image-1
ვ. გორდელაძე

ფერადი მინები

უაკ: 666.1.013.14

ნაშრომში განზოგადებულია ექსპერიმენტული, თეორიული მიღწევები და  პრაქტიკული გამოცდილება ფერადი მინებისა და შემფერავების (მათ შორის დისპერსიული ლითონების სა­ფუძველზე) ქიმიის სფეროში. განხილულია ფერადი მხატვრული და სპეციალური დანი­შნულების მინების წარმოების მეთოდები. მოცემულია მინის შემფერავების ფართო ასორ­ტიმენტის დახასიათება, მათი კლასიფიკაცია მინის მასაში შეყვანილი შემფერავების მოქმედების მიხედვით და შეფერილი მინების შედგენილობის კონკრეტული მაგალითები, ასევე შეფერილი მინების ხარშვის ოპტიმალური პირობები.      

განკუთვნილია სილიკატების ტექნოლოგიის სპეციალობების სტუდენტების, დოქტორან­ტების, მეცნიერი მუშაკების, პროფესორ-მასწავლებლების, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და ხელოვნების დარგის სპეციალისტებისთვის.

 

 

image-1
ი. ინაშვილი, მ. კუპრავიშვილი, ე. კეჩხოშვილი, გ. ნატროშვილი

სამელიორაციო სატუმბი სადგურების პრაქტიკუმი

უაკ: 626.87

სახელმძღვანელოში განხილულია სამელიორაცო-სატუმბი სად­გურე­ბის გაანგარიშებასთან დაკავ­შირებული პრაქტიკული საკითხები. მოყ­ვანილია ამ საკითხების შესახებ მოკლე თეორიული ცნობები და გაანგა­რიშების მაგალითები.

ნაშრომი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავ­რი­ატის სტუდენტებისა და ამ საკით­ხებით დაინტერესებული მკითხველის­თვის.

 

 

image-1
ე. ქრისტესიაშვილი, ზ. ისააკიანი

სატრანსპორტო ამოცანის მოდელები და ამოხსნის მეთოდები

უაკ: 004.41

მეთოდურ მითითებაში განხილულია სატრანსპორტო ამოცანის ორი მოდელი, ამოხსნის სამი მეთოდი და მიღებული შედეგები. მოდელებში გამოყენებულია წრფივ განტოლებები, უტოლობები და წრფივი განტოლებათა სისტემები. მოცემული პროექტი გამოიყენება სატრან­სპორტო ამოცანის საწყისი მონაცემების დამუშავებისას. მითითებაში განხილული სატრანსპორ­ტო ამოცანა  ინტერნეტის მეშვეობით ონლაინრეჟიმშია რეალიზებული.

მეთოდური მითითება განკუთვნილია ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

 

 

image-1
მ. ხუციშვილი

აირთერმული დანაფარები

უაკ: 621.791.3

სალექციო კურსში განხილულია აირთერმული დანაფარების მიღების თანამედროვე მეთოდები. მოცემულია აირალოვანი, ელექტრორკალური  მეტალიზაციის, დეტონაციურ-აირული, ვაკუუმურ-კონდენსაციური, პლაზმური დაფრქვევის პროცესები.

სალექციო კურსი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის მაგისტრატურის საგანმანათ­ლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. მუმლაძე, ნ. ნოზაძე, მ. ბეგიაშვილი

ტექნიკური ხაზვის საფუძვლები

უაკ: 741/744

სახელმძღვანელოში განხილულია გეომეტრიული ფიგურების აგების თეორიული საფუძ­ვლები.

წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია  ტექნიკური ხაზვის საფუძვლების დამოუკიდებლად  შესწავლით.

 

 

image
მ. კუხალეიშვილი

ბიოტექნოლოგიის საფუძვლების პრაქტიკული კურსი

უაკ: 0811.2.1

მოცემული პრაქტიკული კურსი მნიშვნელოვანი დამატებაა ბიო­ტექნო­ლოგიის საფუძვ­ლების თეორიული კურსისთვის. მისი ძირითადი ამოცანაა ლექციებზე  მიღებული ცოდნის  გაღრმავება და განმტკიცება, დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის ჩვევების გამომუშავება. სტუ­დენტებს ხელს უწყობს უკეთ აღიქვან ბიოტექნოლო­გიის საფუძვლების თეორიული კურსი, ასევე ბიოტექნოლოგიური მეთოდების  გამოყენების შესაძლებლობა  ფერმერულ  მეურნეობაში, ღია გრუნტსა და სათბურებში,  ბოს­ტნეულის და ხეხილოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალის მისაღებად. კურსში წარმოდგენილია ფიტოჰორმონების და ბიოპრეპარატების შეტანის მეთოდები ღია გრუნტში ამა თუ იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, ცხოველთა კლო­ნირების,  გენური ინჟინერიის მეთოდები  და მუტაციური ცვალებადობით მიღებული მცე­ნარეები. წარმოდგენილი პრაქტიკული მასალა ილუსტრირებულია.

განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულ­ტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
მ. წიქარიშვილი, თ. მაღრაძე

საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 69.01

პრაქტიკულ მეთოდიკურ სახელმძღვანელოში მოკლედ განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხი­ლულია საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევა, სა­მეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგ­როვება და დამუშავება. პრაქტიკული მეცადინეობები წარმოდგენილია ქართუ­ლი და უცხოური წყა­როების დამუშვების შედეგად თავმოყრილი მოკლე თეო­რიული მასალისაგან, მოცემულია მრავალი მაგალითი, დავალება და სავარჯიშო.

მეთოდური განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა უნივერსიტეტების საინჟინრო პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორან­ტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

 

image
თ. ცინცაძე, ნ. შაშიაშვილი, ი. გველესიანი, ლ. თარგამაძე, ხ. მიშელაშვილი

სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური ანალიზი

უაკ: 615

სალექციო კურსში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, სამკურ­ნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური ანალიზის სალექციო და პრაქტიკული სამუშაოებისათვის. სახელ­მძღვანელო მოიცავს ახალი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიურ კვლევას _ წინა­კლი­ნიკური და კლინიკური კვლევის სტადიებს, სტანდარტებს, მათი ჩატარების ორგანიზების მოთხოვნებს, რეგუ­ლაციებსა და რეგლამენტებს.

გამოცემა განკუთვნილია მედიცინის დარგის და მასთან დაახლოებული სპეციალობების ბაკა­ლავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image
ი. ქვარაია

პრეისტორიული ნაგებობები

უაკ: 903.5

კაცობრიობის განვითარების  პრეისტორიული ეპოქა   მთლიანად  მოიცავს პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის შემოღებამდე ანუ ახალ წელთაღრიცხვამდე უდიდეს პერიოდს. დამ­წერლობის არარსებობის გამო, იმ დროს  არსებული ფაქტების დაფიქსირება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალებით არის შესაძლებელი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნე­ლოვანია ჩვენამდე მოღწეული ნაგებობები.

სახელმძღვანელოში განხილულია ის ძირითადი პრეისტორიული ნაგებობები, რომლებიც გამო­ვლენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.