცენტრატების მეტალურგიული თვისებები, დამუშავებულია ახალი კონცენტრატებიდან სხვადასხვა მანგანუმიანი ფეროშენადნობის გამოდნობის ტექნოლოგიები შესაბამისი თერმოდინამიკური გათვლებით. ამასთან, ექსპერიმენტით არის დაზუსტებული სილიკოთერმული აღდგენის პროცესის შესაბამისი ტემპერატურები.

მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს მეტალურგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტს, ამ მიმართულებით მოღვაწე აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერმუშაკებს, ასევე მანგანუმის სამთო-მეტალურგიულ წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

ავტორი მადლიერებას გამოხატავს კოლეგების, ასევე ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიმართ, რომლებმაც თანადგომით ხელი შეუწყვეს აღნიშნული ტექნოლოგიების წარ-მოებაში აპრობაციასა და დანერგვას.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები