image
ჯ. ხუნწარია, ვ. აბულაძე, მ. გოგბერაშვილი

სატელეკომუნიკაციო სისტემების აგების საფუძვლები

უაკ: 53.08

სახელმძღვანელოში განხილულია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი და საარხო სიგნალების ფორმირების მექა­ნიზ­მები და დასაბუთებულია აღნიშნული პროცედურების აუცილებლობა. წარმოდგენილია რეა­ლური პირველადი სატელეკომუნიკაციო სიგნალების მახასიათებლები და პარამეტრები; სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებული ანალოგური, დისკრეტული, იმ­პულსური და ციფრული მოდულაციების სახეობები, მათი შესაბამისი დროითი და სპექ­ტრული დიაგრამები. მოყვანილია ანალოგური სიგნალიდან ციფრული სიგნალის ფორმირების ეტაპები და რეალური სიგნალებისთვის ციფრული სიგნალების პარამეტრების ანგარიში; ასევე სატელეკომუნიკაციო ანალოგური, ციფრული და ფართოზოლოვანი არხების პარამეტრები და მახასიათებლები, რომლებიც შედარებულია შესაბამისი სიგნალების მახასიათებლებსა და პარამეტრებთან. სახელმძღვანელოს ყველა თავი შეიცავს საკონტროლო კითხვებს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე სფეროში მომუშავე  პერსონალს  და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image
გ. ტყემალაძე

ბიოქიმიის საფუძვლები

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში განხილული ბიომექანიკისა და ფოტოსინთეზის მოლეკულური საფუძვლები. ყურად­ღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგო­რიცაა გლობალური დათბობა და მცენარეთა ენერგეტიკულ-ფოტოსინთეზურ შესაძლებლობათა და მათი ბიოლოგიური პოტენციალის გაზრდა. განახლებული სახით წარმოდგენილია ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტები, ბიოქიმიის განვითარების ქრონოლოგია; დამატებულია ორგანულ ნაერთთა კლასი­ფიკაციისა და ნომენკლატურის წარმოების ძირითადი წესები, დაავადებათა ლექსიკონი და მრავალი სხვადასხვა სახის საცნობარო მასალა. სახელმძღვანელო გამდიდრებულია ფერადი ილუსტრაციებით, დიაგრამებითა და ცხრილებით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ბიოქიმიით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

 

 

image
ვ. სადრაძე, თ. ხოხობაშვილი, მ. ძნელაძე, ელ. ღლიღვაშვილი

არქეოლოგიის საფუძვლები

უაკ: 930.26

არქეო­ლოგიის პროგრამაში მოცემულია, როგორც თეორიული, ისე ველზე პრაქტიკული მეცადინეობების, რომლის საფუძველზე სტუდენტი გაეცნობა არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზაციის საკითხებს, იმ მეთოდებს, რომლებიც მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ანალიზის პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია. მომავალი არქეოლოგის თეორიული მომზადება გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხული ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საკანონმდებლო აქტების ცოდნას. თეორიული სალექციო მეცადინეობის პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ძეგლების გათხრების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ზოგადად საველე არქეოლოგიური კვლე­ვის მეთოდებს, ველზე შრომისა და ყოფის თავისებურებებს, უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, სტუდენტები შეიძენენ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ არქეოლოგიური გათხრების დროს. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სრული წარმოდგენა ექნებათ არქეოლოგიური მასალების დამუშავებასა და შესაბამის ინტერპრეტაციაზე, ასევე გამოიმუშავებენ ჩვევებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ველზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პრეისტორიულ და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებას. სწორედ ზემოაღნიშნული საკითხებია განხილული ჩვენ მიერ წარმოდგენილ სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ეფუძნება ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ შეძენილ ცოდნასა და მათ მიერ შემუშავებული საველე არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკას.

სახელმძღვანელო განკუთვნილია არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მათი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებისათვის.